აგერ მაგალითი, როგორ მიმდინარეობს გამოცდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ, კორონავირუსის ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდები მონაწილის ავად გახდომის გამო შეწყდა
https://www.interpressnews.ge/ka/article/61...is-gamo-shecqdaAstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე საბოლოო კლინიკური ცდები შეწყდა, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, კლინიკური ცდების შეწყვეტის მიზეზი ერთ-ერთი მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი რეაქცია გახდა.
AstraZeneca-ს განმარტებით, ეს არის ცდების ჩვეულებრივი დაპაუზების შემთხვევა, რისი მიზეზიც „აუხსნელი დაავადებაა.“
ცნობისათვის, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ვაქცინას ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად განიხილავენ, იმ პოტენციურ ვაქცინებს შორის, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. ვაქცინაზე ჩატარებული ფაზა 1 და ფაზა 2 ცდები წარმატებული აღმოჩნდა. ფაზა 3 ეტაპი რამდენიმე კვირაა დაიწყო და მასში დაახლოებით 30 000 ადამიანია ჩართული. ცდები მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.
-------------------------------- -
თენგიზ ცერცვაძე „ოქსფორდის“ ვაქცინაზე ცდების შეწყვეტაზე - არ არის საჭირო აჟიოტაჟის ატეხვა, ასეთი რამ ყველგან და ყოველთვის ხდება
https://www.interpressnews.ge/ka/article/61...qoveltvis-xdebaარ არის საჭირო აჟიოტაჟის ატეხვა და ფართო გამოხმაურება, ასეთი რამ ყველგან და ყოველთვის ხდება, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე საბოლოო კლინიკური ცდების შეწყვეტას.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, 30 ათასი ადამიანი გადიოდა საბოლოო კლინიკური ცდების ფაზას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, საიდანაც მხოლოდ ერთს გამოუვლინდა უცნობი დაავადება.
„ოქსფორდის“ ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაში 30 ათასამდე ადამიანი და 4 ქვეყანა მონაწილეობს. მესამე ფაზა საბოლოო ფაზაა, როდესაც უნდა დამტკიცდეს, ვაქცინა ნამდვილად იცავს კორონავირუსისგან ადამიანს, თუ არა.
საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ერთ პაციენტს, რომელიც იღებდა ამ ვაქცინას, განუვითარდა ამ ეტაპზე გაურკვეველი დაავადება ანუ, არავითარი კავშირი ამას კორონავირუსთან არ აქვს. მას განუვითარდა ჯერჯერობით უცნობი დაავადება, უცხოეთში კი ძალიან მკაცრი რეგულაციებია ამ ვაქცინის და მედიკამენტის გამოცდაზე.
წესია ასეთი, რომ თუ მედიკამენტზე, ან ვაქცინაზე, რომელიც გადის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას, პაციენტს დაემართება ნებისმიერი დაავადება, მითუმეტეს გაურკვეველი, კვლევა ჩერდება, ეს პაციენტი განთავსდება ჰოსპიტალში და იკვლევენ, რა არის ეს დაავადება, რამდენად შეიძლება იყოს კავშირში ვაქცინასთან.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში კეთდება განცხადებები, მაგალითად, პრეზიდენტის მხრიდან, რომ ვაქინის გამოცდა იმდენად წარმატებით მიმდინარეობს, რომ შესაძლოა, 2 ნოემბრისთვის, ანუ არჩევნებისთვის ამერიკას ჰქონდეს ვაქცინა.
ეს ცოტა შეიცავს ელფერს, რაც ცნობილია პოლიტიკაში, რომ რაღაც მნიშნვნელოვანი თარიღისთვის ჩქარობენ, სერიოზული მიღწევა დადონ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ოქსფორდის“ უნივერსიტეტმა და ვაქცინის დამამზადებელმა კიდევ 8 კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ისინი არ გასცემენ ნებართვას დაჩქარებულად ვაქცინის გამოყენებაზე იქამდე, ვიდრე არ დადასტურდება ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა.
„ბევრ ქვეყანაში, როდესაც პანდემიაა და არ აქვთ წამალი და ვაქცინა, დაჩქარებულად იღებენ გადაწყვეტილებას რომელიმე მედიკამენტზე, თუნდაც რუსეთის მაგალითი რომ ავიღოთ.
ამ კომპანიებმა, მათ შორის „ოქსფორდმა“, უფრო მაღლა დააყენა სუფთა პროფესიული ინტერესი, ადამიანის გარანტირებული უსაფრთხოების ინტერესი, ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ ისინი არ სთხოვენ მარეგულირებელს, რომ დაჩქარებული წესით გაიცეს ნებართვა ვაქცინის გამოყენებაზე. როდესაც დადასტურდება უსაფრთხოება და ეფექტურობა, შემდეგ იქნება მოთხოვნა ვაქცინის ფართო გამოყენებაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
This post has been edited by griankali on 12 Sep 2020, 23:40