მიშა ალტერნატივა მინიმუმ იქამდე იქნება სანამ ბლომად მომხრეები ჰყავს, სხვადასხვა არჩევნების შედეგს თუ გავითვალისწინებთ 20-დან 37%-მდე არიან.... ანუ სანამ ეს ხალხი არსებობს, იქამდე ბიძინას უნდა მისცე ხმა იმ მოტივით, რომ მიშა ალტერნატივაა?
და მერე კიდევ რას მოითხოვ მაგ მიშასგან, ხედავს რომ ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, ხოდა აქვს პრეტენზია - არ უნდა ჰქონდეს? აბა შალიკოს ჰყავდეს მაგის ნახევარი, ან ბაქრაძეს, ან გირჩი ჯაფარიძეს - 50 წელი პოლიტ.სცენიდან ვერ გაიტან...
ანუ ახლა გამოჩნდა მიშა?

ანაც რომ არ დაესახელებინათ ნაცებს მიშა (ალბათ ამას გულისხმობ), ეგ უარესი არ იქნებოდა? ისევ არაფორმალური მმართველი იდგებოდა პარტიის უკან. ასე პატიოსნად მაინცაა ყველაფერი - გინდა მიშა, მიეცი ხმა ნაცებს.... არ გინდა არც ეგ და არც ბიძინა? მიეცი ხმა უამრავ სხვა პარტიას, არცერთი არაა მიშასთვის რამის დამთმობი... გინდა ქოცები? მიეცი ხმა ქოცებს, "აი მიშა არ იყოს და..." სისულელეა.
აქაც გაუგებარია რას გულისხმობ, იმ ჯემალას ხმა არც ისე წაუვა ნაცებს და არც ასე.... ელისაშვილს მისცემს ხმას და 2-დან 3%-მდე აიყვანს, თუ ქოცებს და 40-დან 41-ზე აიყვანს რა სხვაობაა? არცერთის საპარლამენტო მანდატი საბოლოო ჯამში მიშას პრემიერობას არ დაუჭერს მხარს - ეს ცხადია.
ჩემი აზრით ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მარტივი არჩევანი დგას, ყველა პოლიტ.გემოვნების ხალხისთვის.