როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი - ცოტნე გამსახურდია,
2019 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, კოლხურ კოშკთან ახლოს, დაჭრეს გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ.
დანაშაული სუფთა საგამოძიებო საქმე იყოო, დამნაშავეებსა და ცოტნეს შორის სუფრაზე შეიქმნა კონფლიქტიო, რაც
ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდაო და შედეგად ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობა მოჰყვაო.
ბრალდებულებს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 15-15 წელი, დანარჩენებს 5 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათო.
და დღეს, ცოტნეს მკურნალობის ყველა ხარჯს გერმანიაში ბატონი ბიძინა და მისი ბანკი "ქართუ" აფინანსებსო. ო. რა არის აქ გაუგებარი?!...
***
ცოტნე გამსახურდია დაჭრეს
https://ajaratv.ge/article/5313919 დეკემბერი 2019, 20:04
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია ქუჩაში დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში ვერაზე, კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ცოტნე გამსახურდიას გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
***
ცოტნე გამსახურდია ფაქტობრივად ახლიდან სწავლობს სიარულსა და ლაპარაკს – ოჯახის ადვოკატი
https://netgazeti.ge/news/50749421.12.2020
ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ამ დრომდე უტარდება სარეაბილიტაციო პროცესი
და “ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს სიარულს და ლაპარაკს”. ამის შესახებ გიგუაშვილმა დღეს, 21 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გიგუაშვილის თქმით, ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე გერმანიაში რჩება და იქ გადის სარეაბილიტაციო კურსს.
“მას [ცოტნე გამსახურდიას] უტარდება ყველა სათანადო პროცედურა, რომელიც ასეთი რთული სარეაბილიტაციო პროცესისთვის არის დამახასიათებელი.
გერმანიაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. თუ რაიმე პროცედურა არსებობს ინოვაციური, ტექნოლოგიური მედიცინის თვალსაზრისით რაიმე მიღწევა,
ყველაფრის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია, მათ შორის მატერიალური, ფინანსური თვალსაზრისით”, – განაცხადა გიგუაშვილმა.
ასევე, ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გამსახურდიას ექიმები ამბობენ, რომ მის რეაბილიტაციას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება
იმისთვის, რომ სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება.
“სრულიად კონტაქტურია, სრულიად ადეკვატურია, სრულად აღიქვამს კომუნიკაციას, მოვლენებს, მათ შორის მან [ცოტნე გამსახურდიამ] მის მიმართ
ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მეუღლესთან გარკვეული ტიპის კომუნიკაცია განახორციელა ჟესტების ენით.
ამ ეტაპზე ის შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით და ჟესტების ენით, ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს
ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს”, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.
გიგუაშვილის თქმით, გამსახურდიას მკურნალობის კურსი რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ჯდება, რასაც სრულად აფინანსებს “ქართუ ბანკი”.ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. გამსახურდია ჯერ თბილისის,
შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში მკურნალობდა. ამჟამად მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.
გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე 2 პირს შეეფარდა 15- წლიანი პატიმრობა. მათ ბრალად ედებოდათ დამამძიმებელ
გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს კი, მოსამართლის განაჩენით, 4 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
***
სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა
სასამართლო გადაწყვეტილებები
https://tcc.court.ge/ka/Decision/sasamarTlo...acheni-daadgina11 სექტემბერი, 2020
2020 წლის 11 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ცოტნე გამსახურდიას
ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების: ტ. ღ.-ს, გ. ს.-ს, პ. ყ.-ს და კ. ჩ.-ს მიმართ.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში და ბრალდებულებს ტ. ღ.-ს და გ. ს.-ს ჯგუფურად
ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა,
დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის კი, ბრალდებულ კ. ჩ.-ს 5 წლით, ხოლო ბრალდებულ პ. ყ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
საქმე ეხება 2019 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, სუფრაზე წარმოქმნილ კონფლიქტს, რომელიც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში
გადაიზარდა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა დაზარალებული ცოტნე გამსახურდია.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული
მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით,
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
This post has been edited by Катеньки on 8 Oct 2021, 04:21
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.