#56872559 · 22 Sep 2020, 23:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
60-იან წლებში 31-ე ქარხნის მუშები გაიფიცნენ, პროდუქტები ცოტაა მაღაზიებშიო. მივიდა მჟავანაძე, მუშებმა მაღაზიებში პამიდორის გარდა არაფერიაო(ზაფხულია). რას ამბობთ ხალხო პამიდორი ძალიან კარგიაო, მე ისე მიყვარს ზამთარშიც კი სულ მაგას მივირთმევო(იმ წლებში პამიდორი ჩვეულებრივი მოკვდავთათვის ზამთარში ისევე იშვიათობა იყო როგორც ბანანი, ანანასი და სხვა.). კახეთში, ქიზიყში, დღევანდელ დედოფლისწყაროს რაიონში იყო სოფელი, რომლის სახელიც ზუსტსდ აღარ მახსოვს, რომლის კოლმეურნეობასაც ბიუჯეტში ერთი კაპიკიც არ შეჰქონდა, მთლიანად შავი ბუღალტერია ჰქონდათ და მთელი ნაშრომი მჟავანაძის ოჯახს ხმარდებოდა. მის პერიოდში დაიწყო სამედიცინო ინსტიტუტში მოსაწყობად ფულების ტრიალი და უღირსების მიღება იქ, აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგებით. და ა.შ. და ა.შ.
|