#56643960 · 4 Aug 2020, 14:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ახსნას ვერ ვპოულობ, ვერ მოვისმინეთ განმარტება" განაცხადა საბერძნეთის ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.
ელჩის თქმით საქართველოს EU-ში უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესაყვანად ბევრი იბრძოლა საბერძნეთმა. თუმცა საქართველომ საავიაციო მიმოსვლა ევროკავშირთან დღემდე არ დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმს. ათიათასობით მგზავრი დარჩა სახსრების გარეშე.
განუცხადა Newpost.ge ელჩმა
1. საავიაციო მიმოსვლა აწყობს საავიაციო სააგენტოს მაფიოზურ დაჯგუფებას, რომლებმაც საქართველოდან ვიზეარი და სხვა იაფი ავიახაზები გააძევეს. ამჟამად დრაკონულ ფასებში ყიდიან ბილეთებს. მონოპოლი. ქართული კომპანიები კონკურენციას ვერ უწევდნენ უცხოელებს და ეპიდემიის დროს ხელში მოიგდეს მათი ბიზნესი.
2. EU მიმოსვლის შეფერხება აწყობს პირველ რიგში რუსეთს, რომელსაც ვერ მოუნელბია უვიზო მიმოსვლის პრივილეგია საქართველოზე. რის გამოც აფხაზები, ოსები და სხვა კავკასიელები ქართულ პასპორტს და პირობებს აძლევენ უპირატესობას.
3. როგორც ცნობილი ორგნიზაცია "ბილინკეტის" კლევით გახდა ცნობილი. კორონა ვირუსი საქართველოში გადაიქცა კორუფციის დიდ წყაროდ. მილიონობით ლარი დაიხარჯა სასტუმროებზე, ჯანდაცვის საშუალებებზე და ა.შ. რომელიც მოიგო ქართულ ოცნებასთან დაახლოვებულმა კომპანიებმა.
ამიტომ ისმის კითხვა რამდენი კოვიდ (პსრ თუ სხვა) ტესტია რეალურად ჩატარებული საქართველოში? რადგანაც გაურკვეველია, სად რა სტატისტიკა კეთდება და მეთოდი როგორ კეთდება? აშკარად ხდება ციფრებით მანიპულაცია? (ცნობილია, რომ კორონავისრუსით დაავადება ფატალური შედეგით ყოველთვის არ მთავრდება. რამდენმა გადაიტანა ავადმყოფობა, სხვებიც ავად გახადა, ორგანიზმი დაანგრია და საცოდავმა არც იცის).
--------------------
ძლიერი ადამიანი ცვლის თავის ბედს, სუსტს კი პირიქით. Konfucius. ომი არის ყოვლად დაუშვებელი საშინელება მაგრამ კიდევ უფრო მეტი საშინელება არის მონობა. K. Chapek თუ რუსმა გენერალმა შეგაქო, წადი და თავი ჩამოიხრჩვე.
|