უპილოტოების აღმოჩენა-ჩამოგდებისათვის ჩემი აზრით იდეალური იქნება:
1. საჰაერო სივრცის სკანირება პასიური რადიოლოკაციით
2. აღმოჩენის შემთხვევაში სამიზნის დაზუსტება, გაცილება ოპტიკურ დიაპაზონში (ლაზერული მანძილმზომის ჩათვლით). აქტიური რადიოლოკაციის ჩართვა მხოლოდ საჭირო მომენტში (სამიზნის დაზუსტება ან გაცილება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში)
3. განადგურება საზენიტო არტილერიის პროგრამირებადი ჭურვებით ან მომავალში ლაზერული სხივით
რატომ ვფიქრობ ასე:
1. დრონი ფაქტიურად მუდმივადაა კავშირზე მართვის ცენტრთან, მუდმივად ახდენს გამოსხივებას რადიოდიაპაზონში, შესაბამისად პასიური რადიოლოკატორი მარტივად დააფიქსირებს, თუნდაც აღმოჩენის მაქსიმალურ მანძილებზე (თავისთავად რადიოჰორიზონტზე დაბლა არ უნდა იყოს დრონი)
2. პასიური რადიოლოკატორის მიერ სამიზნის კოორდინატების არც თუ ისე დიდი სიზუსტის და დრონების დაბალი ინფრაწითელი კვალის გამო, გაცილება და სამიზნის დაზუსტება მოხდეს ოპტიკურ დიაპაზონში, მანძილის დაზუსტება ლაზერული მანძილმზომის გამოყენებით.
3. მართვადი რაკეტების სიძვირიდან გამომდინარე დრონის განადგურებისათვის იდელური იქნება იაფი პროგრამირებადი საზენიტო-საარტილერიო ჭურვები. ამ არტილერიის გამიზვნა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოხდეს აქტიური რადიოლოკატორის მოკლევადიანი ჩართვებით, ჩასაფრებიდან
4. პატარა, დაბალსიჩქარიან, იაფფასიან დრონებს (ბაირახტარი ამ კლასში გადის) დიდი მანძილიდან დარტყმა არ შეუძლიათ, მოქმედებენ ოპტიკურ დიაპაზონში, განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ამინდის მიმართ, ამ მინუსებიდან გამომდინარე აღმოჩენა-განადგურების ზემოთ ჩამოყალიბებული მეთოდი სრულიად რეალური იქნება, განადგურების დიდი ალბათობით
5. ჰსთ-ს მსგავსი სისტემის განადგურება რთული იქნება ძირითადი სისტემების პასიური მუშაობის გამო, მათი აღმოჩენის სირთულიდან გამომდინარე
ასეთი სისტემები უკვე არსებობს თუ გადავხედავთ:
პასიური რადიოლოკატორები ჩეხური წარმოების: Vera-NG -
https://www.era.aero/en/military-security/vera-ngსაზენიტო არტილერია პროგრამირებადი ჭურვებით: Skyshield -
https://en.wikipedia.org/wiki/Skyshieldასევე შესაძლებელია იაფი საზენიტო რაკეტების გამოყენება, განსაკუთრებით ეფექტური იქნება ლაზერით მართვადი სისტემები, მაგალითად:
ბრიტანული Starstreak -
https://en.wikipedia.org/wiki/Starstreakან შვედური რბს-70 -
https://en.wikipedia.org/wiki/RBS_70პასიური რადიოლოკაცია, ადრეული აღმოჩენა, გაცილება ოპტიკურ დიაპაზონში, აქტიური რადარის საჭირო მომენტებში ჩართვა, ესაა ამ დრონების იაფი წამალი არსებული მუშა ტექნოლოგიებით
რამდენად ეფექტურია დასავლური წარმოების ჩახშობის სისტემების გამოყენება ვერავინ იტყვის ჯერჯერობით, რუსული ჩამხშობების არაფექტურობა სახეზეა
რუსეთი მსაგავსი სისტემების მწვავე დეფიციტს ან საერთოდ უქონლობას განიცდის
მაინტერესებს თქვენი აზრი
პატივისცემით,