მოკლედ 5 შეკითხვის ფორმატი გადავიფიქრე, საბოლოოდ 1 შეკითხვაზე დავედი, მარა ეს ერტი შეკითხვა იქნება დიდი და ყოვლისმომცველი
და ეს არ ეხება მხოლოდ გირჩს, ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიას რომელთა ნიკაპამდე ტრუსიკაწეული წარმომადგენლები დრო და დრო წინსვლას და განვითარებას გვპირდებიან.
გირჩი რატომ აირჩიეო მეგობრებმაც მკითხეს და არ ვიცი, უბრალოდ ყველა დანარჩენი რაღაც საერთო სქემაში სხედან და გირჩს უფრო არაორდინალური პლატფორმა აქვს, ეპოქა რომელშიც შევედით არაორდინალურ გადაწყევტილებებს იტხოვს, ყველაფერი ძველი უკვე მკვდარია. შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველა ფინანსური ეკონომიკური სქემა რომლითაც დღეს ვარსებობთ მკვდრის სახელის ინერციითღა მიდის.
მაშ ასე,
I - ტექნოლოგიური პარადიგმა XVIII საუკუნე
წყლის ენერგია
ტექსტილის წარმოება და ტექსტილის პირველი ფაბრიკები
II -ტექნოლოგიური პარადიგმა - XIX საუკუნე
ორთქლის ენერგია, ქვანახშირი
ტრანსპორტის განვითარება, რკინიგზა, შავი მეტალურგია, ჩარხები წარმოების მაშტაბების ზრდა, ადამიანების მძიმე ხელით შრომის შემსუბუქება
III ტექ პარადიგმა - XIX სუკუნის ბოლო XX დასაწყისი
ელექტროენერგია
მძიმემრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ელექტრომოტორი, საბანკო და ფინანსური კაპიტალის კონცენტრაცია, ტელეგრაფი რადიო, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
IV - ტექ პარადიგმა XX საუკუნის პირველი ნახევარი
ნახშირწყალბადი, ბირტვული ენერგეტიკა
ფერადი მეტალები, ნავთობის გადამუშავენა, სინთეტიკა და პოლიმერები შიდა წვის ძრავა
მასიური და სერიული წარმოება
V -ტექ პარადიგმა XX საუკუნის ბოლო XXI საუკუნის დასაწყისი
ბირტვული და განახლებადი ენერგეტიკა
ელექტრონიკა და მიკროელექტრონიკა
IT და გენური ინჟინერია, პროგრამული უზრუნველყოფა
მიკროელექტრონული კომპონენტები
VI - ტექნოლოგიური პარადიგმა - XXI საუკუნის ნახევარი
ნანობიოტექნოლოგიები , მოლეკულარული უჯრედოვანი და სუფთა ბირთვული ტექნოლგოიები და ბევრი ბევრი უცხო ახალი ტერმინები რომელთა განხილვის დრო არ არის,
თანამედროვე მოწინავე ქვეყნები იმყოფებიან IV ტექნოლოგიურ პარადიგმაში დაახლოებით 20% და V ში 60% და სადღაც დანარჩენი უკვე VI ში შედიან.
სად იმყოფება საქართველო?
სადღაც 90% ით III და სადღაც 5% ალბათ IV
ეხლა რას გვთავაზობენ პოლიტიკოსები
ა) 100 000 კაცს დავასაქმებთ სოფლის მეურნეობაში? D
მერე? ეხლა ვინც დასაქმებულია ბედნიერია? და კიდევ 100 000 რომ ჩაატენი მთლად გადასარევი იქნება ხო? რას მოიყვან? სად გაასაღებ?
მაშინ როცა წამყავნი ქვეყნები სოფლის მეორნეობაშიც კი უკვე ხელოვნურ ინტელექტს ნერგავენ ვის უნდა შესტენო შენი კიტრი და ოხრახუში თურქეთს?
რუსეთს?
