ეს ნაბიჭვრები, ეს მავნებლები
ვლადიმერ პუტინი - ალექსანდრე ლუკაშენკოს თხოვნით რუსეთმა სამართალდამცავების რეზერვი ჩამოაყალიბა
27.08.2020 / 17:32
https://www.interpressnews.ge/ka/article/61...vi-chamoaqalibaალექსანდრე ლუკაშენკოს თხოვნით რუსეთმა სამართალდამცავების რეზერვი ჩამოაყალიბა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Россия-24-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ალექსანდრე გრიგორიჩმა მთხოვა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან ჩამომეყალიბებინა გარკვეული რეზერვი და მე ეს გავაკეთე. თუმცა, ჩვენ შევთანხმდით ასევე, რომ ის არ იქნება გამოყენებული, ვიდრე სიტუაცია უკონტროლო არ გახდება და ვიდრე პოლიტიკურ ლოზუნგებს ამოფარებული ექსტრემისტული ელემენტები არ გადავლენ გარკვეულ ზღვარს და არ შეუდგებიან ნგრევას, არ დაიწყებენ მანქანების, შენობების, ბანკების დაწვას, არ ეცდებიან ადმინისტრაციული შენობების დაკავებას და ა.შ. ალექსანდრ გრიგორიჩთან საუბრისას ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი საჭიროება დღეს არ არის და ვიმედოვნებ, არც იქნება. ამიტომ, ამ რეზერვს ჩვენ არ ვიყენებთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ალექსანდრე ლუკაშენკო - ქუჩას გავუმკლავდებით - ღმერთმა ნუ ქნას, ყუმბარების სროლა დაიწყონ, ამას არ დავუშვებთ, პირდაპირ გეუბნებით!
27.08.2020 / 16:23
https://www.interpressnews.ge/ka/article/61...dapir-geubnebitქუჩას გავუმკლავდებით, როგორც არ უნდა სურდეთ ამ ვითარების დესტაბილიზაცია, - სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარია ეკონომიკა. თუ ნორმალურად იმუშავებს საწარმოები, კატაკლიზმები ვერ შეგვაშინებს. ქუჩას გავუმკლავდებით, როგორც არ უნდა სურდეთ ამ ვითარების დესტაბილიზება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ყველამ ნახა, რომ მოქმედ პრეზიდენტს საყრდენი აქვს. ლუკაშენკოს თქმით, მას მხარდაჭერა სამ მილიონამდე ადამიანმა გამოუცხადა.
„უნდა ვიცხოვროთ მშვიდად, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. რაც შემეხება მე, ძალოვან სტრუქტურებს და სხვებს, ასევე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამიტომ, უნდა გადავშალოთ ბიბლია, ვგულისხმობ, კანონს და წავიკითხოთ: ამისთვის – ასეთი სანქციები, ამისთვის – ისეთი სანქციები. ჩვენ სისხლისმსმელები არ ვართ, არ ვაპირებთ არავის დახრჩობას, ქუჩაში დევნას, თუ ამას არ გვაიძულებენ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ვალდებულება ხალხის დაცვაა.
„ხალხი დაიღალა. ხალხმა გააცნობიერა, როგორია იცხოვრო მშვიდ ქალაქ მინსკში და როგორია, როდესაც ქუჩები იბომბება, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და სხვა საგნებს აივნებზე ისვრიან. ღმერთმა ნუ ქნას, ყუმბარების სროლა დაიწყონ. ჩვენი ქვეყნის გარშემო ჩამოყალიბდნენ დაჯგუფებები, რომლებიც მზად არიან, აქ ჩამოვიდნენ და ეს ცეცხლი დაანთონ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, პირდაპირ გეუბნებით,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.