
((((((((((((((((((((((((((((
ექიმის ინფორმაციით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, ხოლო ერთს კვლევები უტარდება.
მისი თქმით, კვლევების შემდეგ გაირკვევა, ჩაუტარდებათ თუ არა დაშავებულებს ოპერაცია.
„სამი ქალია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრავმის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰემოდინამიკა. ახალგაზრდა ასაკის არიან, სამივე მძიმეა, ორი რეანიმაციაშია, ერთთან მიმდინარეობს კვლევები," - განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/61...iduresad-mzimea"ერთი ქალბატონი იყო კონტაქტური და მხოლოდ იმას ამბობდა მტკივა, ნელაო" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან და ინტერვიუ თვითმხილველთან, რომელიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასც მსხვერპლი მოჰყვა. Ambebi.ge-ს თვითმხილველი ესაუბრა, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
"შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და მგზავრებიდან 17 ქალია, 3 მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრა თუ რა მოხდა.
მერსედესის "სპრინტერის" მიკროავტობუსი სისწრაფით მიდენილა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დასჯახებია და ისიც გადაუგდია ხევსი. ამ 20-დან 4 ცოცხალი ამოვიყვანეთ და ერთი მალევე გარდაიცვალა.
მთლიანობასი 20 მგზავრიდან სამია გადარჩენილი. ერთი ქალბატონი იყო კონტაქტური და მხოლოდ იმას ამბობდა მტკივა, ნელაო.
მგზავრებს შორის მცირეწლოვნები არ ყოფილან. ყველანი 30 წალმდე ასაკისანი არიან.ბისოსთან ეს მოსახვევი სახიფათოა და იქ სრაფად სიარული დაუშვებელია. ახლა მაშველები მუშაობენ ადგილზე, მუშების მანქანა ხეებშია გაჩხერილი და ის ამოყავთ თოკებით", - უყვება Ambebi.ge-ს თვითმხილველი.
https://palitranews.ge/video/erti-kalbatoni...i-monatsileobda30 წლამდე ხალხია ;((
This post has been edited by Choncxis mzera on 24 Aug 2020, 02:30