https://www.youtube.com/watch?v=_WDIpiz4iEshttps://www.youtube.com/watch?v=-91HUAmQuHoმეც მომენატრა ედიკას დრო
როცა დილას გავდიოდი სახლიდან პურის საყიდლად
(თონის პური როცა მჭირდებოდა )
და ვბრუნდები საღამოს იმიტომ რომ იყო დიდი რიგი
პური გამოდიოდა ყოველ 1 საათში
და მაგ დროს ხალხი ურიგოთ შედიოდა
და მაგ დროს იწყებოდა ჩხუბები,გინება ,ლანძღვა
მაგრამ ყველა ჩუმდებოდა როცა მოდიოდნენ მხედრიონელები ავტომატებით
და ურიგოთ იღებდნენ მაგ პურს - არავინ ხმას აღარ იღებდა )))
ადრე პურის მაღაზიებში დახლებზე სადაც პური იდო
თაგვები გულაობდნენ - მაღაზიები როცა დაკეტილი იყო
გარედან შუშიდან ვხედავდით - ანუ ანტისანიტარია იყო ,,,,,,,,,
შუქი არ იყო მთელი დღე და როცა მოდიოდა
შენ იცოდი რომ შუქი მოვიდა
იმიტომ რომ მთელ ქუჩაზე გახარებული ხალხის ხმა ისმოდა
შუქი მოვიდა შუქი მოვიდა - (ლეგენდარული მე - 9 ბლოკი )
და სანამ შედიოდი სახლში ტელევიზორის ჩასართავად შუქი ქრებოდა )))
როცა გაიგებდი რომ შენი მეზობელი პენსიონერი ქალი
მოკლეს მხოლოდ იმიტომ რომ მაგან აიღო 14 ლარი პენსია
და როცა ბაზრიდან პროდუქტებით ბრუნდებოდა სახლში
მიწისქვეშა გადასასვლელში თავში რაღაცა ისე ჩაარტყეს
რომ ეგ ქალბატონი მოკვდა ადგილზე
პროდუქტების გამო,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
როცა დაგჭირდებოდა სასწრაფო შენ თვითონ მიდიოდი
შენი მანქანით ან მეზობლის მანქანით ექიმის მოსაყვანად
იმიტომ რომ ბენზინი არ ჰქონდათ ხოლმე სასწრაფოში
ან თუ მოდიოდნენ მაშინ საათები იყო საჭირო
იმიტომ რომ დანგრეული РАФ-ების ტიპის მანქანებით დადიოდნენ
როცა გაიგებ რომ ბაღში - სკვერში ახალგაზრდა ბიჭის ყელი გაჭრეს
იმიტომ რომ თურმე მაგას რაღაც მოოქროვილი ცეპი ქონდა
ძალით წაართვეს რა ,,,,,,,,
ყველაზე მაგარი იყო მოდაში როცა სხვა უბანში შეხვალ
გეუბნებოდნენ - სიგარეტი ხომ არ გაქვს,
რომელი უბნელი ხარ, იმას იცნობ ამას იცნობ
და მაგ დროს იწყებოდა ლაპარაკი ამ და ამ უბნელი ვარ
ამასაც ვიცნობ იმასაც ვიცნობ )))
მოკლედ შევარდანაძის დროს იყო რომანტიკა )))
მეც მენატრება ხოლმე ეგ დრო )))
This post has been edited by snake2009 on 8 Jun 2021, 06:55
მიმაგრებული სურათი