#58766343 · 11 Jan 2022, 02:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
fermina
QUOTE | ისე პირადად ჩემი აზრით, თანამედროვე მსოფლიოსთვის უკვე სრულიად უსარგებლო "მეცნიერებაა" რეალურად (მეცნიერება ბრჭყალებში იმიტომ, რომ სადავო საკითხია). |
ვერ დაგეთანხმები, ერთერთ აქტუალურ საკითხში, ხელოვნური ინტელექტის ფართო დანერგვაში, გარდა ინჟინრების და პროგრამისტებისა, ფილოსოფოსებსაც აუცილებლად რთავენ ხოლმე პროცესებში, ალბათ მიხვდები რატომაც.
და საერთოდ, ყოფითი საკითხებიდან როგორც კი გაუხვევ ოდნავ 'გარეთ', ეგრევე ფილოსოფიას ეჯახები. ფილოსოფია მარტო პლატონის და სოკრატეს საუბრებს არ ნიშნავს, ვიღაცას რომ ეხმარები იმის მიუხედავარ, რომ არაფერს მოელი მისგან, უკვე შენი ფილოსოფიური ტვინის ნაყოფია. ის, რომ 20 საუკუნის წინ მონათმფლობელობა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო და ეხლა სირცხვილი და დანაშაულია, ფილოსოფიური აზროვნების მაღალ საფეხურზე ასვლას ნიშნავს. ჩემი აზრით ფიზიკა და ფილოსოფიაა რის გარშემო ბრუნვაც იწვევს კაცობრიობის განვითარებას.
QUOTE | თან ჩემთვის ავტორიტეტული (და ამ საკითხში კომპეტენტური) ადამიანის აზრიც გავითვალისწინე, რომელიც მეუბნებოდა, არ დაიჯერო, რომ დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი იყოო |
არაა სწორი მიდგომა, ჩემი აზრით. რა აზრი აქვს ვიღაცა რას ფიქრობს ან ფილოსოფოს მამარდაშვილზე ან ფეხბურთელ მამარდაშვილზე? საერთოდ არ უნდა მიაქციო ყურადღება მაგას. 'ვეფხისტყაოსანი' რატომაა მაგარი, იმიტომ რომ დიდ ნაწარმოებად ითვლება, თუ თავად ხედავ რამეს რატომაც მაგარია? თუ ვერაფერს ვერ ხედავ, რატომ გგონია, რომ მაგარია?
ქართული ჰაგიოგრაფია საერთოდ არ მგონია რომ რამენაირად მაგარია და საერთოდ არ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, უბრალოდ ნახსენები უნდა იყოს რომ არსებობს უძველესი ნაწარმოებები. 90% ფილოლოგებისა დამცხებს ამაზე, მარა მაინც მაგარი სიბანძე მგონია.
რუნბენსი მაგარი მხატვარია? მე არ მევასება, მარა ითვლება რომ მაგარია. მე არ მგონია მაგარი საერთოდ. სამაგიეროდ ბოსხი, დალი და პოლოკი მგონია ძალიან მაგარი.
ჩემი აზრით, ხელოვნების, ფილოსოფიის და ლიტერატურის გაცნობისას ვიღაცეების შეფასებების ფილტრი უნდა მოაშორო და შენი აზრი გქონდეს.
--------------------
Attention is all you need.
|