ვცადოთ, ყველა მხრიდან შევაფასოთ სიტუაცია.
ვის რა ჰიპოთეზები გვაქვს?
მოკლე ინფორმაციას ვფლობ, თუმცა ვეცდები ან ინფოზე დაყრდნობით ავხსნა.
თამარის ურთიერთობა მის ყოფილ შეყვარებულთან (მისი სახელი და გვარი არ მახსოვს)
ყოფილი სატრფო თამარს უყენებს პირობას: "ან მე ან საფრანგეთი".
იმ ყოფილ სატრფოს შეეძლო თამართან ოჯახის უზრუნველყოფა მატერიალურად?
თამარი დარწმუნებული იყო, რომ თუკი სახლში ჩაჯდებოდა, ოჯახს შექმნიდა მისი სატრფო და უკვე მეუღლე თავისი შესაძლებლობებით
მათი შვილების უზრუნველ და სტაბილურ მომავალს ჩაუდგებოდა გარანტად?
როცა ადამიანი გიყვარს, უნდა გესმოდეს რომ მასაც გააჩნია ცხოვრებისეული მიზნები, მისი გზა.
პირობა, რომელიც დაუყენა თამარს მისმა ყოფილმა შეყვარებულმა იყო არასწორი. თამარს მასთან რომ დაეკავშირებინა ცხოვრება და
უარი ეთქვა საფრანგეთში სწავლაზე, ის მის სატრფოს (მეუღლეს) შეიძულებდა.
თუ არ შეიძულებდა, მთელი ცხოვრების მანძილზე შეახსენებდა: "მე რომ გაგეშვი საფრანგეთში სასწავლებლად..."
ეს გარდაუვლად მოხდებოდა და თამარმა ეს იცოდა. მისი თვითმკვლელობის მიზეზი ვერ გახდებოდა სატრფოსთან დაშორება, რადგან შეყვარებული მას ვერ გაყვა პიროვნული, პროფესიული განვითარების გზაზე, ვერც დაელოდა.
სხვა საქმეა, რატომ იყო ყოფილი სატრფო პრინციპულად წინააღმდეგი თამარის საფრანგეთში სასწავლებლად გაშვებისა.
რა უნდა მომხდარიყო მისი დაბრუნების შემდეგ? სამუდამოდ დაკარგავდა თამარს, რომელიც თავს მთლიანად პროფესიას მიუძღვნიდა, ოჯახისთვის კი საერთოდ ვეღარ მოიცლიდა?
ნუთუ ყოფილ სატრფოს არ სჭირდებოდა მასზე უფრო წარმატებული და რეალიზებული ცოლი? ნუთუ?

შესაძლოა.
ქართველ, კავკასიელ მამაკაცს დასაშვებია ჰქონდეს პრეტენზია, რათა მისთვის საყვარელი მეუღლე მხოლოდ მას და შვილებს ეკუთვნოდეს, არასოდეს იმუშაოს.
ძლიერი სქესის ამ დამოკიდებულებასაც სჭირდება გათვალისწინება.
ან იქნებ რაღაც მნიშვნელოვანი - ჯერ კიდევ შეუცნობელი გამოგვრჩა მხედველობიდან?
ჩვენ ყველა ვერსია უნდა გავითვალისწინოთ.
***
როგორია თამარის ფსიქოლოგიური პორტრეტი?
მან არჩევანი გააკეთა (რადგან დააყენეს ამ არჩევანის წინაშე) პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის პროფესიული წინსვლის,
პიროვნული განვითარების სასარგებლოდ და წავიდა საფრანგეთში სასწავლებლად.
ჩავთვალოთ, რომ ეს იყო სწორი არჩევანი, თუ ამ ყველაფრის უკან ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარი ვითარება არ დგას.
თუმცა ჩვენ არ ვიცით, შეეძლო თუ არა თამარს ეთქვა ყოფილი სატფოსთვის: "დამელოდე."
ალბათ არ შეეძლო. იმ კონკრეტულ ვითარებაში თამარმა გააკეთა არჩევანი, რომელსაც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი
და სრულფასოვანი პიროვნება გააკეთებდა. სუსტი ხასიათის ადამიანები რთულ არჩევანს არ/ვერ აკეთებენ.
უცხო ქვეყანაში სასწავლებლად (კვალიფიკაციის ასამაღლებლად) წასვლა თამარისთვის იყო ახალ გარემოში საკუთარი
შესაძლებლობების გამოცდის, თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა. ამ ნაბიჯს დამოუკიდებლად ფსიქოლოგიურად დაუცველი
ადამიანი (რომელიც საყრდენს სხვაში ეძებს, ან ემოციური საყრდენის გარეშე ცხოვრების გაგძელება არ შეუძლია) ვერ გადადგამდა.
ის არის პროფესიულ წარმატებაზე, პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული პიროვნება.
***
რა ხდება თამარის საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ თამარი ბრუნდება საქართველოში და იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც პირისპირ ეჩეხება ქართულ
მენტალიტეტს: პროტეჟეობის მავნე რეალობას, რაც მისთვის სრულებითაც არ უნდა გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი.
რატომ?
