შენგელიაზე ბულინგის დროს, არველაძის მაგალითის მოყვანა, უადგილოა, რადგან არველაძე იყო ფეხბურთელი რომელიც რუსეთთან ნაკრების თამაშის წინ, ბაზიდან გაიქცა, რადგან ძირითადში ვერ მოხვდა. მის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც უწერია და შეგიძლიათ ნახოთ, მან უარი თქვა რუსეთის ნაკრების ასისტენტ მწვრთნელობაზე, თორემ კლუბში მუშაობაზე უარი არ უთქვამს, პირიქით როცა კრასნოდარის ერთ-ერთ მწვრთნელად განიხილებოდა თანახმა ვარო, უბრალოდ სხვა მწვრთნელზე გააკეთეს არჩევანი.
მოდი ავიღოთ ქართველი პოლიტიკოსები ოცნების სიიდან, ყაველაშვილი, კობიაშვილი, სანიკიძე და კაჭარავა, ოთხივე მათგანს აქვს რუსეთის ჩემპიონატში ნათამაშევი ისევე როგორც შენგელიაა ახლა, ესენი თუა ქართველი საზოგადოების უმეტესობისთვის მისაღები, შენგელია რატომ არ არის?!
იმავე მოსკოვის ცსკას მაგალითს მოგიყვანთ, ოღონდ საფეხბურთოსას...სადაც თამაშობს 20 წლის ქართველი კონსტანტინე მარადიშვილი, სულ ძირითადშია და ერთ-ერთ პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა მთელ რუსეთში, გუშინ სპარტაკს მოუგეს და 90 წუთი ითამაშა, შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ. რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ქართველია ჩვეულებრივი, მუშაობა უნდა ფედერაციის მხრიდან და ჩამოვა ეროვნულ ნაკრებში. ქართული გუნდების უმეტესობას საერთოდ არ ყავთ 20 წლამდე პერსპექტიული ფეხბურთელი გუნდში, ზოგს საერთოდ განაზრდელი არ ყავს ასაკობრივებისთვის ფეხბურთელები (ეოვნულზე ზედმეტია საუბარი) მილიონები ერიცხება ამ ქართულ კლუბებს ბიუჯეტიდან, რაში იხარჯება არ იკითხავთ? პოლიტ აქტივის შენახვაში (ადრე ნაცები-ახლა ქოცები) ზოგს კლუბს ძველი კაკებეშნიკი მართავს, ზოგსაც რუსეთუმე და ა.შ. მარტივად მიგავხვედრებთ რა ხდება, ერთ-ერთი კლუბის ბუღალტერს უფრო დიდი ხელფასი აქვს - ვიდრე სახელწიფოს პრეზიდენტს, ეს რას ნიშნავს იცით? ანუ ახლა, რა გამოდის, ეს ქართული კლუბებია საქმის მკეთებლები თუ მოსკოვის ცსკა, რომელშიც გაგვიზარდეს ქართველი ფეხბურთელი. ვინმე საუბრობს ამ თემებზე? საპატრიარქოს 20 მილიონზე რო ეჯმევა, 37 მილიონი იხარჯება ყოველწლიურად ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში, რომელი მილიონები უფრო წყალში იყრება?!
გავაგრძელო კიდევ მაგალითების მოყვანა?! ავიღოთ ზემოთ ნახსენები პარლამეტარი მიხეილ ყაველაშვილი და მოსკოვის სპარტაკის კაპიტანი გიორგი ჯიქია, რომელიც რუსეთის ნაკრებში თამაშობს. სანამ პარლამეტში მოვიდოდა ეს ყაველაშვილი, ნაციონალების დროს ლამის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც სწორად ასხამდა მაშინდელ საფეხბურთო მაღალჩინოსნებს, მაგრამ რომ მოვიდა ხელისუფლებაში რას აკეთებს? აპრავებს ახლანდელ შეჭმულ მილიონებს, ერთხელ არ დაცდენია კრიტიკული რამ, არადა საკლუბო ფეხბურთო უკან-უკან მიდის. რაც შეეხება გიორგი ჯიქიას, ჰქონდა სურვილი ჩვენს ნაკრებში თამაშის, მაგრამ ვერ მოახერხა ფედერაციამ მისი გადმობირება, ადგა ეს ადამიანი და თამაშობს რუსეთში, ზუსტად ვიცი უამრავ ქართველს ეხმარება, გალელია და განსაკუთრებით იქაურებას აქცევს ყურადღებას, მოედანი, ეკიპირება, ჯანდაცვა, მოკლედ ბევრ რამეს აკეთებს, ჩვენგან ვის ახსოვს საერთოდ იქაურობა? 3 კილო კარტოფილის გამო ყაველაშვილს რო შემოხაზავს ადამიანი და მერე ის შენგელიას დაუწყებს გინებას, მე მასეთების არ მწამს...აქ სპორტზეა საუბარი და მაგიტომ მოვიყვანე ეს მაგალითები, ხო კიდევ არ დამავიწყდეს, სანამ სხვა პარტიის პოლიტაგიტატორად მომნათლავთ გეტყვით რომ ნაციონალების და მანამდე შევარდნაძის დროსაც იგივე ხალხი ტრიალებდა ქართულ ფეხბურთში (სპორტში ზოგადად) და მაშინაც თქვლიფავდნენ ფულებს...
მოკლედ, ერთი შენგელიას ცსკაში გადასვლა-არგადასვლით ფუნდამენტურად არაფერი შეიცვლება, მე ფეხბურთთან მქონდა შეხება და ზედაპირულად გითხარით თუ რა ჭაობშიც ვართ ჩაფლულები, ისევეა ყველა სფეროში. საჭიროა ძირეული ცვლილებები და სახელწიფოებრიობის თვითშეგნების ამაღლება, თორემ ერთი შენგელია გაზაფხულს ვერადროს მოიყვანს...მარტივია