მაშ ასე, ვფიქრობ ნაყოფიერად განვიხილეთ საინტრესო საკითხები
1. რა არის სინამდვილეში "ცოცხალი"
2. რა უნდა თაფლში ძღრენს
აი ის რომ არის "მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი ..... თაფლში ურევს მწარე ნაღელსო - პოეტურად და მხატვრლად თქვა იმ კაცმა თორე სინამდვილეში რასაც ურევს თაფლში ეს დმ ცხოვრება, აგერ ლაბორატორიულად დასტურდება. თურმე.
ხოლო, რა არის სინამდვილეში "ცოცხალი" - ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი, ქართული გასტრონომიული ფოლკლორის მომავალი თაობის მკვლევარებმა უნდა გასცენ. ჩვენ რაც შეგვეძლოთ უკვე ვქენით.
სტალინს, რომ უყვარდა "ცოცხალი" , ეგ ისტორიაც აუცილებლად უნდა გადავცეთ მომავალ თაობას, დაე მათაც იცოდნენ რომ -
თურმე ერთხელ, გაგანია ომის დროს, კრემლის კედლებში დამწყვდეულ სტალინს უთქვამს - "ცოცხალი" მომენატრა და იქნებ მოახერხოთო რამე.
დაბზრილდნენ მისი შნირები და რა თქმაუნდა ციმ-ციმ მოართეს მის მზარეულს სწორდ იმ ჯიშის თევზი. იმანაც მოხარშა და მიართვა ბელადს.
შეხედა თუ არა ბესარიონიჩმა - ეგ არ რის "ცოცხალიო" და აღარც გაუსინჯავს.
მოახლოებული სიკვდილის ცივი სუნთქვა იგრძნეს კეფაზე სტალნის შნირებმა - ნუთუ ბელადის ეს პატარა, გასტრონომიული ნატვრა ვერ შეასრულეს.
მოკლედ კიდევ 2 თუ 3 წარუმატებელი მცდელობაჰქონდათ მსახურებს, როგორმე კეკეს ბიჭი გაეხარებინათ.
ბოლოს გორიდან ჩაუყვანიათ მზარეული, იმას მოუმზადებია, დაუწყვეს ლანგარზე, მიართვეს სტალინს და შეხედა თუ არა - ო, ეგ არის ცოცხალიო და ძალიან გახარებია.
რაში ყოფილა "ჭეშმარიტი ცოცხალის" საიდულო
აი ამ სპეციალური ჯიშის თევს, ც ო ც ხ ა ლ მდგომარეობაში მყოფს, იღებენ წყლიდან, სწრაფად ფატრავენ, ასუფთავებენ და ჯერ კიდევ ცოხალსა და მოსხმარტალეს ათავსებენ მოთუხთუხე ქვაბში. ანუ, ეს საბრალო თევზი ჯერ კიდევ ცოხალია და თან იხარშება. არის ამ ყველაფერში რაღაც სადისტური და დესპოტური არა?!
ჰოდა, კლასიკური წესით მომზადებული "ცოხალი" ყოველთვის დაგრეხილი და უსწორმასწოროა (სიკვდილსი წინა კონვულსიები ზედ არის ასახული) და არა გასანსალებული, სწორი. სტალინციც სწორედ ამ ნიშნით ხვდებოდა, რომ "ცოხალის" ნაცვლად ფალსიფიკაციას სთავაზობდნენ.
დაბოლოს,
იყავით ფრთხილად, საკვებად ზელიონკიან თეზს ნუ გამოიყენებთ, თუ მაინცა და მაინც ჭრილობაზე შეგიძლიათ დაიდოთ

მწვანე მალახიტის შემცველობაზე ლაბორატორიული ტესტირების ჩატარება საქართველში, დღეს ჯერჯერობით მხოლოდ 1 ლაბორატორიას შეუძლია ლეგალურად (ანუ აქვს შესაბამის აკრედიტაცია), ესაა შპს "გლობალტესტი".
თუ გაინტერესებთ კანკრეტნად თქვენს ხელთ არსებულ თ ე ბ ზ შ ი არის თუ არა მალახიტი (და არამდენი) - შეგიძლიათ იქ მიიტანოთ და დაუკეთოთ კვლევა.
ზოგადად კი, თუ გაინტერესებთ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს, რომელს რისი კვლევა შეუძლია (წყალი, სურსათი, ღვინო - სხვადასხვა შემცველობებზე - მირობიოლოგია, პესტიციდები, მძიმე მეტალები და ა.შ.) ეს ინფორმაცია შეიგიძლიათ ნახოთ აკრედიტაციის ცენტრის საიტზე:
http://gac.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...onth=&entrant=2პ.ს. მე თევზი არ მიყვარს. ფაქტიურად მეზიზღება. არც თაფლის გულობიზა ვირევი.
ზელიონკის ფანი ვარ