ორი დღით გამოვეთიშე ქსელსა და ტელევიზორს და ამ ეტაპზე რა სიახლეა თამარის საქმეში, არ ვიცი, თუმცა კვლავ მომივიდა შეტყობინება ჩვენი თანაფორუმელისაგან, Grow-სგან, რომელსაც გაგიზიარებთ. წინა ორი შეტყობინება, რახან არც ისე წაკითხვად დროს იყო გამოქვეყნებული, დარჩა შეუმჩნეველი და ამიტომ ჯერ მათით დავიწყებ. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ამ თანაფორუმელის ხედვა და რადგანაც, როგორც წესი, საეჭვო ვითარებაშია დაბანილი, ამის გამო მისი ნააზრევი არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადრების მიღმა!
#1.
დღეს თეთრიწყაროში მომიწია წასვლამ სამსახურის ამბავზე. ვისარგებლე მომენტით და მაწევანის გზით წამოვედი უკან.
ჩემი შთაბეჭდილება ასეთია:
1) მანქანის პოვნის ადგილას ასფალტიანი გზიდან არანაირი შესასვლელი არ არის. მსუბუქი მანქანით ვერ გადახვალ ასფალტიანი გზიდან იმ ადგილას - როგორც მინიმუმ მანქანის დაუზიანებლად.
2) მაწევანიდან გამომავალი გრუნტის გზა გადის ამ ადგილის სიახლოვეს, თუმცა უშუალოდ მანქანის პოვნის ადგილთან იმ გრუნტიდან ვერ მოხვდები, რადგან ბუჩქნარის კორომია ჩაყოლებული მთელ სიგრძეზე.
3) ამ ადგილას შემთხვევით მოხვედრა ფაქტობრივად შეუძლებელია, განსაკუთრებით პირველივე ცდაზე და მიხვევა-მოხვევების გარეშე. ისეთი გაშლილი და ველური, არა-ურბანული გარემოა, შეუძლებელია პირველივე ცდაზე უბრალოდ ადგე და მიხვიდე იმ წერტილში. მანდ მთელ არეალში მიმოფანტულია დიდი ზომის ქვები, თუ ზუსტად არ იცის სად მიდიხარ, მიხვევა-მოხვევის გარეშე ვერ ივლი. თამარის მანქანის ნაკვალევი სწორხაზოვანი იყო.
4) ეგ არეალი ისეთი ღვთისგან დავიწყებული ადგილია, გამორიცხულია იქ საკუთარი სურვილით წავიდეს ადამიანი. დაბალი და მეჩხერი ხეები/ბუჩქნარი, არანაირი მოსახლეობა, უგზოობა ბუჩქნარში გადასასვლელად, არანაირი განათება გზაზე.
5) მარნეულიდან მანქანის ადგილამდე გზა და გარემო არის პოსტაპოკალიპტური. გზა დანჯღრეული, თითო-ოროლა მანქანა თუ შეგვხვდება ამ გზაზე, არანაირი განათება გზაზე. წინწყარო და განსაკუთრებით ხაიში ისეთი გაპარტახებული ადგილებია, იქ საკუთარი ნებით წასვლასაც კი გამოვრიცხავ ქალაქში გაზრდილი გოგოსთვის.
6) არც მაწევანი და მითუფრო არც გოლთეთის დასახლებები გზიდან არ ჩანს. არის მხოლოდ ტრაფარეტები სოფლის დასახელებით. ჩანს მხოლოდ ვიწრო დანჯღრეული ასფალტიანი გზა რომელიც ადის ფერდობზე და იკარგება. მაგ სოფლებში შემთხვევით ან საკუთარი ნებით მოხვედრასაც გამოვრიცხავ.
მოკლედ, ვფიქრობ თამარი იქ თავისი ნებით მითუფრო სუიციდისთვის არ წასულა. თუ დავუშვებთ რომ კი, მაშინ უნდა დავუშვათ ისიც, რომ თამარი იქ იქამდეც იყო ნამყოფი და ყველაფერი წინასწარ განსაკუთრებული მონდომებით და სკრუპულოზურობით დაგეგმა. მათ შორის გოლთეთ-მაწევანში უმიზნოდ ხეტიალიც. აბსურდია ჩემი აზრით.
კიდევ ერთ რამეს მივხვდი, ამდენი წახნაგის მქონე თემის განხილვა ინტერნეტში, როგორც არ უნდა მოინდომო, იქნება ძალიან ვიწრო პერსპექტივიდან ყურება და ძალიან ბევრ რამეს უბრალოდ ვერ დაინახავ.
განსაკუთრებით ამაოა ერთი და იგივე საკითხების ღეჭვა ფაქტების გადამოწმების ან დამატებითი ან უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების გარეშე, ასევე ლაივში საქმეში მონაწილეობის გარეშეც user.gif
იმ ადგილზე ერთი ჩავლით გაცილებით მეტი ინფორმაცია მივიღე, ვიდრე ორი კვირა ამაზე საუბრით ფორუმზე smile.gif
ჰო, მთავარი დამავიწყდა, ის არეალი არცთუ ისე რთული ადგილია მანქანის საძებრად. მანქანის პოვნის ადგილი კი გზიდან ხელის გაწვდენის სიშორეზეა. მიტომ ვფიქრობ რომ თუ ეძებეს, უბრალოდ ბრმა უნდა ყოფილიყო მაძებარი რომ ვერ დაენახა. 15 ეკიპაჟი ეძებდა გოლთეთ-მაწევანის მიმდებარედ. აბსოლუტური შეუძლებლობაა იმ არეალში მანქანა ვერ დაინახო.
დრონით მითუმეტეს. განსახილველიც კი არ არის ეს ამბავი.
ადამიანი ბოლოს ნახე გოლთეთ-მაწევანში. სად ეძებ? ამ ორ სოფელში. სოფელში არ არის. სოფლიდან მთებისკენ გზა არ არის. რჩება სოფელსა და ასფალტიან გზას შორის არეალი.
ამ თემის ტრიალი მუდმივად და იმ აზრის დაშვებაც კი რომ იქ ეძებეს და ვერ ნახეს, არის შსს-ს ინტერესში.
#2.
ერთ რამეს ვფიქრობ კიდევ. შესაძლოა სწორედ რესტორან "ადმირალისკენ" მიმავალ გზას ეძებდა თამარი გოლთეთსა და მაწევანში.
როგორც გუშინ გითხარი, გზა არის თითქმის უკაცრიელი და არ დგას საგზაო ნიშნები. ტრაფარეტები დგას მხოლოდ სოფლების გადასახვევებთან.
საქმე ისაა, რომ ეს არის თავისებური შემოვლითი გზა ფარცხისი-საღრაშენის და ალგეთის წყალსაცავის მიმართულებით. ამავე მიმართულებებზე არის ძირითადი გზაც სოფლების - ასურეთის და ჯორჯიაშვილის გავლით. ეს ძირითადი გზა არის კეთილმოწყობილი, კამერებით, საგზაო ნიშნებით და დიდი ტრაფარეტებით.
ამ მეორადი გზიდან ფარცხისისკენ რომ წახვიდე, გარკვეულ ადგილას იყოფა გზები და უნდა გადაუხვიო მარჯვენა მხარეს. ხაიშს რომ გასცდები, საკმაოდ ბევრი სიარული გაწევს სანამ ეს გადასახდვევი შეგხვდება.
მაგრამ, იქამდე გხვდება 2 მარჯვნივ გადასახვევი. ერთი გოლთეთის, მეორე - მაწევანის.
თუ ამ გზაზე მიდიხარ პირველად და თან რუკის გარეშე, ადვილია დაიბნე უკაცრიელობის გამო და იფიქრო რომ ჯერ გოლთეთის და შემდეგ მაწევანის მარჯვენა გადასახვევები არის სწორედ ის გადასახვევი, საიდანაც ფარცხისის გზაზე (ადმირალისკენ) უნდა გადახვიდე.
შესაძლოა თამარს ჰქონდა ზოგადი მითითება რა მიმართულებებით უნდა ევლო - მარნეულიდან მიდიხარ სოფელ ხაიშის მიმართულებით, ხაიშის შემდეგ ფარცხისისკენ უხვევ მარჯვნივ და ა. შ.
