ჯერ მერკელი ელაპარაკა, ახლა მაკრონი, მგონი ატორმუზებენ და ვერც ატორმუზებენ პუტლერას
მაკრონმა და პუტინმა იმსჯელეს ბელარუსზე. კრემლი კვლავ საუბრობს „გარედან ჩარევის“ დაუშვებლობაზე
18 წუთის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/30790226.htmlსაფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ემანულემ მაკრონმა და ვლადიმირ პუტინმა 18 აგვისტოს სატელეფონო საუაბარი გამართეს ბელარუსში განვითარებული მოვლენების გარშემო.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა მსჯელობის დროს დაუშვებელი უწოდა გარედან ბელარუსის საქმეებში გარედან ჩარევას.
„ბელარუსში ვითარების გამწვავებაზე საუბრის დროს, ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა რესპუბლიკის შიდა საქმეებში გარედან ჩარევისა და ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლის დაუშვებლობას. ორივე მხარემ გამოხატა დაინტერესება, უსწრაფესად გადაიჭრას პრობლემა“, - იუწყება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური კრემლზე დაყრდნობით.
დღესვე, უფრო ადრე, ბელარუსში შექმნილი ვითარების გარშემო, სატელეფონო საუბარი გაიმართა გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის.
საუბრის დროს ანგელა მერკელმა რუს კოლეგას უთხრა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ „თავი უნდა შეიკავოს ძალადობაზე“ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღდეგ.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლად უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და „კრიზისის გადასაჭრელად უნდა ჩაებას ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ეროვნულ დიალოგში“.
თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერთან საუბარში გაიმეორა, რომ მოსკოვი დაუშვებლად მიიჩნევს „ბელარუსის მოვლენებში საგარეო ჩარევას“, რაც რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, ვითარების შემდგომ ესკალაციას იწვევს.