Miss_Marple
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18402
წევრი No.: 205269
რეგისტრ.: 19-July 15
|
#56747700 · 26 Aug 2020, 23:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზეგს აღარ ახსენებენ? მახსოვს მაგ სამსახურს აბრალებდა თავიდან მამა თამუნას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას
"საერთო გაზეთი 5 სთ · გოგონა, რომელსაც სიკვდილის შემდეგ მეორედ კლავენ ნაპროკურორალი და აწ `გამომძიებელი~-ჟურნალისტი ნიკუტა გვარამია და მისი `კამანდა~ ჩვეულ `ამპლუაშია~, შეასრულოს კოლექტიური ნაცების პოლიტიკური დაკვეთა, ანუ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება, მოქმედი ხელისუფლების მიერ შესრულებულ მკვლელობად შეასაღოს საზოგადოებას. ნაპროკურორალის მთლად ბოლო `ვერსია~ ასეთია, ფონიჭალის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული სამი ავტომანქანა, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილს მისი გაუჩინარების დღეს უკან მიყვებოდნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ოპერატიული ავტომანქანებია. გარდაცვლილის დედამ მთავარი პროკურორს მოსთხოვა დაედგინათ, ვის ეკუთვნოდა ეს ავტომანქანები, პასუხად მიიღო, რომ ამას დრო ჭირდებოდა. პროკურორმა მოატყუა ქალბატონი თამაზაშვილი, რადგან ბაზაში უმარტივესია ნებისმიერი ავტომანქანის მფლობელის დადგენაო. გვარამიას საკუთარი წყაროების საშუალებით დაუდგენია მათი მფლობელი, სახელმწიფო ნომრების ფოტოებსაც აქვეყნებს, ოღონდ უთვალთვალებდნენ თუ არა სამივე `ეკიპაჟი~ ბაჩალიაშვილს გამოძიების დასადგენიაო, `თავმდაბლობს~ ნაპროკურორალი, მაგრამ თურმე ამაში ეჭვი არ `ეპარებათ~, პროკურატურამ ხვალ რაც არ უნდა თქვას, სუს-ის ავტომანქანებიაო. ფეისბუქმომხმარებლების მიერ დაცინვით `შერლოკ ხოლმს 2~-ად შერაცხული გვარამიას აზრით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვებულა საიმისოდ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება არც თვითმკვლელობაა და არც მხოლოდ მკვლელობა, ეს სახელმწიფოს ჩართულობით მომხდარი მკვლელობააო. `ხოლმსი 2~ თავს იწონებს, რომ `მისმა~ დავით ქაშიაშვილმა თქვა პირველმა, რომ ამ `საქმეში~ სამი მაღალჩინოსანია ჩარეული, მაგრამ არ სცოდნიათ რამდენნი არიან `ჩარეული. სამაგიეროდ, იციან (ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია ჰქონია `გვარამია და კომპანიას~), რომ ბაჩალიაშვილი გამოყენებული ყოფილა ანგარიშებიდან ფულის მოხსნის მიზნით, საქმე რამდენიმე მილიონს ეხება და შემდეგ იგი უბრალოდ მოიშორეს. მათ ეჭვებიც ჰქონიათ რომელი კომპანიის ანგარიშებიდან მოიხსნა ეს ფული, მაგრამ `ყოვლისმცოდნე~ გვარამია ამ `ეტაპზე~ არ ამხელს მის ვინაობას, თუმცა მოუწოდებს, ალბათ ხვდება მას რომ ვგულისხმობ და ვურჩევ ღიად ისაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავასწრებთ და ვისაუბრებთ ამის შესახებო. `გვარამია და კომპანიას~ იმის შესახებაც ჰქონია ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი აიძულეს, მოეხსნა დიდი თანხები და გადაერიცხა მათ ანგარიშებზე. მალე გვეცოდინება ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ის აიძულა ასე მოქცეულიყო და ასე დასრულებულიყო მისი ცხოვრება, ანუ ვინ მოკლა ბაჩალიაშვილიო. გვარამიას ამ საგამოძიებო `შედევრს~, რა თქმა უნდა შესაბამისი რეაქცია მოყვა სოციალურ ქსელში, რომ ეს კოლექტიური ნაცებისა და მათი რუპორის მორიგი მცდელობაა, პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიყვანონ ეს დიდი ადამიანური ტრაგედია, რისთვისაც გარდაცვლილი გოგონას ოჯახსაც იყენებენ. ნუთუ ამ ოჯახს ვინმე საღად მოაზროვნე ადამიანი არ ყავს საახლობლოში რომ ურჩიოს, ჩამოშორდნენ ამ ბინძურ `კონტიგენტს~ და მათი სატელიტი ადვოკატად წოდებული რამიშვილიც ზედ მიაყოლონ. ერთია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა ამ `კამანდის~ შემოგდებული `ვერსიების~, ხელისუფლების დისკრედიტაციის უსუსური მცდელობის, საქმე იმაშია, რომ ამ ყველაფრით აიძულებენ იმ ადამიანებს, ვინც მეტნაკლებად საქმის კურსშია რეალობის შესახებ, დუმილი დაარღვიონ, მანამდე ისინი შეგნებულად დუმდნენ, რადგან საქმე უდიდეს ტრაგედიას ეხება. საზოგადოება პირველად მაშინ დარჩა გაკვირვებული, როცა ბაჩანა ლობჟანიძეს თავს დაესხნენ მარტო კომპანია `ზეგი~ კი არა, რომელსაც თურმე რეპუტაციას ულახავდა ეს ახალგაზრდა, არამედ სხვანიც. იგი უცებ მიუღებელი გახდა `გამომძიებელი~ ჟურნალისტებისთვის, ადვოკატ რამიშვილისა და თავად ბაჩალიაშვილის ოჯახისთვისაც. ეს იქამდე იყო, სანამ ლობჟანიძეს ქართული ჟურნალისტიკის ორი `გრანდი~, ელისო კილაძე და ნიკუტა გვარამია `ჩაიხუტებდნენ~. რატომ იყო ამ `კონტინგენტისთვის~ მიუღებელი ლობჟანიძის პოზიცია, გამოვიძიოთ ეს საქმე, რაც ამერიკული ეფბიაი-ს გარეშეც შეიძლება, მომეცით მოკვლევის საშუალებაო, ძალზე საინტერესო იყო, თანდათანობით ირკვევა მიზეზები. ზემოხსენებულების ინტერესია, ვინმეს დაბრალდეს ახალგაზრდა პროგრამისტის სიკვდილი, მაგრამ ეს თურმე არ უნდა იყოს კომპანია `ზეგი~. არ აწყობთ მასზე `დაბრალება~ არაფერ შუაშია ეს კომპანიაო, ამტკიცებს ბაჩალიაშვილის იჯახიც. რა ვიცი, ამ კომპანიის შეფის აბრაამ რეირბახის ინტერვიუს გაცნობის შემდეგ, ჩვენ ამ პატივცემულთაგან განსხვავებული შთაბეჭდილება დაგვრჩა. ეს კომპანია პორნოსაიტებსაც ამზადებდა, თამუნას ამ სამსახურიდან წამოსვლა უნდოდა, მე არ ვიცი წამოსვლის ზუსტი მიზეზი, მაგრამ ერთი მიზეზი ალბათ, ესეც იყოო, განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ, მაგრამ `გვარამია და კომპანიამ~, ოჯახის ჩათვლით, ეს არაფრის მიზეზად არ ჩათვალა. საზოგადოება იმ სამი მოქმედი მაღალჩინოსნის ვინაობის გამხელასაც ელოდება ამ `კამანდისგან~, ვარაუდის დონეზე მაინც, რომლებსაც თამარის დედა მისი შვილის მკვლელებად მოიხსენიებს. სიმართლის დადგენა არ უნდა არც გვარამიას, არც კოლექტიურ ნაცებს და მგონი, არც ბაჩალიაშვილების ოჯახს, რომელიც როგორც იკვეთება პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, წერენ ფეისბუქმომხმარებლები, 1 ნოემბრის მერე, `საამური~ ცხოვრება გვექნებაო, ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, ამისთვის უნდა ეცალოს კაცს, რომელსაც 23 წლის შვილი მოუკვდაო. `საერთო გაზეთს~ რამდენიმე საკმაოდ ინფორმირებულმა წყარომ (მათ შორის, ბაჩალიაშვილების სამეზობლოდან) საინტერესო ინფორმაციები მიაწოდა. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვამტკიცებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია სრული ჭეშმარიტებაა, თუმცა გადავწყვიტეთ მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა. ანონიმ რესპოდენტთა განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს რამდენიმე წლის წინ ეკონომიურად ძალიან უჭირდათ, რადგან ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ხშირად სვამდა, ოჯახში სულ ჩხუბი და ცემა-ტყეპა ჰქონდათ. ამის შესახებ, ჩვენ უკვე ვწერდით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით. მას შემდეგ, რაც თამარმა მუშაობა დაიწყო, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჩნდება კითხვა, საიდან ჰქონდა ამ გოგონას ამდენი ფული? მას დიდი შემოსავლები რომ არ ჰქონოდა, ამბობენ მათი მეზობლები, საიდან `მერსედესის~ მარკის ემელის ახალი ჯიპი, რომელიც 15.000 დოლარზე ნაკლები არ ღირს, რომლითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დადის. ის ავტომანქანა, რომლითაც თვითონ თამარი მოძრაობდა, მინიმუმ 10.000 დოლარი მაინც ეღირება. საიდან ჰქონდა 23 წლის გოგოს თუნდაც 10.000 დოლარი? ოჯახის ყველა წევრს გალაქს 10 მარკის მობილური ტელეფონები რომ უკავიათ ყველას, არც ესაა იაფი `სიამოვნება~. ან შედით მათ სახლში და ნახეთ, როგორ მდიდრულად ცხოვრობენ, თამუნას 4500-ლარიანი პროგრამისტის ხელფასი ეყოფოდა ამ ყველაფერს? იმ ფულმა, რომელიც თამარს შემოჰქონდა დაასტაბილურა მათი მდგომარეობა და ურთიერთობა, ამის მერე აღარ ჩხუბობდნენ, მერე გახდნენ საყვარელი ცოლი და შვილი, თორემ მანამდე ცემით ხოცავდა ცოლშვილს ეს `მოყვარული~ ოჯახის უფროსი. თურმე არაფერი რომ არ სცოდნიათ ამ ცოლქმარს, მათ შორის, სად მუშაობდა მათი შვილი, რატომ არ კითხეს ან დედამ, ან მამამ ასეთ პატარა გოგოს, შვილო 75.000 თანხა ანაბარზე რომ გიდევს, ავტომანქანებს ყიდულობ, ძვირადღირებულ ტელეფონებს ყიდულობ, საიდან გაქვს ამდენი ფულიო. ყველაფერი კარგად იცოდნენ ორივემ. ვინ დაიჯერებს, მთლად გულიბრყვილოს გარდა, რომ თითქოს არ იცოდა თამარმა კომპანია `ზეგი~ პორნოსაიტებს რომ ამზადებდა და ბოლოსღა გაიგო? ბაჩანა ლობჟანიძე ამბობდა თამარი ჩემი შეყვარებული იყოო, მერე გვარამია-კილაძემ, ამ ორმა ბინძურმა არსებამ ისიც ათქმევინეს ამ ბიჭს, რომ თამარს თითქოს პარალელურად შეყვარებული გოგონა ყავდა, ამათი ჭკუით რა გამოდის, ლესბოსელიც იყო? რესპოდენტთა აზრით, თავი მოიკლა ამ გოგონამ. ძალზე სანდო ადამიანები ამბობენ, რომ იგი აშანტაჟებდა ხალხს, `გაგიბაზრებთ~, გამოგიქვეყნებთ ამ პორნომასალებს თუ ფულს არ გადაიხდითო. შანტაჟის ადრესატები, როგორც ჩანს თანამდებობის პირებიც იყვნენ, ცოლშვილიანი ხალხი, რომლებსაც ცხადია, არ აწყობდა მათი პირადი ცხოვრების გახმაურება. ეს სადაც მუშაობდა იმ კომპანიიდან ყიდულობდნენ ისინი პორნომასალებს, გაარკვია მათი ვინაობა, არც ინტერნეტგვერდისა თუ ფოსტის გატეხვაა დიდი პრობლემა, ლობჟანიძემაც ხომ თქვა, ჰაკერი ვარ, ნებისმიერ საიტს გავტეხავ, მაგრამ ამას არ ვაკეთებო. ხელისუფლებას რა ინფორმაციების გაცემას სთხოვენ, როცა თავადაც ყველაფერი კარგად იციან. გვარამიას რაში აწყობს სიმართლის თქმა, როცა პოლიტიკური დაკვეთა აქვს შესასრულებელი?! მათ უბანში რომ გაიკითხოთ, იმასაც გეტყვიან, რომ `მავანთ~ ბაჩალიაშვილებისთვის ფულის `ახევა~ უნდოდათ, რამდენჯერმე ყოფილა ჰქონდათ მამასთან ამის მცდელობა. აბა საიდან იცის ხალხმა ეს ამბები? რომ დაინახეს უცებ დიდი ფული `გაიჩითა~ ბაჩალიაშვილის ოჯახში, ძვირადღირებული ავტომანქანები, ბინა და სხვა სერიოზული რაღაც, დაინტერესდნენ ამ ფულის წარმომავლობით და გაარკვიეს რომ, რომ როგორც იტყვიან, `არასწორ~ ფულს შოულობდნენ. მერე ამათ მოუსურვებიათ ფულის `ახევა~, მაგრამ ბაჩალიაშვილის ცოლი ფულს `აახევინებდა~, ხომ უყურებთ რა `ბაევკია~, ერთი იკითხონ უბანში, რამდენჯერ ყავს ნაცემი ქმარი ქალბატონ თამაზაშვილს. თუ ქმარი ურტყამდა, არც ეს აკლებდა. ოჯახში სულ დაკა-დაკა ჰქონდათ, სანამ მანქანას არ უყიდდნენ ჯუმბერის და ლოთობიდან არ `გამოიყვანდნენ~, სახეზე არ ეტყობა ალკოჰოლთან მეგობრობა? ეს ე.