ამიტომ დადიოდა სოფლებში დაბნეული და ეძებდა სწორედ იმ მხარეს ჩასასვლელს, სადაც არის ფარცხისი და რესტორანი ადმირალი. ანუ ჩასახვევს მარჯვნივ.
ანუ მე ვვარაუდობ, რომ თამარი იმ გზაზე წავიდა პირველად. არ იცნობდა ამ გზას. ამიტომ ხაიშის შემდეგ თამარი ყველა მარჯვენა გადასახვევში შედიოდა და ცდილობდა ადმირალის გზაზე მოხვედრას.
მაწევანიდან გასვლის მერე ალბათ განაგრძობდა გზას და ბოლოსდაბოლოს მივიდოდა ფარცხისის ნამდვილ გადასახვევამდე და 15 წუთში უკვე ადმირალში იქნებოდა.
ადმირალის კამერების საეჭვო ამბავი ამ ეჭვს მიმყარებს კიდეც.
#3.
დავიწყოთ. აბრაჰამ რეიხბახი იმდღევანდელ ინტერვიუში ბევრ რამეს იტყუება. ის ამბობდა, რომ ბიზნესები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, საერთო ჯამში 34 კომპანია და ისინი ეწევიან სხვადასხვა მრავალფეროვან საქმიანობას.
სინამდვილეში მას ნამდვილად აქვს 34 კომპანია რეგისტრირებული. მაგრამ ეს კომპანიები არა მთელ მსოფლიოში, არამედ ამერიკაშია კონცენტრირებული. კერძოდ, უკლებლივ ყველა ეს კომპანია რეგისტრირებულია ერთსა და იმავე მისამართზე (3803 Gulf Blvd, St Pete Beach 33706) ქალაქში St. Petersburg, Florida! ამ კომპანიების ჩამონათვალი წინა გვერდებზე დაიდო უკვე, ამიტომ აღარ დავწერ აქ.
საყურადღებო ამ კომპანიებში ის არის, რომ 30 კომპანიას (34-დან) არ უფიქსირდება ვებგვერდი ინტერნეტში ან რაიმე სახის მონაცემი იმის შესახებ, თუ რა საქმიანობას ეწევა ეს კომპანია. თუმცა, დასახელებებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ (Plaza... Property Management, Twin Ponds და სხვა), რომ ეს კომპანიები სავარაუდოდ უძრავი ქონების ფლობისა და მენეჯმენტის კომპანიებია.
დანარჩენი 4 კომპანიიდან 3 კომპანიის ვებსაიტზე მითითებულია, რომ ეს კომპანიები აწარმოებენ ვებსაიტების ჰოსტინგს, მენეჯმენტს, პროგრამირებასა და საფორთს.
ხოლო 1 კომპანიის შესახებ, რომლის სახელწოდებაა Thika Holdings LLC, მითითებულია, რომ ეწევა - ინერაქტიული დივაისების წარმოებას (ამაზე დეტალურად ქვემოთ), ვებ-აპლიკაციების წარმოებას; ასევე 3D თამაშების, ვიდეო, მულტიმედია და ანიმაციური პროდუქციის დამზადებას (ვებსაიტი
http://thika.co/#technology).
რაც ეხება ამ კომპანიის მიერ მოპოვებულ პატენტებს, შესაბამისი საიტიდან ირკვევა, რომ მას პატენტები აღებული აქვს უამრავ adult sexual play დივაისებსა და პროდუქციაზე (დეტალები აქ
https://patents.justia.com/assignee/thika-holding-llc).
კიდევ ერთ კომპანიას, Tropical MBC-ს, რომელსაც მომსახურებას უწევს თბილისში რეგისტრირებული შპს ZAG, ვებსაიტზე მითითებული აქვს რომ აწარმოებს ვებსაიტების ჰოსტინგს, მენეჯმენტს და საფორთს. საერთოდ არ არის აქ საუბარი პროგრამირებაზე. ვფიქრობ, რომ თავისუფლად შესაძლებელია Tropical MBC არის იურიდიული ქოლგა, რომლის ქვეშაც შპს ZAG პორნოსაიტებს ადმინისტრაციულ მომსახურებას უწევს. მათ შორის არა მხოლოდ პროგრამირებას ეწევა, არამედ ტვირთავს კონტენტს და ეწევა ადმინ საფორთს.
