გარკვეულწილად მართალია (თავისი გადმოსახედიდან) :დ
იმის თქმა მინდა რომ თბილისელი სომხები კულტურად, სოციალურად და მენატალურად კარგად არიან ინტეგრირებულები აქ, ახალგაზრდობამ ბევრმა წესიერად სომხურიც კი არ იცის, საუბრობენ ქართულად, სოცქსელებში წერენ ქართულად, ერთმანეთთანაც კი კომუნიკაცია აქვთ ძირითადად ქართულად (+რუსულის ჩანართებით), მეგობრები ჰყავთ ქართველები და ა.შ.
ანუ არიან "სომხური წარმოშობის ქართველები" რა.. ჩვენები არიან.
რათქმაუნდა სომხეთის და იქაური სომხების მიმართ აქვთ სიმპათიები და ბევრს იქ ნათესავებიც ჰყავს და ა.შ.
მაგრამ სომხების გაგებით "სომხები" აღარ არიან

ჰოდა, რაღაც უაზრო პროპაგანდას არ აჰყვებიან და სადღაც გადაკარგულში არ წავლენ რომ სხვის ომში მოკვდნენ იქ..
იმიტომ რომ "წარმომავლობის" მიუხედავად მათი რეალური სამშობლო არის ის ადგილი სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ - ანუ საქართველო და თბილისი.
ჰოდა იმიტომაც ვერ იტანენ ზოგიერთი იქაურები

აი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და მაქეთ მცხოვრები სომხები კი სულ სხვა ამბავია.
ეგენი არც ქართულად ლაპარაკობენ, არც საქართველოს კულტურულ სივრცეში არიან ინტეგრირებულები და ზოგადად მოწყვეტილნი არიან ქართულ რეალობას. უმეტესობა ყოველშემთხვევაში.
ნუ მასე იყო სადღაც 7-8 წლის წინ, ბოლოს როდესაც ვიყავი მაგ მხარეში, მაგრამ არამგონია რამე შეცვლილიყო.
თავის დროზე ზვიადსაც, ედიკასაც, მიშასაც და ნუ ახლა ამათაც უნდა ემუშავათ სომხების და აზერების რეინტეგრაციაზე, მაგრამ ფაქტიურად არასოდეს არაფერი გაკეთებულა..
