კარანტინს რას უძახით კონკრეტულად?
კომენდანტის საათის შემოღებას აზრი არააქ ჩემი აზრით და არც არის საჭირო ჯერ, მითუმეტეს იმ ფორმით რაც ადრე იყო

აი ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს
1) დავაწესებდი პირბადის გამოყენების აუცილებლობას ყველგან, + ჯარიმა გამოიყენებლობაზე (პირველად 20 ლარი, განმეორებითი 50 ლარი)
2) მაქსიმალურად გადავიყვანდი დისტანციურზე დაწესებულებებს : ანუ ბაღს, სკოლებს უნივერსიტეტებს გადავიყვანდი დისტანციურზე მთელი ეს სემესტრი
3) ბანკები მაღაზიები აფთიაქები ბაზრები და ა.შ. ესენი ღია იქნებოდა ოღონდ ძაან აქტიურად უნდა გაკონტროლდეს პირბადის მოხმარება და შესვლის წინ დეზინფექცია
ხო კიდე, აქამდე კაი ზაფხული იყო და ბევრს უჭირდა პირბადეებში მარა ოქტომბრის ბოლოდან აღარ უნდა იყოს ეგ დიდი პრობლემა ამიტო ყველას ვისაც ცხვირი და პირი არ ექნებოდა დაფარული პირბადით ჩავუთვლიდი გამოუყენებლობაში და დაჯარიმდებოდნენ პირველი პუნქტის მიხედვით
ვისაც მართლა სერიოზული პრობლემები აქვს და უჭირს სუნთქვა, იმათ ექიმის ცნობის საფუძველზე ექნებოდათ უფლება პირბადის გარეშე გადაადგილების
This post has been edited by ლევან_ი on 17 Oct 2020, 18:12
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!