ღარიბაშვილი სიაში არ იქნება
საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იქნება. სიის შემდეგი წამყვანი ფიგურები იქნებიან: პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი კობახიძე – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ილია ნაკაშიძემ მიაწოდა.
ამათან, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სიაში იქნება მხოლოდ ერთი მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ის პროპორციულ სიაში ადგილს არ დაიკავებს.
„უცვლელი დარჩება გახარიას ხელმძღვანელობა და პირველი ნომერი. ეს არის ყველაზე მთავარი, ეს არის საზოგადოებისა და ჩვენი გუნდის სურვილი. 20 ადამიანში ძალიან ბევრი ახალი, ნიჭიერი, გამორიცხული სახეა, რომელიც ჩვენს ქვეყნას გამოადგება.
ამ სიაში, ჯერჯერობით, ერთი მინისტრია – წულუკიანი და არა ღარიბაშვილი. ირაკლი კობახიძე ხუთეულში იქნება. ეკა ბერიძე სიაში არ იქნება.
ასევე, სიაში არ იქნება მამუკა ბახტაძე. ის სხვა საქმით არის დაკავებული. მისი პოზიციები და შეხედულებები გაამართლებს და ეკონომიკური მიმართულებით კიდევ ბევრ რაღაცას გააკეთებს.
ბატონი ირაკლი არის მოქმედი მინისტრი, ის იქნება თუ არ იქნება სიაში, ეს არ არის პრინციპული. მთავარია, რომ ის მოქმედი მინისტრია და საერთაშორისო წრთვნებით არის დაკავებული. სიაში ყოფნა არ ყოფნა, მის პოლიტიკურ პოზიციასა და ავტორიტეტს არ ცვლის. ბატონი ირაკლი იქნება გუნდში და მთავრობაში. ჩვენი ყველა პოლიტიკური ხელმძღვანელობა პარლამენტში სიაში იქნება“,- განაცხადა ნაკაშიძემ.
კითხვაზე, იქნება თუ არა სიაში, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ნაკაშიძე გვპასუხობს:
„ნუ დაასწრებთ მოვლენებს. ბატონი ბიძინა იქნება თუ არ იქნება სიაში, მნიშვნელობა არ აქვს, ის მაინც პირველი არის ყველანაირად და ჩვენი ლიდერია“, -განაცახდა ნაკაშიძემ.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება“ პროპორციული სიის ოცეულს დღეს წარადგენს.
https://primetime.ge/gharibashvili-siashi-a...kvani-figurebi/