#56875801 · 23 Sep 2020, 18:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (girvan_88 @ 23 Sep 2020, 14:03 ) | ამ ერთი თემის მიხედვითაც კი ძალიან კარგად ჩანს ერის ფსიქო-სოციალურ-მორალური მდგომარეობა
არხი რომელზეც ყველაზე მეტი ინტელექტუალური გადაცემაა არხი რომელზეც ყველაზე მეტი შემეცნებითი გადაცემაა არხი რომელზეც ყველაზე მეტი დოკუმენტური გადაცემაა არხი რომელზეც ყველაზე მეტი დაბალანსებული ინფორმაცია გადის არხი რომელზეც ყველაზე მეტი საგანმანათლებლო გადაცემაა არხი სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა პროფესიონალური მიდგომა ნებისმიერი საქმისადმი არხი სადაც ყველაზე ნაკლები აგრესიაა არხი სადაც ყველაზე ნაკლები მიკერძოებაა არხი სადაც ყველაზე ნაკლებად მიდის მავნებლობის, სიყალბის და სიბინძურის პროპაგანდა არხი სადაც არ არსებობს მდორე, პროპაგანდისტულ-ტვინისგამომრეცხი თურქულ-ინდური სერიალები არხი სადაც არ არსებობს მარკეტინგზე დამყარებული, რეიტინგზე დახამებული, საზოგადოების კიდევ უფრო დამაპირისპირებელი და სრულიად არაფრისმომცემი ტელედებატები და თოქშოუები არხი სადაც არ არსებობს პიროვნების აბუჩად ამგდები, შეურაცხმყოფელი, ვულგარული და გამოტვინებისკენ მიმართული ბრჭყვიალა შოუები არხი სადაც ზემოთქმულიდან გამომდინარე საზოგადოების ანუ შენ და შენნაირების ფსიქიკას უფრთხილდებიან და ცხოველად, პურს და სანახაობას დახამებულ ობივატელად არ მიგიჩნევენ
ბობოლა არხებიდან საქართველოში ეს არხი არის ყველაზე ნაკლებად ყურებადი
დიაგნოზია იმისა რაც გჭირთ
ვიზიარებ  |
girvan_88 თემაში რას განიხილავთ დიდად არ მაინტერესებს, ხშირ შემთხვევაში ძირითად საკითხს აცდენილი საუბარია ხოლმე. მონიშნულ შეფასებას მინდა გამოვეხმაურო. ამ არხზე არ არის ჟურნალისტური გამოძიება და არ არის ანალიტიკური გადაცემა. მაგალითად, საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ჭრილში ზაუტაშვილის გარდა სხვა გადაცემების ყურებას აზრი არ აქვს. არხიდან ადრე გაუშვეს გვახარია და ასათიანი(ესენი ხომ კვესიტაძე და პაიჭაძე არ არიან). ობიექტურად კარგი ჟურნალისტია ორივე, მიზეზი კი - ყველამ იცის ამ ქალაქში. თან ხელმძღვანელობა ყოველთვის რატომღაც მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურია, რაც სიახლის თანმიმდევრობაში და ესკალაციაში გამოისახება ახალი ამბების გაშვების დროს. სხვა მხრივ მეტ-ნაკლებად სწორია შეფასებაა.
--------------------
Veritas - Aequitas
|