ანუ მდიდარს რას ეძახით ჯერ მაგაზე ჩამოყალიბდით
ანუ მაგალითად რუსთაველზე ან პეკინზე ან ჭავჭავაძეზე ვიღაცამ პირველ სართულზე სახლი თუ გააქირავა აფთიაქზე ან ბანკზე ან ა.შ. და თვეში 20 000 იღებს ის მდიდარია?
ან როგორ საზღვრავთ მდიდარს?

მე ვიღაცისითვის მდიდარი შეიძლება ვიყო იქიდან გამომდინარე რომ კარგი ხელფასი მაქვს მაგრამ მე არ ვთვლიდე თავს მდიდრად და ხელფასიც არ მყოფნიდეს.
ვისაც თვეში 20 000 აქვს მდიდარია? აბა კითხეთ რას გიპასუხებთ. არა
30 000+ მდიდარია? არა
რაც მეტი გაქვს მით მეტი გინდა , მოთხოვნაც იზრდება და მაინც არ გყოფნის ფული. აი ფული როდესაც ყველაფერზე გყოფნის ეგ არის მდიდარი ალბათ ? რავიცი რავიცი
პ.ს. ჩემ ახლო მეგობარს დღეს მეშვიდე შვილი შეეძინა . მდიდარია

ფული შეიძლება ბევრი არ ქონდეს მაგრამ უმდიდრესი კაცია