"პროკურატურისსავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშილის ავტომობილში მისი სისხლის წვეთები იყო
პირბადეზე," - ამიტომ ვფიქრობ რომ ცხვირთან არ პირთან აქვს კავშირი ამ სისხლს
"რომელიც იდო: მაგნიტოფონის ქვევით." - მაგნიტოფონის ქვეშ რატომ იდო? ანუ ზემოდან ედო მაგნიტოფონი თუ შედგმული მაგნიტოფონის ქვევით რომ ღია უჯრაა იქ იდო? ცოტა გაუგებარია
"ექპერტების დასკვნით, სისხლის წვეთები თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. " - თამუნას სიკვდილის წინ ჰქონდა სისხლდენა
"თამარ ბაჩალიაშვილის სისხლი აღმოჩნდა ასევე უკანა მარჯვენა ხალიჩაზე." - საჭე მარცხნივაა ხო? ხალიჩაზე თუა ესე იგი დაიღვარა - ანუ თამარი სიხლდენის მომენტში უკან იჯდა მარჯვენა მხარეს?
"მობილური ტელეფონის ორივე მხარეს. "- აბა მობილური გათიშულო ჰქონდაო? რატომ მოკიდებდა ხელს მობილურს სიკვდილის წინ?
"სისხლი იპოვნეს უკანა მარცხენა სავარძლის წინ ხალიჩაზე არსებულ ორ ცალ თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე." - ანუ ფეხსაცმელი გახდილი ჰქონდა უკვე და მანდ იდო? მარჯვენა მხარეს თუ დაიღვარა სისხლი - მარცხენა მხარესაც რატომ იყო? იჯდა თუ იწვა?
"ეს სისხლიც თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.."
"ჯერჯერობით არსად მოგვისმენია განმარტება ან ვერსია, როდინდელია სისხლის წვეთები" - თუ ეს ის ფეხსაცმელია რომელიც ეცვა - მაშინ სისხლი აუცილებლად დაღვრილია მანქანის სალონში სიკვდილის წინ
" ან რატომ არის ბაჩალიაშილის სისხლი მის ავტომობილში სხვადასხვა ადგილას, ან როგორ მოხვდა ის მაგნიტოფონის ქვეშ შენახულ პირბადეზე". - აი ესაა საინტერესო - ანუ შენახულ პირდბადეზეა საუბარი ხომ? -
წინ თუ იჯდა და სისხლდენა დაიწყო, მოიხსნა პირბადე და შეინახა მაგნიტოფონის ქვეშ - მერე?
- მერე გადმოჯდა უკან და მარჯვნივ? და მერე გადმოჯდა მარცხნივ და დასვარა ფეხსაცმელი?
თქვენი ვერსიები - რა მოხდა და რა ქრონოლოგიაა?
This post has been edited by basa-ttt on 9 Sep 2020, 10:47