ამ ერთი თემის მიხედვითაც კი ძალიან კარგად ჩანს ერის ფსიქო-სოციალურ-მორალური მდგომარეობა
არხი რომელზეც ყველაზე მეტი ინტელექტუალური გადაცემაა
არხი რომელზეც ყველაზე მეტი შემეცნებითი გადაცემაა
არხი რომელზეც ყველაზე მეტი დოკუმენტური გადაცემაა
არხი რომელზეც ყველაზე მეტი დაბალანსებული ინფორმაცია გადის
არხი რომელზეც ყველაზე მეტი საგანმანათლებლო გადაცემაა
არხი სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა პროფესიონალური მიდგომა ნებისმიერი საქმისადმი
არხი სადაც ყველაზე ნაკლები აგრესიაა
არხი სადაც ყველაზე ნაკლები მიკერძოებაა
არხი სადაც ყველაზე ნაკლებად მიდის მავნებლობის, სიყალბის და სიბინძურის პროპაგანდა
არხი სადაც არ არსებობს მდორე, პროპაგანდისტულ-ტვინისგამომრეცხი თურქულ-ინდური სერიალები
არხი სადაც არ არსებობს მარკეტინგზე დამყარებული, რეიტინგზე დახამებული, საზოგადოების კიდევ უფრო დამაპირისპირებელი და სრულიად არაფრისმომცემი ტელედებატები და თოქშოუები
არხი სადაც არ არსებობს პიროვნების აბუჩად ამგდები, შეურაცხმყოფელი, ვულგარული და გამოტვინებისკენ მიმართული ბრჭყვიალა შოუები
არხი სადაც ზემოთქმულიდან გამომდინარე საზოგადოების ანუ შენ და შენნაირების ფსიქიკას უფრთხილდებიან და ცხოველად, პურს და სანახაობას დახამებულ ობივატელად არ მიგიჩნევენ
ბობოლა არხებიდან საქართველოში ეს არხი არის ყველაზე ნაკლებად ყურებადი
დიაგნოზია იმისა რაც გჭირთ
ვიზიარებ