ძალიან კარგი დროა - არ დავკარგოთ ძველი გზა და არც ძველი მეგობარი..
პუტინთან სასწრაფოდ უნდა ჩავიდნენ ჩვენი დიპლომატები და დაუდონ კონკრეტული ფაქტები (აუცილებელია შეხვედრას დაასწრონ დუგინი და ვიქტორ პელევინი...)
1) ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ ხომ ხედავთ რა ხდება რეგიონში -> სომხები ნელ-ნელა ირანული გავლენის ქვეშ ექცევიან და აზერბაიჯანი დიდი ხანია თურქეთის პარტნერია, მოკლედ
ჩათვალეთ დაკარგული გაქვთ ეგ ქვეყნები..
2) ერთადერთი მორწმუნე და ასე ვთქვათ რუსულ კულტურასთან დაახლოებული ქვეყანა საქართველოა, რომელსაც გამოცდილება აქვს მეფის რუსეთთან ერთად - კავკასიაში
ისლამისთ ფუნდამენტალისტებთან ბრძოლის.. გავახსენებდი გენერალ ბაგრატიონს, რომლის არიერგარდმა მიურატის კავალერიისგან იხსნა რუსეთის დიადი არმია და ზურგი შეუქმნა
საბოლოოდ რომ არ განადგურებულიყვნენ, ხოლო ბოროდინოს ველზე კიდევ დავუსა და ნეის ისეთი ბრძოლა გაუჩაღა, რომ სანამ არ მოკლეს - ორი ხმლით იბრძოდა. არაფერს ვამბობ სტალინზე და ა.შ და ა.შ
ქართველისთვის იოლი გასაგებია, რუსეთის იმპერიალიზმი და მისთვის ბრძოლა - თუკი მასში წმინდად ქრისტიანული მისიაა ჩადებული და ამასთან ერთად მცირე საზღაურიც - იქნება ეს მოდერნიზებული
იზლერის ბაღი თუ ოპერისა და ბალეტის თეატრები, რომლებიც ესესერში მეორე იყო.. მოკლედ no money, no honey-ს პრინციპი

ამ დროს კარგი იქნება თU დუგინი წამოხტება და თავის ცნობილ ფრაზას იტყვის -> ქართველმა ქრისტიანებმა ხელახლა უნდა მოგვნათლონ ურწმუნო რუსებიო.. ეი ხაზი გაესმება ჩვენს pure რელიგიურ
უპირატესობებს და სულიერ უნარ-ჩვევებს..
3) ამ ზედა ორი პუნქტის გათვალისწინებით - რა გვჭირდება ქართველებს რომ ვიყოთ ბედნიერები: ენა, მამული და სარწმუნოება.. ეი დაგვიბრუნეთ ჩვენი მიწები, რომ აღვასრულოთ ჩვენი
სულიერი მისია როგორც ამაზე ბატონი ზვიადი საუბრობდა.. ამასთან ერთად მოგვეცით ცოტა ფული რომ კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება შევძლოთ და დამოუკიდებლობა ეი სუვერენიტეტი
რომ ასპარეზი გაგვაჩნდეს მსოფლიოში - ინდივიდუალიზმის წარმოსაჩენად და ეგოს გამოსაკვებად..
4) სანაცვლოდ რას მიიღებს რუსეთი -> ფარს და საყრდენს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ ქრისტიანული იდეოლოგიის დამცველი იქნება და მეორეს მხრივ - როგორც ვორონცოვს უნდოდა ერთ დროს - სიმბოლო იმისა, რომ რუსეთთან პარტნიორობა არ ნიშნავს სიბნელეს და განუვითარებლობას.. თუ საჩხერე ჩვენი მოდელია, ჩვენ რუსეთის მოდელად შეგვიძლია ვიქცეთ და ჯაჭვი შეიკრას..
5) სელექციური ვესტერნიზაცია (selective westernization..) ანუ მომეცი უფლება ავიღო დასავლეთისგან ის რაც მჭირდება და რაც ცუდია - მაგი მე შენზე უკეთ ვიცი და ისედაც არ მინდა (აქ ერთვება ჩვენი საპატრიარქო)..
მოკლედ ძალიან ბევრი წინაპირობაა უკვე საიმისოდ, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები განახლდეს, მახსოვს ჩემს ბავშვობაში ე.წ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა გადაცემა მოსკოვი-თბილისი
და ა.შ და ა.შ..

რაც შეეხება ამერიკას და ევროპას - ჯერ იქ არჩევნებია ჩასატარებელი, სლიპი ჯო და შაპირო, მოკლედ არასტაბილური გარემოა.. რუსეთი კიდევ სტაბილურობას ასხივებს - აგერ ამ ომშიც წყნარად
და ლამაზად აკვირდებიან მოვლენებს.. ჩვენ დროა რაციონალურად შევაფასოთ მოვლენები და შესაბამისი ნაბიჯებიც გადავდგათ..
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი