ჩასვი შავლეგო ლექსში სადაც გინდა
"მაშინ როდესაც გავჩნდი
გარეთ ყოფილა დარი,
მამას კუპონი ერქვა
მე კი დამარქვეს ლარი.
მინდოდა, ჩემს ქვეყანაში
მარტოს მემღერა სოლო,
ალბათ პატრონი არ მყავს,
რადგან მომეღო ბოლო.
მივიწევ ქვევით-ქვევით
ვნატრობ ბავშვობას, წარსულს,
მე ვემსგავსები მამას -
კუპონს უდროოდ წასულს.
ჯიბე-ჯიბობდა, ერთ დროს,
თუ ჩემით იყო სავსე,
გამაგებინე, ნათელ
რატომ გამწირე ასე?!
რად დამაყენე ეს დღე?!
რატომ დავეშვი ყირა?!
რომ აღარ ფიქრობთ ჩემზე
მანეთი ვარ, თუ ლირა?
სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას
მივუკაკუნე ნელა,
დოლარი როგორ ბრწყინავს,
ჩემთან კი როგორ ბნელა.
ვინც ვერ მოაბით თავი
ჩემს დახმარებას, შველას,
ფრთხილად იყავით აწი
გადაგიყოლებთ ყველას".
This post has been edited by FJ70 on 24 Sep 2020, 15:29