შევაჯამოთ
თემა გაიხსნა ორი მიმართულებით მსჯელობისთვის:
1. გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ვერცხლის იოდიდის ზემოქმედება.
2. სეტყვისგან დამცავი ბადისებრი კონსტრუქციით გადახურვის ტექნიკურ-ეკონომიკური მხარე.
ფორუმი სეტყვასაწინააღმდეგო სისტემებიდან ცალსახად ირჩევს ბადისებური კონსტრუქციით გადახურვის მეთოდს. იგივე პოზიცია აქვთ
დარგის სპეციალისტებსაც: „ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებენ, რომ სეტყვისგან დაცვის ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს ბადური გადახურვა…. დამტკიცებულია ვენახის სეტყვასგან დამცავი გადახურვის ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტურობა.“ამასვე ადასტურებს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაც.
რაც შეეხება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ვერცხლის იოდიდის ზემოქმედებას, ამ მხრივ არ სჩანს სპეციალისტთა დასკვნები. თუმცა, ფაქტია, რომ ცოცხალი ბუნების პროცესებში ცალმხრივი ჩარევის ნეგატიური შედეგები ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს და ამის გაუთვალსწინებლობა არ ეგების.
მართალია, მომავალში შესაძლებელი იქნება დედამიწაზე რეგიონული (!) მასშტაბის სათბურების შექმნა, სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე დაყრდნობით, მაგრამ ამ გზით მიღებული მოსავალიც ვერ შეედრება ბუნებრივ საკვებს.
ასე რომ, დემეტრას/ბიოდინამიკურ მეურნეობას ალტერნატივა არც მომავალში აქვს.