ფუფლო
ბ) ქარხნებს და ფაბრიკებს ავაშენეთ
თუ სოფლის მეურნეობას კიდევ აქვს შანსი გარკვეული პერიოდი, თუნდაც ქვეყნის ავტონომიური კვების რესურსისთვის, როგორც ისრაელი დავUშვათ
აი შენი აშენებული ქარხნები ვის რად უნდა

)) რა უნდა გამოუშვა? სად უნდა გაასაღო?

მიაქვს აზია და ევროპა ჩინურ ირანულ და თურქულ ნაწარმს.
ბელორუსიამ რომელმაც ერთადერთმა და მთლიანად შეინახა საბჭოთA ქარხნების და ფაბრიკების 100% ვერ გაქაჩა
აქ რომ ბიდლო პროლეტარიატს ბელორუსიის მაგალითი მოყავს იცით რომ მთელი ბელოროსული ქარხანა ფაბრიკებიდან მხოლოდ 2 ქარხანა მუშაობდა მოგებაზე და დანარჩენი სახელმწიფო დოტაციაზე იჯდა?
სამაგიეროდ ბელორუსიის IT კაპიტალიზაცია 10 მილიარდ $ -ს სცდება! და 35 000 პროგრამისტი მუშაობს ქვეყანაში.
და აქ რომ დავცინით ბელორუსს ჩვენზე ბევრად წინ არის ტექნოლოგიური პარადიგმის მიხედვით. ესეიგი ხვალინდელი დღისთვის ბელორუსია ბევრად მზადაა ვიდრე საქართველო, მთელი ტექნოლოგიური ეპოქით ჩამოვრჩებით!
აი ამ შემთხვევაში რა აზრი აქვს როგორი არმია გეყოლება?
III ტექ პარადიგმაში ჩარჩენილი ქვეყანას რანაირად ეყოლება V ტექ პარადიდმის არმია? ე. წ მაღალპროფესიონალური და მაღალტექნოლოგიური არმია?
ესეიგი ესეც - > ფუფლო
და მასიურ და გაწვევით არმიას რაღა მნიშვენლობა აქვს? ფიქრობთ ისრაელში იყიდით 30 ცალ დრონს რომლითაც მტერს დავამარცხებთ?
შენს მტრებს 50 დრონს აჩუქებენ.
ფუფლო ფუფლო და ფუფლო * 1000
ჩვენი შანსია გამოვტოვოთ IV და დავიწყოთ V ტექნოლოგიური პარადიგმა VI ზე გათვლით.
ეს და მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა.
დანარჩენი ყველაფერი არის ფუფლო. სიცრუე.
მხოლოდ ამ შემთხევვაში შეიძლება რეალურად გავთვალოთ პენსიების ზრდა
სოფლის მეურნეობაც რაც ქვეყნისთვისსაც საჭიროა და რაც ექსპორტზეც გავა
მეცნიერება გახდა ეკონომიკის დარგი!!!
მეცნიერება გამოვიდა აკადემიური ჩაკეტილი წრიდან და ეკონომიკის ისეთივე მომგებიანი დარგია როგორიც XX საუკუნეში იყო ნავთობის მრეწველობა.
დანარჩენი ყველაფერი არის ფუფლო.
ამის გარეშე სცენარი იქნება ისევ ის
ელიტა ართმევს ფულს ვინც რაღაცას შოულობს (სხვადასხვა მექანიზმით)
80% რიცხავს საკუთარ ანგარიშზე ოფშორებში
20% ურიგებს მშიერ ლუმპენს.
ეს ყველაფერი არჩევნებიდან არჩევნებამდე.
ბლა ბლა ბლა - ამას ვიზავთ იმას ვიზავთ = ვერაფერს ვერ იზავთ. ნელნელა ნაბიჯ ნაბიჯ მეთოდრურად და სტაბილურად ვუახლოვდებით კატასტროფას.