28.08.2020 / 14:47აა
გია ხუხაშვილი - სევდის მომგვრელია, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები „მიჰა ჰამოდის“ ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“ და ხელისუფლობანას თამაშობენ
„ქართულ ოცნებაში“ მაინცდამაინც კარგი ფანტაზია არ აქვთ, შეუფერებელი ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“,- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოში დაბრუნების შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე მმართველი გუნდის შემდეგნაირად გამოხმაურებას: "Miha Hamodii".
გია ხუხაშვილის თქმით, სევდის მომგვრელია, როდესაც მაღალი რანგის ჩინოვნიკები „მიჰა ჰამოდის“ იძახიან და ხელისუფლობანას თამაშობენ.
„ქართულ ოცნებაში“ მაინცდამაინც კარგი ფანტაზია არ აქვთ. ჰყავთ სპეციალისტი, რომელიც SMS-ით უგზავნის მესიჯბოქს და შემდეგ ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“. ამას სხვა რამეს ვერ ვუწოდებ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავის კომპლექსებს „ქართულ ოცნებაში“ ასე გამოხატავენ. რა ვქნათ, ჩვენ იძულებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუყუროთ.
დიდი ბოდიში, როდესაც ქალაქის მერი და უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი „მიჰა ჰამოდის“ იტყვის, გემოვნებაზე, შესაძლოა, არ დაობენ, მაგრამ ძალიან სევდის მომგვრელია ასეთი გემოვნების ადამიანები რომ ხელისუფლებობანას თამაშობენ“, - განცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში დააანონსა. "ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „ქართული ოცნების“ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი „მიჰა ჰამოდი“ ჟუნრნალისტებთან შეფასა და განაცხადა: „ჰამოვიდეს, რა ვქნა“. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი შემდეგი განცხადება გააკეთა: „სააკაშვილს რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი ელოდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა“.
ჩვენი თემა ნახა ხუხამ და დაგვეთანხმა ქოცრეჟიმის ბობოლა მესვეურთა იუმორ–კლიფონობაში –––მიჰა ჰამოდი