წ. ადვოკატი რამიშვილი ერთი უტვინო, უვარგისი და თაღლითი ადამიანია. რამდენ ადამიანს დაპირდა ციხიდან გაყვანას, სასჯელების შემცირებას, მაგრამ მოატყუა. ის `ტროსტი~ რომ უკავია, მართლა ფეხი კი არ სტკივა, ტვინი სტკივა, `სოლიდურობისთვის~ დაათრევს, ვიღაც `ბლატნოი~ დაინახა `ტროსტით~ და იმას ბაძავს. ელისო კილაძემ რამდენს აახია ფული, ბრალდებულებს ვგულისხმობ, ეგ კიდევ ცალკე თემაა, ერთს პირადად ვიცნობდი, ნარკოტიკებთან დაკავშირებით იჯდა. თუ დაინტერესდებით, შეგხვდებათ ეს ხალხი და მოგიყვებათ `გამომძიებელ ჟურნალისტისა~ და `ტროსტიანი~ ადვოკატის `საგმირო~ საქმეებს. ბაჩანა ლობჟანიძემ თავიდან ახსენა თამარ ბაჩალიაშვილის დაქალი ვინმე ვარდიაშვილი, რომელსაც აგარაკი ჰქონია თეთრი წყაროს რაიონში, თუმცა ამ გოგონას ახლა აღარავინ ახსენებს. ადვოკატმა რამიშვილმაც დაადასტურა, რომ თამარი თეთრი წყაროს რაიონში `საქმიან შეხვედრაზე~ იყო წასული, ოღონდ რას შეეხებოდა ეს საქმე, ვერ თუ არ აკონკრეტებს. ყოფილი პოლიტპატიმარი, `ევრაზიის ინსტიტუტის~ წარმომადგენელი შოთა აფხაიძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს `არაფერ შუაში მყოფ~ კომპანია `ზეგთან~ დაკავშირებით, რომელიც როგორც ირკვევა, საბავშვო პორნოინდუსტრიას ემსახურება. კომპანია `ზეგი~, რეალურად კრიმინალური პორნოკარტელის საქმიანი პარტნიორია, რომელიც ასევე ჩართულია `ლაივ~-სექსის და ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება-გავრცელებაში. ამ კარტელის ერთ-ერთი ლიდერი ყოფილა `პორნ-ჰაბის~ ვიცე-პრეზიდენტი კერი პრაისი. `ზეგი~ პორნო-ინდუსტრიის სფეროს მედიამაგნატ `მაინდგრიქის~ ნაწილი გახლავთ, რომელიც ასევე ფლობს `ბრაზერსსა~ და ასეულობით სხვა პორნორესურსს. `მაინდგრიქის~ (მისი სახელი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ბერძნული გონება) საქმიანობა უკავშირდება ფულის გათეთრებას, გადასახადების დამალვას, არალეგალურ პორნოგადაღებებსა და ბავშვთა პორნიგრაფიას. ბოლო ათი წლის მანძილზე ეს ჰოლდინგი ბევრ სკანდალში გაეხვა და სერიოზული პრობლემები შეექმნა აშშ-ის სამართალდამცავ და სასამართლო სისტემებთან. მან გადასახადების დამალვის მიზნით, თავისი ფინანსური ბრუნვები ოფშორში, კერძოდ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულზე რეგისტრირებულ კომპანიას დაუქვემდებარა, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის, კერძოდ, პრინც ჰარის გარემოცვის ზოგიერთი წევრი ლობირებს. `მაინდგრიკი~ თურმე ყოველწლიურად 20–30 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს მოგების სახით. აშშ-ში შექმნილი პრობლემების, ასევე ფინანსურად უფრო მომგებიანი საქმიანობის წარმოების გამო, `მაინდგრიკმა~ კერი პრაისის და ფაბიან ტილმანის (გერმანელი პროგრამისტი) ხელმძღვანელობით, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რამდენიმე მსხვილი პორნოსტუდია დააფუძნა და საიტებისა და პორნოსტუდიების ტექნიკური მომსახურების სამსახურიც აღნიშნულ ლოკაციაზე გადმოიტანა. მთავარი პროდუქტი, რომელიც უალტერნატივო ნოვაციად იქცა პორნოინდუსტრიის სფეროში არის `ნათსი~, ტრაფიკის გამოთვლისა და მომხმარებელთა გამოკვლევის სისტემა. სწორედ ამ კონკრეტული სისტემის ფუნქციონირებას უწევდა პროგრამულ და სხვა სახის ტექნიკურ მომსახურებას, საქართველოში მოქმედი კომპანია `ზეგი~. 