რაკი ეგ "სოციალიზმი" ძალიან ბუნდოვანი გაჭიმული გაგებაა, ამიტომ ასე ჩამოვყალიბდეთ სოციალისტურ ქვეყნებს პირადად მე რას ვეძახი:
1) ერთპარტიული დიქტატურა და უცთომელი ბელადი მის სათავეში. ან მსუბუქ შემთხვევებში ავტორიტარული მმართველობა. ამის მაგალითი - ვენესუელა
2) წარმოების საშუალებების კონტროლი სახელმწიფოს/ბიუროკრატიის ქვეშაა. ანუ შენ ფლობდე ქარხანას, რაიმე პროდუქცია გამოუშვა - არ შეიძლება
3) ცენზურა ყველაფერზე. რა არის სწორი ამას წყვეტს პარტია, სხვა აზრის გამოთქმა ისჯება ისეთ ცნობილ კურორტებზე გაშვებით როგორიც მაგადანი..........
4) უხარისხო პროდუქცია
5) დეფიციტი და რიგები ლამის ყველაფერზე
6) ბევრი სახის პროდუქცია უბრალოდ არც იწარმოება
7) იდეოლოგიური დიქტატურა. ამის ერთ-ერთ შედეგია მაგალითად მეცნიერების გარკვეული დარგების დევნა რაც გარანტირებულად იწვევს ჩამორჩენას განვითარებული ქვეყნებიდან.
8) არ გიშვებენ უცხოეთში. უცხოეთზე ვიღა ჩივის, სსრკ-ში ნებისმიერი ქალაქშიც ვერ წახვიდოდი საცხოვრებლად კაი ხნის განმავლობაში
ის რაც შვედეთშია ეგ რაღაც სხვაა, არ შეიძლება მასაც და საბჭოთა წყობასაც "სოციალისტური" ერქვას. მე "სოციალიზმში" იმას ვგულისხმობ რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით და ეგ წყობა არის ანტიმაგალითი კაცობრიობისათვის, აი მართლა მტერს უნდა უსურვო მასში ცხოვრება