თურნავას ჩაუტარებია თურმე მასტერკლასი
ვინაა ეს კაცი ?
https://facebook.com/story.php?story_fbid=4...100000968047001მორიგი მასტერკლასი ნათია თურნავასაგან, ოპოზიციას იმდენად მწვავედ მოხვდა, რამაც მათ სახე მთლიანად დააკარგინა.
საპარლამენტო ოპოზიცია რისი ოპოზიცია იქნებოდა, დღევანდელი პლენალური სხდომა, წინასაარჩევნოდ არ გამოეყენებინა და მისთვის დამახასიათებელი აგრესიულ და ცილისწამებლურ სტილში არ დაესვა კითვები. ამ კითხვების პათოსიც ადასტურებს ნაცოპოზიციის, ნაციონალების და ევსაქების ერთ იდეურ პლათფორმას. სხვას რას უნდა მივაწეროთ სკანდალურ და სენსაციურ შეფარილობაში გატარებული შეკითხვების ლაიტმოტივი, თითქოს ხელისუფლება ემიგრანტების ქვეყანაში შემოსვლას შერჩევით, მათი პოლიტიკური სიმპათია- ანტიფათიათი ახორციელებს, რაც სრული აბსურდია.
კიდევ უფრო დიდი აბსურდია ახლა იმაზე პედალირება თუ პანდემიის საწყის ეტაპზე, რატომ განახორციელა მთავრობამ ლოქდაუნი, დღეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო შეფასებით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იყო ეფექტური, რაზეც გამოყოფილი სოლიდური საერთაშორისო დახმარების პაკეტიც მეტყველებს და სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, მეორე ტალღა ყოველგვარი ლოქდაუნის გარეშე გავიაროთ.
აქედან გამომდინარე, მათ აბსურდულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებით, თამამად უნდა ითქვას, რომ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას ნათია თურნავამ ინტერპელაციის მორიგი გაკვეთილი ჩაუტარა.
https://facebook.com/story.php?story_fbid=4...100000968047001ეკონომიკა იმაზე სწრაფად ჯანსაღდება ვიდრე მოსალოდნელი ოყო
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში ეკონომიკა 7.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო იანვარ-ივნისის კლების მაჩვენებელი 5.8 პროცენტია და წლიური ვარდნის საპროგნოზო მაჩვენებელს მიუახლოვდა. კოვიდკრიზისული ტენდენციების ფონზე, მაისს -ივნისთან შედარებით, როდესაც ვარდნა 13.5 და 16,6 პროცენტს შეადგენდა, ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, რაც ასევე აჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ეკონომიკაში საერთო ჯამში გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ივნისში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, წინა თვესთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული კლების ტემპი და შესაბამისად, ნაკლებია უარყოფითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ამასთან, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და წყალმომარაგების, კომუნალური მომსახურების და ნარჩენების მართვის სექტორებში კლების ნაცვლად ზრდა დაფიქსირდა.
ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული ფისკალური და ეკონომიკის მასტიმულირებელი მონეტარული პოლიტიკის, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული საკომპენსაციო ღონისძიებების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში მნიშვნელოვანი გაჯანსაღება მოხდება, მიუხედავად ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედი საერთაშორისო ტურიზმისა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში მოხმარების და შესაბამისად ეკონომიკური აქტივობის ზრდას მნიშ ვნელოვნად შეუწყო ხელი, მთავრობის ანტიკრიზისულმა პროგრამამ, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერით მიმდინარეობს: დეველოპმენტის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გრძელდება, რაც წლის ბოლომდე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.
ამასთან, მოხმარების ზრდაზე დადებითად იმოქმედებს პანდემიით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელმაც პანდემიის შედეგად დაკარგა შემოსავლები, საკომპენსაციო ღონისძიებებით გათვალისწინებული თანხის გაცემა.
ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკური ეფექტის შესადარებლად, მთავარ ინდიკატორად სწორედ ვარდნის ტემპების შემცირება და პოზიტიურ ტრენდზე გადასვლა უნდა მივიჩნიოთ.
კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ოპოზიციის პესიმისტური პროგნოზები, ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის გამო, ეკომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე და ანტიკრიზისული სამთავრობო სტრატეგიის არაეფექტურ და მცდარ სტრატეგიაზე.
This post has been edited by moen29 on 19 Sep 2020, 03:35