2019–20 წელს ტილმანმა `ზეგს~ რესურსების და სტრიმინგული პორნოსერვისის დომენით მომსახურება დაუკვეთა. სწორედ ეს საიტია უმთავრესი `მაინდგრეკის~ პორნოინდუსტრიაში. ტილმანმა კიდევ ერთი რესურსის, კანადური პორნო ჰოლდინგის მომსახურებაც დაუკვეთა `ზეგს~, რომლის ხელმძღვანელობასთან საქმიან შეხვედრებს, კანადის მოქალაქეები, უსამა იუსეფი, სტეფან მანოსი და მეტომ კიზერი მართავდნენ. ხსენებულნი 2009 წელს, აშშ-ის სპეცსამსახურებს ფინანსური მაქინაციებისა და არალეგალური პორნო-საქმიანობის გამო დაუპატიმრებიათ. ამ სპეცოპერაციის დროს აშშ-ის სპეცსამსახურებმა ექვს მილიარდამდე დოლარი ამოიღეს პორნოჰოლდინგ `მანსეფის~ (ხსენებული კანადელები არიან ამ კომპანიის დამფუძნებელ-ხელმძღვანელნი) ფარული ანგარიშებიდან. შოთა აფხაიძის განცხადებით, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის, სანდო წყაროების და ზუსტი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ კომპანია `ზეგი~, სადაც პროგრამისტად მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვიული, ჩართული იყო არალეგალურ კრიმინალურ ტრანსნაციონალურ დანაშაულში და თავადაც წარმოადგენს კრიმინალური პორნოკარტელის ნაწილს. საქართველო კარგა ხანია იქცა სხვადასხვა ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფების თავისუფალი თარეშის არენად, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს — საიდან და რატომ, ვისი ლობირებით აწარმოებენ დანაშაულებრივ საქმიანობას მსგავსი კარტელები და ვინ დგას მათ უკან? აფხაიძის უარყოფითი შეფასება ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების მიმართ აშკარად გაზვიადებულია, მაგრამ ძალიან რთული ვითარება რომ არის შექმნილი, ზუსტად ტრანსნაციონალურ დანაშაულობებთან დაკავშირებით საქართველოში. ამ დროს, კოლექტიური ნაცები და მათი სატელიტები `ენჯეოშნიკ~-ჟურნალისტების სახით, რომლებიც სრულიად სამართლიანად ყავს შეფასებული მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყნის მოღალატე კასტად, აცხადებს, რომ თურმე ქართული სპეცსამსახურები გასაუქმებელია. ამის ბოლო გამოძახილი იყო ნაცების ბელად სააკაშვილის ნარძლევის, უკრაინიდან `უპრაგონოდ~ გამოპანღურებული `რეფორმატორ-მილიციონერ~, ფრიად ფართოდ მომზირალ ხატია დეკანოიძის `მომხიბლავი~ განცხადება, რომ თუ კოლექტიურ ნაცებად წოდებული `შპანა~ ხელისუფლების სათავეში მოვა, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააუქმებს. ამაზე მეტი აღიარებითი ჩვენება გინდათ, ვინ ლობირებს `მსგავსი~ კარტელების დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოში `ნაცმოძრაობა~ და მისი ბანდა ხომ არ ლობირებს და იმიტომაც ხომ არ იხევს `შმოტკებს~ და იჭრის ვენებს `გვარამია და კომპანია~ ბაჩალიაშვილის ოჯახის ჩათვლით, პორნოშემოქმედი `ზეგი~, ანკარა წყაროსავით `წმინდაა~ და არაფერ შუაშია თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილთანო. მანანა სუხიშვილი
|