ე. ი. ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფო კი არა, ერთი კაცის ბოსელია,
გვყავს პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელსაც უწოდო უკიდურესად არაკომპეტენტური, კიდევ კომპლიმენტია,
ცხოვრება ყოველდღიურად გვიძვირდება, გვირთულდება და არაუსაფრთხო ხდება....
და ყველაფერს ამის მიმართ ფრიად ლოიალური ადამიანებისთვის მთავარი სამიზნე და კრიტიკის ობიექტი გვარამია და ზოგადად, ჟურნალისტებია... მათი ლექსიკა, მანერები, ჩაცმულობა...
მოკლედ, ყველა თემის ყველა გვერდზე ილიას "ბედნიერი ერი" უნდა იდოს.
ამ უკვდავი თხზულების ყველა სტრიქონს ზედმიწევნით ვამართლებთ უკვე ლამის საუკუნენახევარია