არ არის ოლენადრა საშიში მცენარე. არის ულამაზესი და ძალიან გამძლე.
საუცხოოდ ალამაზებს ბაღებს, სკვერებს, გაზონებს
ნუ გამოუცახდებთ ომს!ნუ დაიწყებთ მის მოჭრას და განადგურებას იმის გამო რომ კალაძემ ჩაარგვევია მისი ნერგები რუსთაველზე.
ნუ გამოაცხადებთ მას (ოლენდრას) ღრუსეთუმედ და საქართველოს მტრად!

მტერი არის ის, ვინც მსგავს სისულეეებს თხზავს და ავრცელებს! (ბრბოს აღსატკინებლად)
ისწავლეთ კარგის და გლახას, თეთრის და შავის გარჩევა!!!!
ხელები შორს ოლენდრასგან!!! ის ხომ ასეთი მრავალფეროვანი და ლამაზია!

ოლეანდრა მიეკუთვნება ქენდირისებრთა ოჯახს და გაერთიანებულია 7-8 სახეობა. სახელი ოლეანდრი ლათინურად ნიშნავს ნესტიანს, მისი სახელიდან გამომდინარე უყვარს წყლიანი ადგილი, კარგად გრძნობს თავს თუ მისImage result for oleander
სიახლოვეს წყალი გადის. ოლეანდრა შხამიანი მცენარეა, მისგან ამზადებენ გულსისხლძარღვთა წამლებს. მისი როგორც ფოთოლი, ასევე ფესვებიც შხამიანია, მაგრამ, ეს საერთოდ არ უქმნის ადამიანს საშიშროებას. მთავარია, რომ ფოთოლი არ დაანაწევროთ და პირის ღრუში არ მოხვდეს, სხვა მხრივ კი ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მცენარესთან მუშაობისას გამოიყენეთ ხელთათმანები, მუშაობის დამთავრების თანავე კი ხელები დაიბანეთ საპნით. ოლეანდრა ყვავის ძალიან ლამაზად და დიდხანს. მისი ყვავილები დიდი ზომის არის და სურნელოვანი, მისი სურნელი იწვევს თავის ტკივილს. ყვავილები მრავალი ფერის არსებობს: წითელი, თეთრი, ყვითელი, მუქი წითელი და ჭრელიც კი.
ოლეანდრას მოვლა სახლის პირობებში:
ოლეანდრას სამშობლო ტროპიკებია, აქედან გამომდინარე მას უყვარს მზიანი ადგილი, თუმცა ასევე ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს. ოლეანდრა ჩვენთან, საქართველოში კარგად ეგუება კლიმატურ პირობებს, ამიტომ, არ არის აუცილებელი, რომ ის ბინაში იყოლიოთ. თუ მაინც გსურთ მისი ყოლა ოთახში არ არის რთული, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ. მცენარე უნდა მოათავსოთ კარგად განათებულ ადგილას, ჩრდილოეთ მხარეს თუ დევს აუცილებელია დამატებითი ხელოვნური განათების მოწყობა. სინათლის უკმარისობის გამო ფოთლები სცვივა.
ზაფხულში კარგია თუ აივანზე ან ტერასაზე გაიყვანთ, მზიან ადგილას. ოღონდ მცენარე პირდაპირ მზეზე არ დადგათ, გაზაფხულიდან ნელ-ნელა შეაჩვიეთ მზის სხივებს. თუ გარეთ გატანის საშუალება არ გაქვთ ხშირად გაუნიავეთ ოთახი.
This post has been edited by jangula on 23 Aug 2020, 17:22