#56873085 · 23 Sep 2020, 01:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სააკაშვილი ან გავიდეს ქართული პოლიტიკიდან ან ცოტა დაოკდეს.
აღარ გვინდა ნათელა ბებიების და ციცინო დეიდების კუმირი მმართველად.
სააკაშვილს რამდენიმე დადებითი თვისება აქვს რაც ბიძინასგან გამოარჩევს, არის ენრგიული და კომუნიკაბელური. ასევე შეუძლია დაუჯეროს განათლებულ ადამიანებს და მისცეს მათ საშუალება რამე გააკეთონ, ზოგადად მიშას საკადრო პოლიტიკა ბიძინასას ძალიან ბევრად სჯობდა, რის ხარჯზეც იყო უმეტეს წილად ის წარმატებები რაც ნაცების დროს იყო. ამაში სააკაშვილს დიდი პლიუსი ერგება.
მაგრამ ამას იქეთ, დაუოკებელი სურვილი ძალაუფლების და იმის რომ ტაში უკრან სადაც ის მიდის, კრიტიკის მიუღებლობა და ფასადებზე შოუს დადგმა არის მისი დიდი მინუსები.
მას აქვს დიდი რესურსი უდაოდ ეხლაც, მაგრამ მას აქვს ორი არჩევანი, პირველი არჩევანია ჩვენ მოგვცეს საშუალება გამოვიყენოთ მისი რესურსი ჩვენი მიზნების და ეს მართლა წაადგება საქმეს და მასაც დაუფასდება, მეორე არჩევანია მან გამოგვიყენოს ჩვენ თავისი მიზნების მისაღწევად.
სააკაშვილის პირადი მიზნები და ჩვენი მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა. თუ სააკაშვილი შეეცდება მისი მიზნები იყოს პრიორიტეტი და ამ მიზნით შემოვიდეს პოლიტიკაში, ის ისეთივე მტერია როგორც ივანიშვილი. მეტიც მე ვფიქრობ რომ ივანიშვილი და სააკაშვილი 2003 წლიდან დღემდე ერთად მართავენ ქვეყანას რაღაც მომენტში მიშა უფრო ხეირობდა რაღაც მომენტში ბიძინა და ეხლაც ცდილობენ ერთმანეთში გაარკვიონ მთავარი მოხეირე ვინ დარჩება.
This post has been edited by manuchari123456 on 23 Sep 2020, 01:51
|