ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩრდ. კორეაზე უარესი სისტემიდან მოვდივართ,
ასეთი სისტემები პირველ რიგში აზროვნებას ამახინჯებს და ეს დაღი თაობებს მიყვება და ყველა მხარეს მეტ ნაკლებად თანაბრად ეხება.
ისე კარგად ეს არსად ჩანს როგორც ქართულ საზოგადოებაში:
ულტრალიბერალებიდან ულტრაკონსერვატორებამდე ყველას აქვს ერთო საერთი - განსხვავებული აზრის სიძულვილი,
და ეთიკური კლიშეებით ოპერირება იქ სადაც ღია საზოგადოებრივი დისკუსიაა საჭირო.
ეს იყოს რომ არ დაგვავიწყდეს:
მოვა ახლა ერთი ჩვენი გურული ძმა და იტყვის, რას გვაბოლებთ ის ქვეყანაა აღარაა 30 წელია, იევროპაში ხართო

მაგრამ არაა ასე, აზროვნებით იმ ტოტალიტარიზმში ვართ ისევ, როდესაც განსხვავებული აზრი ან პოზიცია - მტერია.
გინახავთ ადამიანი 20 წელი რომ მძიმე რეჟიმის კოლონიაში იყო?
მე მინახავს ბევრი, თავისუფლებიდან 20 წლის მერეც კი ისინი იმ რეჟიმს ტან დაატარებენ, ყველაფერზე იცნობ: საუბარი, სიარული... გამოხედვა... ფიქრზე აღარ მაქვს საუბარი.
ერს და საზოგადოებასაც ემართება ასე.
anthropodარ შევალ მაგალიტების დეტალებში, კამათი რომ არ გამოვიდეს ისევ, ამიტომ
ჩემი აზრით ეგ ყველაფერი პოსტფაქტუმ გამართლებაა წინასწარ მიღებული გადაწყვეტილების, ვიღაცა მიშას (ბიძნას) მანამდე ვერ იტანდა უკვე,
სანამ ერთი ელიაზე გაიჩითებოდა კაიფში ან უკრაინაში წლების მერე, ან სანამ მეორე ტოტალურად გადაგვაგდებდა საარჩევნო დაპირებებში და ერთი კაცის შპს-ს დაამყარებდა ქვეყანაში.
ეს არ შეიძლებოდა წინასწაე გვცოდნოდა, აბა რა არის ამ განწყობის მიზიეზი?
ბევრ მაქვს ნაფიქრი ამის მიზეზე, მაგრამ დიდად არ მყოფნის ცოდნა და გამოცდილება, სულ სხვა დისციპლინების სპეციალისტი ვიყავი აქამდე

მაგრამ რაღაც აზრი მაინც მაქვს:
აზროვნების, მემკვიდრეობით მიღებული მახინჯი ფორმა დავწერე უკვე ზემოთ და მაგასთან ერთად ერთი რაღაც მგონია კიდევ:
ეს არის ადამიანის დამოკიდებულება სამყაროს (გარემოს) მიმართ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი იგი, რა არის სწორი და რა არა? რა არის სამართლიანი და რა არა? რა მეკუთვნის და რა არა? საერთოდ მეკუთვნის კი რამე თუ ყველაფერი უნდა მოვიპოვო ჩემი ძალისხმევით და ა.შ.?
პოლიტიკის ენაზე ამას მემარჯვენე-მემარცხენეობა ქვია, მაგრამ ცხადია ეს ძალიან ღრმა საკითხია.
ხოდა პოსტტოტალიტარულ სისტემაში, სადაც ყველაფერს სახელმწიფო წყვეტდა და მის ინტერესებს უქვემდებარებოდა, ცხადია მემარცხენე განწყობა უმრავლესობაშია.
როცა საზოგადოებაში არ არის ამის გააზრება, ეს ყველაფერი ემოციაში გამოისახება: ერთს სძულს მეორე, უბრალოდ გააზრებული არ აქვს ეს ხალხს.
ახლა მარშუტკის მძღლი გოგია ამას თვითონ ვერ მიხვდება, ვისაც შეუძლია გააზრება ჯერ თვითონ არ უნდა დაიზაროს და მერე სხვების აზრზე მოყვანა.
ამირანის მისაიც ამაშია

ჭეშმარიტება კი არასდროს არ არის ერთ მხარეს, იგი არც ძალიან მარცხნოვაა და არ მარჯვნივ - შუაშია, როგორც დიდი მოაზროვნეები ამბობდნენ.
ეს არის კიდევ რატომ ვემხრობი ლელოს
ასე მგონია მე და ამის თქმა მინდიოდა სულ, როგორც ყოველთვის მოკლედ არ გამომივიდა
This post has been edited by Data_TuTashxia on 21 Aug 2020, 11:44
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.