დაწერე კაცო ნუ გერიდება, აზრი რომ დაწერო აუცილებელია იგინო?
* * *
"ოცნებამ" მხოლოდ 3 კვირის განმავლობაში საარჩევნო ბანერებსა და რეკლამებზე 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ტყუილად გადაყარეს ამდენი ფული, მაგათ მაინც აღარაფერი უშველის
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალაღმოჩენილი რუკები, ის ფაქტობრივი მასალა, რომელიც საქართველოს უკეთეს და უფრო სამართლიან პირობებში აყენებს, გამოვიყენოთ შემდგომი მოლაპარაკების პროცესში აზერბაიჯანთან და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ დაცვა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
რით არის განპირობებული ოპოზიციის სრული თანხვედრა დავითგარეჯის თემაზე და შესაძლებელია თუ არა ოპოზიციონერი ლიდერების კრიტიკული პოზიციის გამო მართლაც დაიმალოს რეალური დანაშაული? - ამ კითხვებით მივმართეთ "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილს.
- "ქართული ოცნება" 8 წელია ხელისუფლებაშია. თუ ღალატისა და ტერიტორიის უკანონოდ გადაცემის შესახებ იცოდა, ამდენ ხანს ვერ მიხვდა და მაინცდამაინც არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გაახსენდა? უპატიებელია, როდესაც სახელმწიფო ინტერესზე მაღლა პარტიულს აყენებ. დავითგარეჯის საკითხის გამწვავება არჩევნებამდე სამი კვირით ადრე სწორედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
- როგორც მმართველი გუნდის ლიდერები ირწმუნებიან, თუ მათ სწორედ ახლა ჩაუვარდათ ხელში რუკები და სხვა ფაქტობრივი მასალა, მაშინ რა უნდა ექნათ?
- თუ ასეთი რუკა არსებობდა, ის კომისიის წევრის კაბინეტში ინახებოდა, ჩვენი უშიშროება რას აკეთებდა, ეძინა?! ეს ჩვეულებრივი საარჩევნო სპექტაკლია. არის საკითხები, რომელსაც არჩევნების წინ არ უნდა შეეხო. მელაშვილსა და ილიჩოვას ედავებიან, რომ მათი არასწორი ქმედების შედეგად 3500 ჰექტარი მიწა გადავიდა აზერბაიჯანის საკუთრებაში. ე.ი. თუ ვიღაცის შეცდომის თუ დანაშაულის გამო ტერიტორია დავკარგეთ, ხომ უნდა ვიზრუნოთ დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებაზე?! ახლა, როდესაც ყარაბაღში ასეთი რთული ვითარებაა ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის, რამდენად მიზანშეწონილია ამ თემაზე საუბარი?! თუ უბრალოდ მთავარია ადამიანები დავსაჯოთ და ტერიტორია ჯანდაბასაც წაუღია? რაშია ამ ხალხის პასუხისგების არსი. ასეთი თემების წინასაარჩევნოდ წამოწევა და არაფრის მომცემი ფაციფუცი არის ამაზრზენი.
მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მეზობელთან, თუნდაც ის სტრატეგიული პარტნიორი იყოს, ურთიერთობის დაძაბვის შიშით რაიმე დავთმოთ. ვერავინ, მათ შორის ვერც აზერბაიჯანი უნდა გვიბედავდეს ტერიტორიის წართმევას. უბრალოდ, წინასაარჩევნოდ არ არის მიზანშეწონილი ამ თემის წინ წამოწევა. როცა ასეთ რამეს აკეთებ, ან რუსეთის წისქვილზე ასხამ წყალს და აზერბაიჯანს მიზანმიმართულად უპირისპირდები, ან შენი ვიწროპარტიული ინტერესების გამო, იმისთვის რომ ხელისუფლებაში დარჩე, ქვეყანას წირავ. თურმე ვიღაც ექსპერტს უჯრაში ჰქონდა ამდენი წლის განმავლობაში რუკა დამალული, უშიშროება კი ჭერში ბუზებს ითვლიდა. ამდენი სისულელეებით "ოცნება" თავისი ხელით ჩამოიმხობს თავზე ხელისუფლებას.
- როგორ აფასებთ წინასაარჩევნო გარემოს და რა მოლოდინი გაქვთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისგან?
- "ოცნება" აუცილებლად დამარცხდება. "ოცნების" ლიდერების განცხადებები, რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებენ, არის საკუთარი თავის გამხნევების მცდელობა. ისევე როგორც მე, თავადაც დარწმუნებულები არიან, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებას ჩამოშორდებიან. არა უშავს, გადავიდნენ ოპოზიციაში. კალაძეს კი წარმოუდგენია თავი საბჭოთა კავშირის რაიკომის პირველ მდივნად, მაგრამ რეალური მოცემულობა სხვაგვარია.
- რატომ ფიქრობთ, რომ კალაძეს თავი რაიკომის მდივნად წარმოუდგენია?
- როგორც კი ივანიშვილმა თქვა, ცენტრალურ პარკს დავაბრუნებო, გამოხტა და თქვა, ასეთი და ასეთი პარკი გვექნებაო. საბჭოთა კავშირი რა იყო? რასაც გამოგიცხადებდნენ, შენ მოგწონდა თუ არა, ტაში უნდა დაგეკრა. კარგია, ივანიშვილმა თბილისელებს წართმეული იპოდრომი უკან რომ დაუბრუნა, მაგრამ აღმაშფოთებელი იყო კალაძის საქციელი, უნდა რომ იქაც თავის ჭკუაზე მოაწყოს ყველაფერი. ღია კონკურსი გამოაცხადოს და ხალხს ჰკითხოს, რისი გაკეთება უნდათ იქ. ვაფრთხილებ, არ გაბედოს იქ რაღაცების მშენებლობა. ვითომ ხალხზე ზრუნავენ, სინამდვილეში საკუთარი ინტერესები აქვთ. მხოლოდ 3 კვირის განმავლობაში საარჩევნო ბანერებსა და რეკლამებზე 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს. ტყუილად გადაყარეს ამდენი ფული, მაგათ მაინც აღარაფერი უშველის, დათვლილია მაგათი დღეები.
https://www.kvirispalitra.ge/politic/69845-...a-sheekhoq.html
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)