1) ის დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. იცის, თუ პროფესიული განვითარებისთვის რა პერსპექტივები არსებობს საქართველოში, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს წარმატების გზაზე. ევროპაში არ დაბადებულა, არ გაზრდილა და იქიდან არ დაბრუნებულა ქართულ რეალობაში. საფრანგეთში წავიდა მხოლოდ კვალფიკაციის ასამაღლებლად. თუ საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ვერ მიიღო შეიპირებული თანამდებობდა (ასეთი პირობის არსებობის შემთხვევაში), ამ პირობის შეუსრულებლობა შეფის მხრიდან ვერ გახდებოდა მისი თვითმკვლელობის მიზეზი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აცნობიერებდა, რომ პირად ცხოვრებაზე უარი თქვა, რათა პროფესიული წარმატებისთვის მიეღწია და უკან დაბრუნებულს კარიერაშიც მოლოდინი გაუცრუვდა. ცოდნა ხომ მისი იყო, რაც მიიღო საფრანგეთში? ამ ცონდას ხომ ვერავინ წაართმევდა?
იმ ერთი სამსახურით ხომ არ იწყებოდა და მთავრდებოდა მისი კარიერული წინსვლის პერსპექტივა?
2) მან იცის, თუ როგორია მისი შესაძლებლობები, რა ბაზისი- ცოდნა დააგროვა და აცნობიერებს, რომ მისი უნარების შესატყვის პოზიციას იმსახურებს სამსახურში.
მან ზუსტად იცის, რა შეუძლია და რას იმსახურებს.
ხოლო თუკი მითითებულ სამსახურში ის ვერ ღებულობს მისი პროფესიული ცოდნის შესატყვის აღიარებას თუ თანამდებობას ეს მიზეზი ვერ გახდება, რათა მან ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიოს. რატომ მფიქრება, რომ ვერ გახდება თვითმკვლელობის მიზეზი?
იმიტომ, რომ მას შეუძლია ადგეს, დატოვოს მითითებული კომპანია და გადავიდეს სხვაგან.
თუ ეს არ გამოდიოდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე (ძნელია დასაქმდე სასურველ ადგილზე),
თამარი ამასაც გააცნობიერებდა (და ეს ისედაც ნათელია, რომ ხვდებოდა), ეყოფოდა მოთმინება, დაელოდებოდა სასურველ მომენტს
დაწინაურებისთვის იმავე კომპანიაში ან ახალი სამსახურის მოსაძებნად.
თამარისთვის პირადი ურთიერთობები როგორც სამსახურში ისე ყველგან ასეთი გადამწყვეტად მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, ის არ იტყოდა
პირად ურთიერთობებზე (ოჯახის შექმნაზე) უარს და არ აირჩევდა კარიერას.
შესაბამისად, ვერც სამსახურში შექმნილი სოციალური ურთიერთობები ვერ
გახდებოდა მისი თვითმკვლელობის მიზეზი.
წარმოიდგინეთ თამარის მდგომარეობა:
1) იცის, რა შეუძლია;
2) იცის, რა სურს;
3) ხედავს, რომ მასზე უკეთ სხვას სრულებითაც არ შეუძლია მოცემული მოვალეობის შესრულება;
4) არ აძლევენ (ართმევენ) იმ ადგილს, პოზიციას, რაც ეკუთვნის.
რა იზამდა თამარი? რადგან არ აძლევდნენ (დაუმსახურებლად ართმევდნენ), რასაც მისი კვალიფიკაციის შესატყვისად იმსახურებდა,
ადგებოდა, გაიქცეოდა და პროტესტის ნიშნად თავს მოიკლავდა?
თუ მოცემულ კომპანიაში (სადაც უკვე მსახურებდა) მისი წინსვლისთვის ხელსაყრელი გარემოების შემნას ვერ დაუცდიდა, მაშინ
ის ზუსტად ასე იფიქრებდა: "თავშიამც ქვა გიხლიათ. მოვძებნი უკეთეს სამსახურს და დაგივიწყებთ, რადგან მე ვიმსახურებ უკეთესს."
პრობლემა თამარს საკუთარ თავთან კი არ ჰქონდა მოსაგვარებელი. თამარს პრობლემას არასასურველი - უპერსპექტივო სამსახური (გარემო პირობები) უქმნიდა.
რაღაი ხედავდა, რომ სამსახურში შემქნილი გარემო პირობების შეცვლა თავად არ შეეძლო ან უნდა დამორჩილებოდა მიღებულ პოზიციას (შეგუებოდა კონფორმისტულად) ან უნდა ამდგარიყო და წასულიყო.
აბა შეფს ხომ არ გაუშვებდა საკუთარი კომპანიიდან?
თამარი სწორედ ასეც მოიქცა: გადაწყვიტა დაეტოვებინა მისთვის არასასურველი სამსახური, სადაც მისი პიროვნული
განვითარებისთვის, პროფესიული ზრდისთვის პერსპექტივას ვეღარ ხედავდა.
სამაგიეროდ აცნობიერებდა, რომ საკუთარ დროსა და შესაძლებლობებს ფუჭად კარგავდა.
რა ხდება ამის შემდეგ?
This post has been edited by Катеньки on 11 Oct 2020, 15:31