#56795200 · 6 Sep 2020, 20:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dinamosfan
მე პირადად კი არ მაქვს რამე ინტერესი, ზოგადად ჯობია რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ეს საკითხი. მთელი ერისთვის ჯობია. მე რომ მოვიდე, შეგხვდე და მერე ხალხიც შემახვედრო მაგით რა? ისევ ორ კაცს გვეცოდინება ეგ ამბავი.
მხოლოდ იმიტომ გაძარცვეს რომ ოსები იყვნენ ეს რითი დგინდება? გვერდით ქართველებიც აძოვებდნენ ძროხებს და ხელი არ უხლიათ იმათთვის? ხომ მოგიყვანე მაგალითი? ქართველს მიუვარდნენ, წამოასხეს ძროხები, ამან წინააღმდეგობა გაუწია და ჩაცხრილეს იქვე. გაპატიურებითაც ქართველებსაც აუპატიურებენ და კლავენ. არაკაცისთვის რა მნიშვნელობა აქვს ქართველს გააუპატიურებს თუ ოსს?
დანარჩენი არის ინტერპრეტაცია. იმიტომ გაძარცვეს რომ ოსი იყო. იმიტომ გააუპატიურეს რომ ოსი იყო. ამის მტკიცება მაშინ იქნებოდა შესაძლებელი ქართველები უკეთეს დდგომარეობაში რომ ყოფილიყვნენ იმ დროს. არა და არ იყვნენ. შეიძლება უარესშიც კი.
საპირისპიროდაც გვაქვს უამრავი ფაქტი. ეხლაც საკმაოდ ბევრი ოსების კომპაქტური დასახლება არსებობს. რატომ იმათ არ მიუვარდნენ? ვინც სეპარატისტებს ეხმარებოდა იმათ მიადგნენო და საიდან იცი რომ მართლა ეგრე არაა? ეხლა მოკვლა-გაუპატიურებას არანაირი გამართლება არ აქვს, გინდაც პირწავარდნილი სეპარატისტები ყოფილიყვნენ, მაგრამ აბა აიბარგეთ ეხლა აქედანო რომ ეთქვათ სრულიად ლეგიტიმური საფუძველია მაგისთვის.
--------------------
No Mercy, No Mercy for invaders Condemn their spirits to everlasting fire Overwhelming infernal desire Crucify their vanity which they so much admire
|