სულ მალე მონებადაც არავის დავჭირდებით, ხალხი მიწას შეჭამს ისეთი კრიზისი დაიწყება.
ნაცები მოვლენ, ქოცები დარჩებიან თუ მესამე, მეოთხე და ა.შ.. ძალა შემოაბიჯებს, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
მაგრამ ვინც მოვა, ისიც ბოდიშით და გასაძღომად საკუთარი ინტერესებისთვის იბრძოლებს.
აქ პრობლემა სხვა რამეა. ჩვენ ძირითადს ვერ ვხედავთ თვალახვეულნი.
ხელისუფლებას განა ფული, არჩევნები, პოლიტიკა ან ხალხი ცვლის?!...

არამც და არამც.
ხელისუფლებას ღმერთი აწესებს და ართმევს.
ხოდა როცა ღმერთს უარყოფს, უფალს არაფერს უწოდებს, რწმენას ფეხქვეშ გაქელავს, ეკლესიას -როგორც უფლის სახლს დასაცავად
გაუხდის საქმეს, საკუთარ ხალხს დააშინებს თუ მოისყიდის, იქვე უფლისმიერი მფარველობა ხელისუფლებას მოხსნილი აქვს.
უფლისგან მფარველობადაკარგულ ხელისუფლებას ისღა დარჩენია ბოროტის ანაბრად ძალადობრივად შეინარჩუნოს ძალაუფლება ხელში.
იმ ბოროტის ანაბრად, რომელსაც თავად გაუღო ფართოდ კარი. გამოვფხიზლდეთ.
უფალი არც ერთს აღარ მფარველობს დიდი ხანია. ამიტომ ამ ორიდან არც ერთი ძალა უმრავლესობაში არ უნდა მოვიდეს.
უკეთესია, საერთოდ შეეშვან საქართველოს. ჩემი სამშობლო მათ ხელში ვერ გადარჩება, რამეთუ არც ერთმა
ვერ/არ გააცნობიერა საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაული თუ დაშვებული შეცდომები.
მე ვწერ იმას, რასაც ვხედავ. მხოლოდ ფაქტების ობიექტურ კონსტატაციას ვახდენ.
ჩვენ - საზოგადოებას ისღა დაგვრჩენია გავიაზროთ რეალობა:
ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ კი არა, საქართველომ უნდა გაიმაჯვოს უფლის რწმენის გზით
ამ უმძიმეს პერიოდში, როცა ბეწვის ხიდს გავდივართ. საყრდენი რომელიმე პოლიტიკური ძალა არ არის.
საწყისიც, საყრდენიც, იმედიც, ხსნაც და გადარჩენაც წმიდა სამებაა, რწმენაა, სულიერებაა.
გადარჩენა ეროვნული თვითმყოფადობის საწყისია: ენა, მამული, სარწმუნოება.
გადარჩენა პირადი ინტერესების დავიწყება და სახელმწიფოებრივი აზროვნებაა.
გადარჩენა ჯანსაღი ხედვა თუ იდეოლოგიაა, ჭეშმარიტ ფასეულობათა მსახურებაა.პირადად, არასოდეს მიმსახურია რომელიმე ლიდერისთვის.
მე უფალს ვემსახურები და საქართველოს ჯარისკაცი ვარ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში.
This post has been edited by Катеньки on 4 Oct 2020, 12:33
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.