ეხლა დავინტერესდი ვინ ლექტორზე იყო საუბარი და საიდან წამოვიდა ეგ თემა ...
ვიღაც საფრანგეთში მცხოვრები სულაშვილს დაუწერია (ზუსტად ვიცი აქ მის პოლიტიკურ ინტერესებზე აჭორავდებით ზოგიერთები,მაგრამ მე ეგ მაგრად მკიდია,მთავარია რასაც თამარზე წერდა მართალია როგორც ჩანს )
“თამარ ბაჩალიაშვილი გაცვლით პროგრამაში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ რენის უნივერსიტეტიდან ჰქონდა სწავლის გაგრძელების შემოთავაზება.
საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი იყო და მის დატოვებაზე ზრუნავდა პროფესორი ბრუნო ნარდანი, რომელმაც სწავლისა და ცხოვრების დაფინასებაზე გარანტიები მისცა.
ბოლო პერიოდში ფიქრობდა საფრანგეთში დარჩენას და მაგისტრატურის გაგრძელებას.
ჩვენ ძალიან ბევრ ქართველ სტუდენტს ვეხმარებით ამ საკითხების მოგვარებაში და ვუფინასებთ მთლიან ხარჯებს, როდესაც ვრწმუნდებით, რომ პერსპექტიული კადრია.” – ამბობს ნუგზარ სულაშვილი.
მერე არ ვიცი რა მოხდა და დაუწერია ეს:
"ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც პროფესორ ბრუნო ნარდინზე და თამარ ბაჩალიაშვილზე მაქვს საუბარი უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ავტორს მადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის გაშუქებაში და ითხოვენ დავამტკიცო არსებობს თუ არა ასეთი პროფესორი.
დავით ტურაშვილის მსგავსი შაკლებისგან არაფერი გამიკვირდებოდა, მისთვის მხარი რომ არ აება ნოდარ ლადარიას და კიდევ სხვა პირებს.
საზოგადოება კარგად იცნობს პროფესორ ბატონ ნარდინს. ამ ადამიანმა უმრავი ქართველი სტუდენტი დააფინანსა საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად. ასეულობით ონკ.პაციენტის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან და სწორედ მისი წყალობით დღესაც ათასობით ემიგრანტი სარგებლობს უფასო ადვოკატის მომსახურებით რომლის პრეცედენტიც მთელ ევროპაში არ არსებობს.
ამიტომ იძულებული გავხდი ეს მორიგი პოსტი გამომექვეყნებინა.
ფოტოზე არიან: გოჩა ჯავახიშვილი (საქართველოს საელოჩო) საქართველოს ყოფილი დიასპორის მინისტრი. ქალაქის მერი ბატონი რუსო. დეპუტატი ქალბატონი შანიო და პროფესორი ბატონი ბრუნო ნარდინი.
ფოტო გადაღებულია 2015 წელს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე რომლის აღმასრულებელ დირექტორად დღემდე ვმუშაობ. რაც შეეხება პროფესორ ბრუნო ნარდინს ის გახლდათ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი.
ასევე ეჭვი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით 2009 წელს ამირჩიეს თუ არა ქალაქის ცენტრალური უბნის მრჩევლად მერიაში. ლინკში დასახელებულია ის ასოციაცია რომელმაც წარადგინა ჩემი კანდიდატურა და საუბარია იმაზე რომ 2009 წლის სექტემბრიდან ვიკავებ აღნიშნულ თანამდებობას. Conseils de qartiers) პირველი ოლქის მრჩეველი.
https://www.ledemocratedebergerac.fr/…/co...-de-quartie…/ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ რომ უამრავი საერთო მეგობრების არსებობის მიუხედავად, რომლებიც პირადად მიცნობენ მათ კომენტარებს ალაიქებენ

არდა ბევრ მათგანს ახსოვს ჩემს მიერ გაწვდილი ხელი უანგაროდ.
პოპულისტი ვარ? კი ბატონო, თქვენც გადაარჩინეთ ადამიანები სიკვდილს; თქვენც დაეხმარეთ უსასყიდლოდ გაჭირვებულებს და მერე ისე ისაუბრეთ ჩემს პოპულიზმზე."
