გარდავლილის დედას ვინც ლანღავს, ასე დაუნდობლად (თქვენთვის პირადად არაფერი დაუშავებია, საერთაშორისო სკანდალში არა ლეღვის ფოთოლში რომ გახვია ქვეყანა ეს ვიცით

) მაქვს ვიფიქრო რომ ავად ხართ.
საიდან ასეთი აგრესია და სხვისი მორალისტური განსჯის სურვილი?!
მაინც მგონია რომ საკუთარი ცხოვრება არ გაქვთ და ამიტომ გაქვთ ამდენი ენერგია და ქვეცნობიერი 'უპირატესობის' შეგრძნების სურვილი.
ცოტა ადამიანური ამაღლებაა საჭირო რომ რაღაცეებს მიხვდე, ჩვენც კარგად ვხვდებით რა შეცდომები დაუშვა ოჯახმა შვილის აღზრდის დროს, რომ არ არიან რაფინერებული ინტელიგენტები და ა.შ. რომ რთულია მიიღო შვილის თვითმკლელობა და ამისთვის ყველა ხავსს მოეჭიდო მაგრამ მიუხედავად ამისა არ ვლანძღავთ და ბოღმას არ ვანთხევთ.
ამ ყველაფერს რომ ხვდები და ცდილობ გაიგო სიტუაცია ზუსტად ეს აქცევს ადამიანს ადამიანად და არა ცხოველი დონეზე დასული აგრესია და ზიზღი, კბილი-კბილის წილ დონეზე დასული მორალისტობა თუ სხვის უბედურებაზე ღლიცინი.
ეს პოსტი ვერაფეს გიზამს, იმდენად გასქელებული გაქვთ კანი და მგრძნობელობა დაქვეითებული ბევრს.
სულ რომ სიგიჟეებს იძახდეს ოჯახი, უკიდურესი ნაძირლები იყვნენ და დარწმუნებით ვიცოდე რომ თვითმკლელობაა მაინც ტრაგედიის მსხვერპლის ოჯახის მხარეს ვიქნები იმიტომ რომ მეორე მხარეს არის მონსტრი სახელისუფლებო მანქანა, რომელიც არ ასრულებს იმას რაც უნდა გააკეთოს და სრულად პოლიტიზირებულია.
ბევრი ამას ვერ გაიგებთ იმიტომ ბევრი აქაური მპოსტავი 'პატარა' ადამიანები ხართ.
გავედი, მე აქ მპოსტავი არ ვარ, როცა გეჯაძეზე გავა გამოძიება მერე მომტაგეთ!
This post has been edited by Human Rights on 9 Sep 2020, 23:06