აი ლამის ყოველ დღე, ყოველ ოხერ დღეს მტრები, ოკუპანტები, სეპარატისტები და ბანდიტები რომ
ვიღაცას იტაცებენ, კლავენ და ჭრიან
ტერიტორიებს გართმევენ
დაგცინიან და გჩაგრავენ
ანტიქართულ პროპაგანდას ეწევიან
აქაურ ტროლებსა და ბოტებს აფინანსებენ
გთხელავენ, განადგურებენ ბოლომდე
და ამ დროს უმრავლესობას მაგრად ჰკიდია და არ აინტერესებს, თითქოს სხვაგან სადღაც აფრიკაში ხდება ეს ყველაფერი და არა თბილისადან 50 კილომეტრში...
და შენ? რა შეგიძლია რომ გააკეთო?
მარტო ავტომატით ვერ იბრძოლებ
თავს ვერ აიფეთქებ (რომ აიფეთქო მერე რა რომ?
ელემენტარულად სიტყვითაც ვერ იბრძვი, რადგან შენს წინააღმდეგ ეს მრავალმილიონიანი საინფორმაციო ნიაღვარია აღმდგარი, რომელიც კრემლიდან მოედინება და რომელიც ყველაფერს წალეკავს...
შენ ხარ მარტო, არავინ, ვერაფერს რეალურად ვერ გააკეთებ, ვერაფერს ვერ ცვლი.
და მაინც ნუთუ არ არის გზა რომ რამე გააკეთო, თუნდაც მიზერული წვლილი შეიტანო ამ მონსტრის წინააღმდეგ?
წინასწარ ბოდიში რა, მართლა აღარ ვიცი, აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე მაგარი დათრგუნული ვარ უკვე, ომის დროს არასრულწლოვანი ვიყავი და ბომბები მახსოვს როგორ ფეთქდებოდა ჩემი სახლის ახლოს. ახლა თვალი რომ გადაავლო ყველაფერს, თითქმის ყველაფერში ვმარცხდებით, უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებშიც კი იღებენ სეპარატისტებს და არავის აინტერესებს.
იმ ნაძირალა ფსბ-შნიკების, ტროლების, ბოტების გახარებაც ეგ არის, მაგის იმედი აქვთ რომ სასოწარკვეთილება და უიმედობა დაგიპყროს, რომ ბოლომდე დანებდე და დაემორჩილო უფროს "ძმას".
ეჭვი არ შეგეპაროთ აქ ბევრი ტროლი შემოდის რომელიც სრულად აცნობიერებს რასაც აკეთებს და ალბათ ეს ჩემი პოსტი გულზე სალბუნად ედებათ...
ხოდა გული უნდა დაგწყვიტოთ, ჩემს დანებებას და გატეხვას ვერ მოესწრებით ვერასდროს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