#56879805 · 24 Sep 2020, 14:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ambitious_Person
QUOTE | არის რაღაც ნაწილები რაც ფიქსირებულად, დამტკიცებულად გაწერილი იქნება რომელსაც ვერ შეეხები |
კი, მაგიტომაც ვერ მოხერხდება მთლიანად განკარგვა. არის რაღაც, რაც ფიქსირებულად უნდა გაიწეროს. მაგალითად იგივე სახემლწიფო აპარატის და ბიუროკრატიის შენახვა. მის შემცირებაზე უკვე ცალკე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. თან უფრო რეალურად დაინახავს ხალხი, რომ მისი ფულია და მისი მეტი ნაწილის გადანაწილება მოუნდება.
alekoberidze
QUOTE | ეგ არ გამოვა, რადგან რეალურად ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს სინამდვილეში სხვა იხდის, რომლის აღრიცხვა არ ხდება. ანუ ყველა გადასახადი პროდუქციის ან მომსახურების ფასში აისახება და საბოლოოდ მყიდველი იხდის |
კი კი, გეთანხმები. მაგას ვერ დაითვლი და ვერ აღრიცხავ ასე ზუსტად - ვინ რამდენი გადაიხადა. საწყის ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ საშემოსავლოს გადასახადის ნაწილი მაინც გადავანაწილოთ დამოუკიდებლად. უბრალოდ რაღაც ასეთი მექანიზმი მგონია რომ რეალურად დაანახებს ხალხს, რომ ბიუჯეტის ფული მისი ფულია სინამდვილეში. და პრიორიტეტებზეც მეტად დააფიქრებს.
|