ლუკაშენკოს მხარდაჭერა დააფიქსირეს ცენტრალური აზიის ავტორიტარულმა მმართველებმა, კადიროვმა, დიბილოვმა, ბჟანიამ და, ცხადია, კრემლის ატამანმა თავისი მისალოცი ბარათით.
მის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს პირველ რიგში ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა. ზეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-კონფერენცია მოეწყობა ძირითადად ბელარუსის თემაზე, ესტონეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა საგანგებო შეხვედრის გასამართად.
ჩვენთვის წესით ლუკაშენკოს ავკარგიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმად საქართველოს მტრების და მოკეთეების განწყობა უნდა იყოს, ამ მხრივ კი ყოველივე მკაფიოა.
არიან ისინი, ვისზეც ეტყობა 26 წლიანი ჭაობის ეფექტი არ ახდენს რაიმე უარყოფით ემოციას. არ გამიკვირდება, თუ საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანებს მოსწონდეთ საშკა - სწორედ ახალგაზრდა ბრეჟნევის შთაბეჭდილებას ტოვებს ის თავის ქვეყანაში არსებულ უძრაობის სისტემასთან ერთად. მაგრამ სრულ ანომალიად ჩანს ახალგაზრდების მხრიდან მისი ქომაგობა. ასეთი ადამიანი კიმის თუ ბერდიმუჰამედოვის გულშემატკივარიც იქნება მხოლოდ იმიტომ, რო სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.
ახლახანს ჟურნალისტ გორდონთან ინტერვიუში ლუკაშენკომ მკაფიოდ განმარტა ჩვენი ყოფილი ავტონომიების აღიარებაზე უარის მიზეზი. ის კი არ უთქვამს, გაეროს წევრი-ქვეყნის გახლეჩვა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას ეწინააღმდეგებაო, უბრალოდ, თურმე ძუნწმა მედვედევმა არ მოისურვა იმ ფასის გადახდა, რაც მან მოითხოვა. მეტი არაფერი, ვაჭრობა გაიმართა, თუმცა დასრულდა მორიგების გარეშე!
რუსეთს აღიზიანებს ლუკაშენკოს ზედმეტად ჭარბი ექსცენტრიულობა, მაგრამ პოსტ-საბჭოთა სივრცეში პოლიტიკური ცვლილებების მიმართ მას ცხოველური შიში აქვს. ამის მაგალითად ადრე თბილისში, ერევანში თუ კიევში მომხდარი მოვლენების მიმართ მისი მწყრალი დამოკიდებულება გამოდგება. ალიევების, ნაზარბაევების, რაჰმონების თუ ლუკაშენკოების ქვეყნებში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემები კი პირდაპირ შეეფერება რუსეთისას. შემთხვევითი არაა, რომ პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილმა აიტაცა ლოზუნგი "დღეს მინსკი, ხვალ მოსკოვი".
იქ ხალხი აპროტესტებს არჩევნების შედეგების მორიგ უტიფარ გაყალბებას. ზოგადად ხელისუფლების პერიოდული ცვლა ისეთი აუცილებელია ნორმალური საზოგადოებისთვის, როგორც აკვარიუმში თევზისთვის წყლის გამოცვლა. თუმცა ხალხის შემთხვევაში ეს გემოვნების საკითხია - ზოგს ხომ გუბეში ცხოვრება მოსწონს...
თუ ევროკავშირი ლუკაშას & კამპანიას სანქციებს გადაარტყამს, ამას ზოგი კრემლის გამარჯვებად მონათლავს ამ მაღალინტელექტუალურ ფორუმზე.
პ.ს. ამ პიროვნებას უდევს იუთუბზე მოკლე ვიდეოები სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე ამბებზე
https://www.youtube.com/user/tolia078/videos