ხალხო განყოფილებას პოლიტიკა ხომ იმიტომ ქვია რომ ცოტა პოლიტიკური ანალიზი ვაკეთოთ? გულის მოსაფხანად არის ფეისბუქი

ნაცების დანაშაული განვიხილოთ ცალკე თემაში, როგორც ასობით თემაშია უკვე განხილული.
აქ საუბარია რა მოხდა 2012-წელს:
- თუ ეს ციხის კადრები, რუსების დაგეგმილი სპეცოპერაციაა, რასაც მოყვა ხელისუფლების გადაბარება, მაშინ რახდება?
ადრეც დავწერე და ახლაც ვწერ:
ნოე ჟორდანიას მთავრობას (და პირადად მას) ჰქონდა რიგი შეცდომები, ვირაცისთვის შეიძლება დანაშაულის ტოლფასიც,
მაგრამ ვინმეს მოუბრუნდება ენა რომ: 1921-ის გასაბჭოებაზე საუბრისას აქცენტი ჟორდანია და კო-ზე გადაიტანოს.
ან სხვა ისტორია: ახლაციხელებისა და მხარგრძელების დაპირისპირებაში ბევრი რამეა ბურუსით მოცული,
არსებობს მოსაზრება რომ შეიძლება არც შალვა და ივანე იქცეოდნენ ყოველთვის რაინდულად პირველკაცობის ძიებაში.
მაგრამ გარნისის ომი გაყიდეს მხარგრძელებმა და დააქციეს ქვეყანა.
ანუ კითხვა, კითხვად რჩება: თუ ეგ კადრები და არჩევნების ამ გზით მოგება ფსბ-ს დადგმულია მაშინ.
- რატომ ქნეს ეს, არ მითხრათ ახლა ნაცების ჩაგვრისგან რომ ეხსნათ ქართველი ხალხიო?
- რაღაც თავისი ინტერესი ქონდათ, ისეთი რომ ხელისუფლების სეცვლა უფრო აწყობდათ ხო?
- თუ ასეა ვინ გვიზის ახლა ხელისუფლებაში და სად ვართ?
გავიგე რომ ნაცების რიტორიკამ რუსები მოდიან არ იმუშავა და ვართ იქ სადაც ვართ.
მაგრამ ეს ფაქტი ხომ საკვანძა: ჩაერია თუ არა რუსეთი 2012-ის არჩევნებშ რომ სათავისო შედეგიო დამდგარიყო?
კი თუ არა?
გასაგებია რომ ვინც მაშინ 41 შემოხაზა, ძალიან უჭირს ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა,
ისევე როგორც 90-იანებში ჯაბა და ეძიკას გვერდით მდგომები დღემდე რღაცა მიზეზს ეძებენ რომ ბრალი გამსახურდიასკენ იყოს,
რადგან საკუთარ საქციელზე (ეს შეიძლებ ამხოლოდ ხმის მიცემა იყოს ან აეროპორტში ყვავილებით დახვედრა და მეტი არაფერი)
არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება.
მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს საზოგადოება და სახელმწიფო.
აქ ყველა ვართ მართლები და ყველამ ვიცით ვისი ბრალია რაც გვჭრს,
არ გვეშველება არაფერი სანამ ყველა (ან საკმარისი რაოდენობა ჩვენში) არ შეცვლის ამ დაწყევლილ აზროვნებას და არ იფიქრებს სხვნაირად:
რაც ხდება ამაში რა არის ჩემი წვლილი (და 100%-იანად არის!) და რა გავაკეთო რომ ჯერ ამ წვლილის შეტანა შევწყვიტო,
და მერე გაფუჭებული (ჩემივე და არა სხვისი) გავასწორო.
სანამ თქვენი (ჩემი, იმისი...) პასუხია ამაზე, მე არაფერი გამიფუჭებია ძმაო - მანამდე თქვენი (ჩემი, იმისი...) ღირებულება კაპიკია ქვეყნისთვის, ვართ საზარბაზნე ხორცი მტრის ხელში...
ხოდა ვწეროთ ნაკვესები ფორუმზე.
This post has been edited by Data_TuTashxia on 27 Aug 2020, 12:41
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.