ერთხელ ცოტა სერიოზულად დავწერ და დალშე ჩვეულ რეჟიმში გადავალ:
გენოციდმა დაასვა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დაღმა სომხურ ერს. დროთა მანძილზე ეს დაღმა გადაიზარდა იმის ქვეცნობიერ - ცხოველურ შიშში რომ ერთ დღეს ოსმალები დაამთავრებენ დაწყებულ საქმეს და მსოფლიოც ისევ ტრიბუნებიდან დააკვირდება ჩვენს გაჟლეტასო.
საბჭოთა დროს ასე თუ ისე ყველაფერი იყო წყანარად და ეს შიშებიც ცოტა მეორე პლანზე იყო. სავოკის დალპობის ბოლო პერიოდიდან რუსეთმა დაიწყო სომხების მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხში, რისი კულმინაცია იყო ყარაბაღის ომში სომხებისთვის დახმარება. ღორი რო უფასოდ არაფერს არ აკეთებს კი იცით და შესაბამისად მოხდა ქვეყნის გადაწყობა ლამის რუსეთის კოლონიის დონეზე როგორც უსაფრთხოების და გადარჩენის ერთადერთ ფაქტორზე და დაიწყო მოსკოვიდან მოსული დირექტივების აქტიური გატარება ეროვნულ პოლიტიკაში (რისთვისაც აგინებთ სომხებს უმეტესად ეგენი).
ყარაბაღის აღების მერე, ყველა შეტაკებაში რაც მანდ იყო რუსეთმა პირდაპირ თუ ირიბად სომხების მხარე დაიჭირა და ამას მოყვა "რუსეთი ჩვენ დაგვიცავს" იდეის კიდევ უფრო გამყარება და საქართველოს კიდევ უფრო გადაკიდება.... რაც გამოვლინდა 2008-წლის სომხეთის ქცევაში რასაც გამართლება არ აქვს, ეს იყო სუფთა რუსეთის კოლონიის დონის პოლიტიკის გატარება.... მარტივ ენაზე პროჭობა ქვეყნის და ერის მაშტაბით...
საქართველის სამხედრო მარცხის მერე კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის ფაქტორი სომხეთში.... დაახლოებით ესე "დიდმა ღორისტანმა არ გაწირა ოსები და არ გაგვწირავს ჩვენცო" ფიქრობდა ბევრი.....
პაშინას მოსვლის მერე (პირველი პრეზიდენტი ვინც რეალურად ხალხმა აირჩია) დაიწყო ნელ-ნელა ღორების გავლენიდან გამოსვლა..... ალბათ ბევრს ეგონა რო ღორები მაინც დარჩებოდნენ სომხების დამცველებად მარა როგორც ვხედავთ ეგ ეგრე არ მოხდა, ჯერ-ჯერობით მაინც...
რა ხდება დღეს, სომხეთი ისევ მარტოა თურქების წინაშე, ღორისტანი ჩუმადაა, მსოფლიოც არ იბერტყავს ყურს დიდად და შესაბამისად გენოციდის ის ცხოველური შიში ისევ გაღვივდა.....ბევრ სომეხს რეალურად სჯერა რომ თუ ყარაბაღი დაიკარგა, ეგ არის სომხების როგორც ერის სიკვდილის დასაწყისი.... თქვენ კი ღადაობთ ამაზე და ბევრი სომეხი მართლა ეგრე ფიქრობს.....
რატო აგინებენ ქართველებსო კითხულობს ბევრი.... სომხებში გაიღვიძა იმის პანიკურმა შიშმა რო ვსიო დაგვერხა. ყველამ დაგვიკიდა და მალე ყველას გაგვჟლიტავენ თურქებიო..... დადის ჭორები/ინფოები რო საქართველო მხარს უჭერს ოსმალებსო (ეხა ამაზე ვორნი არ გამოუშვა სატურნ, რასაც ფიქრობენ სომხები ისე ვწერ).... ეს პირდაპირ მიაბეს ისევ გენოციდის შიშშს და უკვე დახატულ მტრის ხატს (ოსმალები) მიამატეს საქართველოც, როგორც მაგათი ღია თუ ფარული მხარდამჭერი....
ამ ომში მოხდება ისეთი საზიზღრობები და საშინებელები რაც ჩეჩნეთის ომის მერე არ ყოფილა, აზერებისთვის ეს შეიძლება იყოს ომი ტერიტორიისთვის. მარა სომხებისთვის ეს არის ომი გადარჩენაზე..... თან კუთხეში მიმწყვდეული პოზიციიდან.....ვინმემ უნდა გააჩეროს ეს მარაზმი, დროებით მაინც... სომხები ისეთ დანაკარგებზე წავლენ ამ ომში რასაც აზერეთი ფიზიკურად ვერ გაუძლებს...... ის მაინც იკითხეთ რატო არ არიან ტყვეები ამ ომში? სულ 3-4 კაცი აჩვენეს აზერებმა და ეგენიც თუ სომხები იყვნენ საკითხავია....
მინდა ერთი რამე გავიმეორო... სომეხი ერი ფსიქოლოგიურ დონეზე არის ცხოველურ შიშში რო მოვიდა მაგათი აღსასრული.... ყველაფერზე წავა სომხეთი ოღონდ გადარჩეს.... აბსოლუტურად ყველაფერზე....
ქართველმა ერმა არ იცის რა არის ეგ გრძნობა და იმედია ვერასდროს ვერ გაიგებს..... გაქვთ მიზეზი გეზიზღებოდეთ სომხეთი, ბაზაარი არაა ვის არ შეძულდება რუსეთის კოლონია.....
იღადავეთ და იქილიკეთ სომხეთზე, თქვენი უფლებაა. და მიზეზებით გაქვთ. პროსტო აი უაზროდ ნუ აჯერებთ საკუთარ თავს რო აზერები მარტო მოიგებენ ამას....ვერ მოიგებს ულვაშა მარტო ამას, არ უღირს მაგას თაობების საფლავად ყარაბაღი..... სომხებს კიდე უღირთ ისევ ისევ იმ ფსიქოლოგიური-პანიკური შიშის გამო.... სომხების თავგანწირვა და last stand-ები ეხა ნახეთ თუ მართლა ყარაბაღის დაკარგვაზე მივიდა საქმე..... ვნახოთ რა მოხდება შემდეგში, შეიძლება რამე შეიცვალო მანდს, შეიძლება არა.. ჯერ-ჯერობით ბევრი სომეხი ესე ხედავს არსებულ სიტუაციას...
ხო გსმენიათ შიშს დიდი თვალები აქვსო.. ხოდა ეგ ხდება ეხა სომხეთში.... მაგას დაუმატეთ ტრადიციული სომხური ეგო და ეგაა რა....
ცოტა კი არულად ვიბოდიალე , შეიძლება რამე გამომრჩა მარა არ მახასიათებს სერიოზული პოსტები, რა ვქნა აბა, მე ხომ რიგითი სომეხი ტროლი ვარ
ხსნილია კითხვები, გინება, შესწორებები და ა.შ
This post has been edited by Ryu on 6 Oct 2020, 22:08
საინტერესოა რომ იმას რასაც სხვას ვაბრალებთ და რისთვისაც ვაკრიტიკებთ ზუსტად ისე ვიქცევით (c) 2Bua
არსებობს ქოცების ევოლუციის სამი სტადია: პროსტო ქოცი, ულან-ბატორელი ელექტრიკი და შაკო კუჭაშვილი
19 ნოემბერი - 600 000 მოვალის ხსენების დღე