ლუკაშენკო ჟურნალისტებს დაერია, პროცესების მიყუჩება უნდა.... ხვალ ანონსდება მინსკში და ბელარუსის სხვა ქალაქებში დიდი აქციები....
ბელარუსის საგარეო უწყებამ სხვა რეპორტიორებთან ერთად აკრედიტაცია ჩამოართვა რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს
1 საათის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/30810327.htmlრადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ოთხ ჟურნალისტს და ჩვენი რადიოს რუსულენოვანი ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ერთ რეპორტიორს, მედიის სხვა, ათეულობით წარმომადგენელთან ერთად, ჩამოერთვათ აკრედიტაცია, რის შედეგადაც მათ ფაქტობრივად აეკრძალათ ქვეყანაში მუშაობა.
აკრედიტაცია ჩამოერთვათ ასევე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ სხვა მედიასაშუალებებისთვის როგორებიცაა: Reuters-ი, Associated Press-ი, Agence France-Presse-ი, ბი-ბი-სი, „საფრანგეთის საერთაშორისო რადიო“ და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხი - ARD-ი.
მთავრობას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დეიზი სინდელარმა განაცხადა, რომ „ჩვენი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა „ექსტრემიზმის“ საფუძველზე წარმოადგენს ავტორიტარული მთავრობის სასოწარკვეთილ და საშიშ ნაბიჯს, ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და დაუნდობლად გააკონტროლოს ბელარუსის შიგნით სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა“. „ეს არის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა და თავდასხმა ბელარუს ხალხზე, რომელიც გვენდობა“, წერს სინდელარი თავის განცხადებაში.
Reuters-ის ჟურნალისტმა, ტატიანა მელნიჩუკმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეფონით დაუკავშირდა და აკრედიტაცია ჩამორთმევის შესახებ შეატყობინა. მელნიჩუკის თანახმად, ასევე აცნობეს ბი-ბი-სის კორესპონდენტს და უთხრეს, შინ უნდა დაბრუნდეთო. მელნიჩუკის, თქმით, მიზეზი არ დაუსახელებიათ.
აშშ-ის საელჩომ ბელარუსში, 29 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოხატა „ჟურნალისტების სისტემატური დევნის“ გამო და მოუწოდა მინსკს, „თავშეკავებულობა გამოავლინოს“.
50-მდე, მათ შორის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ექვსი ჟურნალისტი დააკავეს ბელარუსში საპროტესტო აქციის გაშუქებისას 27 აგვისტოს.
260-ზე მეტი პირი დააკავეს მინსკის ცენტრში საპროტესტო აქციაზე, იტყობინება უფლებების დამცველი ცენტრი „ვიასნა“. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ 50 ჟურნალისტი იქნა დაკავებული. საბუთების შემოწმების შემდეგ მათი უმეტესობა გაუშვეს. ოთხ ჟურნალისტს, რომლებმაც არ გადასცეს პოლიციას თავიანთი მობილური ტელეფონები, ბრალად წაუყენეს უნებართვო საპროტესტო აქციაში მონაწილეობა, იტყობინება ასოციაცია.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ - რადიო თავისუფლების, ამერიკის ხმასთან ერთად - რუსულენოვანი ტელეპროექტის სულ ექვსი ჟურნალისტი იყო დაკავებული 27 აგვისტოს მინსკში, ორ სხვადასხვა ადგილზე. ყველა მათგანი გაუშვეს.
„საგანგაშოა ის, რომ ხელისუფლება ემუქრება ჟურნალისტებს ნებისმიერი ბრალის წაყენებით, თუ არ გადასცემენ მათ ფოტოებსა და სხვა ინფორმაციას“, აცხადებს სინდელარი. „ეს აშკარა შურისძიება და ნორმებისა და კანონის გაუგონარი დარღვევაა“, წერს თავის 28 აგვისტოს განცხადებაში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
This post has been edited by მაწო:-) on 29 Aug 2020, 17:32