16.09.2020 / 20:00აა
ხათუნა ლაგაზიძე - სააკაშვილის მომავალს ქმნის დღევანდელი რეალობა, მისი დონის ენერგეტიკის ლიდერი არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უბრალოდ, ვერ შვა
მისი თქმით, დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის სააკაშვილის კალიბრის პოლიტიკური ლიდერი.
„პოლიტიკური ლიდერი, რომელიც სააკაშვილს სტრატეგიულ თუ ე.წ მესიანისტურ აზროვნებაში, ენერგეტიკაში, სახელმწიფოებრივი იდეით შეპყრობილობაში გაეჯიბრება, დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, ანუ ლიდერი, რომელსაც აქვს იმგვარი ენერგეტიკა, რომელიც გამოიყვანს საზოგადოებას, შეკრებს მის გარშემო, ორიენტირებას გაუკეთებს სახელმწიფოებრივ მიზანზე და მიიყვანს საარჩევნო უბანთან, ოღონდ ამომრჩევლის კრიტიკულ უმრავლესობას. ამიტომაც ეს ქმნის სააკაშვილის მომავალს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში და ხვალინდელშიც, მანამ სანამ მისი კალიბრის პოლიტიკური ლიდერი არ გაჩნდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ამასთანავე, მისი თქმით, დღეს „ნაციონალური დიქტატურის“ დაბრუნების ალბათობა ნულოვანია იმიტომ, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუცია ამას ვერ უშვებს.

აბა ჰე ქოცებო და ევროქოც–კომპასებო ეტაკეთ ერთობლივად ლაგაზიძეს.
This post has been edited by kardinali100 on 16 Sep 2020, 21:19