degaბელორუსია არის
უღატაკესი ქვეყანა. აქამდე მოაღწიეს მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთის დოტაციებზე იჯდნენ. საიდან მოგაქვთ რომ რამეში წარმატებულია ეგ ქვეყანა?
10 000 რუბლია ხელფასი ყველაზე დიდ წარმოებებზე (რუსულის ექვივალენტში).
სანამ რუსეთი იმაზე ხუჭავდა თვალს რომ ლუკაშენკო მათგან ნავთობს ყიდულობდა იაფად, გადაამუშავებდა და ძვირად ყიდდა, ასე თუ ისე ქონდათ ფული. შემდეგ რუსეთმა შეუწყვიტა ეს პროგრამა და 2016 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულად წავიდა უფსკრულისკენ. მაგის მერე ლუკაშენკოს და პუტინის ურთიერთობებიც გაცივდა.
პრობლემა იმაშია რომ
მსოფლიოში არავინ არ ყიდულობს ბელორუსიის ნაწარმს რუსეთის გარდა.
არ იყიდის რუსეთი МЗКТ-ს ნაწარმს? არ იყიდის რუსეთი БелАЗ-ის ნაწარმს? არ იყიდის ტრაქტორებს? მორჩა მანდ მაგ საწარმოების არსებობა.
26 წლის განმავლობაში ლუკაშენკოს არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის რომ ბაზრის რაიმე სახის დივერსიფიკაცია ყოფილიყო და სხვა ქვეყნებში გასულიყო რამე ექსპორტზე მასიურად.
იგივე უკრაინამაც კი მოახერხა ის რომ ჩინეთი და ინდოეთი ყავთ კარგად დაჭერილი და რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მაინც ასე თუ ისე მიცურავენ ინერციით და არ განადგურდა თუნდაც "Мотор Сич" და "Зоря-Машпроект".
ანუ თემა იმაშია რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების შემთხვევაში ბელორუსიის მთელი ინდუსტრიალიზაცია გაქრება უცებ და საქართველოს მსგავს ქვეყანად იქცევა.
ახლა ვისი ბრალია ეს?
მაგ ქვეყანაში კარგად მხოლოდ IT-შნიკები ცხოვრობენ. ჩემი კომპანიის სათავო ოფისია ბელორუსიაში და მაქვს ურთიერთობა ყოველდღიურად ბელორუს ხალხთან, რომ უთხრათ აქ ფორუზმე რასაც წერთ და როგორც აქებთ, გაგიჟდებიან ალბათ
დასკვნა:
ეს პროტესტი არ უნდა გახდეს "ანტი რუსული" არავითარ შემთხვევაში. თუ ლუკაშენკო წავა, ნებისმიერი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა შეეცადოს რომ რუსეთთან ურთიერთობის არევა არ მოხდეს რადიკალური სახით, თორე ძალიან ცუდად დაამთავრებენ.
ჯერ ჯერობით ეს პროტესტი არის კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ და არც ისმის ანტი-რუსული ლოზუნგები, ხოდა ეგრე თუ დარჩება უკეთესი იქნება.
სანამ ზემოთ ჩამოწერილი პრობლემები არ მოგვარდება (რაც მალე ვერ მოხდება) არ შეიძლება "ნატო ნატო"-ს ძახილი და ევროკავშირისკენ სწრაფვა და ა.შ მაგ ქვეყნისთვის
ეგ იგივეა რუსეთს თავისი პროვინცია რომ გამოეყოს ხვალ და ნატოში მინდაო, დედა მოედღნებათ ეგრევე.