არავინ გაბედოს და მითხრას რომ 3 მილიონიან ქვეყანაში ამდენი უბედურება ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენაა!
უბრალოდ ნახეთ რა ზაფხული გვქონდა ამ წელს:
22 ივნისი - გიორგი შაქარაშვილი დაღუპული იპოვეს
30 ივნისი - ავადმყოფი სადისტი ყოფილი შეყვარებულის ცოცხლად დაწვას შეეცადა
1 ივლისი - გორში პოლიციელი მოკლეს
2 ივლისი - წყალტუბოში 17 წლის გოგო ლიფტის შახტაში ჩავარდა და დაიღუპა
3 ივლისი - გლდანში 6 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა; ფოთში 43 წლის კაცს ცემით მოკლეს; 20 წლის ბიჭი ხელის სათხოვნელად სტუმრობის შემდეგ მოკლეს; მდინარე ტეხურში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო.
4 ივლისი - მკვლელობა კასპში; მოზარდს ზუგდიდში ავტომობილი დაეჯახა და დაიღუპა
5 ივლისი - ენგურის ხიდზე დაიღუპა
ოთხი (!) ქალი; ქედაში ავტომობილის გადავრდნის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი
8 ივლისი - მცხეთაში სოფელ მუხრანში
შვილმა მამა და პაპა მოკლა11 ივლისი - ოკუპანტებმა დაჭრეს და გაიტაცეს ზაზა გახელაძე. ის დღემდე ტყვეობაშია.
22 ივლისი - თეთრიწყაროსთან დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს
2 აგვისტო - ე.წ. „ელიტის“ ურთიერთკონფლიქტი: გოგი თოფაძის შვილი ბუსიკო ჟვანიამ აჩეხა
5 აგვისტო - განმუხურის გზაზე ავარიას
სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა
8 აგვისტო - ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს
16 აგვისტო - ფონიჭალაში ავარიის შედეგად დაიღუპა
ოთხი ადამიანი
17 აგვისტო - ნაპოვნია ორი ახალგაზრდის გვამი მტკვარში
19 აგვისტო - ნაპოვნია კიდევ სხვა (!) ადამიანის ცხედარი მტკვარში
22 აგვისტო - ახურუშებული თინეიჯერები კლავენ უდანაშაულო ადამიანს რაჭაში
23 აგვისტო - შატილში გადაიჩეხა მკიროავტობუსი და დაიღუპა
17 ადამიანი; თერჯოლაში მამამ 11 წლის შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა
24 აგვისტო - სოფელ ნიგოზასთან ადამიანი ავტომობილთან შეჯახების გამო დაიღუპა
25 აგვისტო - 19 აგვისტოს მტკვარში დახრჩობილის მამამ თავი მოიკლა
რა უბედურებაა ეს ყველაფერი?! ყოველ დღე ვიღაცას ან კლავენ ან ჭრიან ან ვიღაცა იკარგება ან უბედური შემთხვევის გამო იღუპება. და ეს ყველაფერი ამ ერთ ბეწო ქვეყანაში!
თვითგენოციდის რეჟიმშია ქვეყანა თუ რა ხდება გამაგებინეთ?!
This post has been edited by Hiksos on 25 Aug 2020, 15:23
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997