მოკლედ, როგორც ირკვევა აბრაჰამ რეიხბახი (და მისი ცოლი ლიტა რეიხბახი) ყურებამდე არიან ჩაფლულნი პორნოინდუსტრიაში. კერძოდ, მისი კომპანიები ფლობენ და მართავენ ვებსაიტებს, სადაც ატვირთულია პორნო ვიდეო კონტენტი. ასევე, მისი ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს და ყიდის adult sexual play დივაისებს და სხვა პროდუქციას. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დასადგენია თუ რა საქმიანობას ეწევა რეალურად დანარჩენი 30 კომპანია. და თუ ეს კომპანიები უძრავ ქონებას ფლობენ, იქნებ ეს უძრავი ქონება სწორედ პორნო კონტენტის საწარმოებლად/გადასაღებად გამოიყენება?
მარტივი ლოგიკა გვკარნახობს, რომ ვებსაიზე რაღაც კონტენტი რომ ატვირთო, ეს კონტენტი ან თავად უნდა შექმნა ან სხვისგან იყიდო. ამიტომ ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ რეიხბახი თავისი ბიზნესისთვის ან თავად აწარმოებს პორნო კონტენტს ან სხვისგან ყიდულობს მას. რადგან მის ერთ-ერთ საიტზე საქართველოში გადაღებული კონტენტიც აღმოჩნდა, ე.ი. რეიხბახი საქართველოშიც ამზადებს ვიდეოებს ან ყიდულობს მას აქ, ადგილზე.
აქედან რა არის კრიმინალური საქმიანობა და რა - არა, ეს გამოსაძიებელი საქმეა და ინტერნეტში კაკუნით ამას ვერ ვიზამ. ეს გამოძიებამ უნდა ქნას. შესაძლოა ვიდეოების დამზადება არც იყოს არალეგალური, თუმცა თუ ეს საქმიანობა ოფიციალურად არ ხდება და დამალულია, შესაძლოა გადასახადების გადაუხდელობასთან ანუ უკანონო სამეწარმეო საქმიანობასთან გვქონდეს საქმე.
და რადგან საქართველოში ხდება მოპოვება და საქართველოში რეიხბახს აქვს კომპანია, სავარაუდოა, რომ ამ კომპანიის ტიპები - გეჯაძე და კობერიძეც ჩართულნი არიან ამ კონტენტის წარმოების პროცესში. ან როგორც მინიმუმ ინფორმირებულნი არიან, რომ ეს კონტენტი იწარმოება ჩვენთანაც.
აქედან კონკრეტული ადამიანის მოკვდინებამდე მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაა - თუ ეს ინდუსტრია მაღალშემოსავლიანია და თან არალეგალური, მაღალია ალბათობა, რომ მას ვინმე "კრიშავს" გავლენიანი თანამდებობის პირებიდან საქართველოში. თუ ეს მართლა ასეა, ეს საქმიანობა აუცილებლად იქნებოდა ფარული, გასაიდუმლოებული და ეცოდინებოდა მხოლოდ რამდენიმე რჩეულს.
თუ ეს ვინმემ გაიგო (მაგალითად გარდაცვლილმა) და მას ჰქონდა ამის რეალური მტკიცებულებები ხელთ, ის ნამდვილად გახდებოდა საშიში ამ ინდუსტრიაში ჩაბმული პირებისთვის. ყველაზე მეტი დასაკარგი კი ექნებოდათ ამ საქმიანობის "კრიშებს". შესაბამისად, ყველაზე მეტად თამარის გაჩუმებით სწორედ "კრიშები" იქნებოდნენ დაინტერესებულნი.
შესაძლებელია თუ არა ეს კრიშა სწორედ ის 3 მაღალჩინოსანია? არ ვიცი. აი ეს არის დასადგენი.
This post has been edited by Precursor on 9 Aug 2020, 19:59