წინა გვერდებს გადავავლე თვალი, დიდი მითქმა მოთქმა იყო თუ ვის ხელშია ქალაქი ბოლოს და ბოლოს, ამიტომაც ამ უძილობისას და თვითკარანტინში, გადავწყვიტე ცოტა გავერთო და მომეძია ადგიელბი, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულ ვიდეოებიდან თუ რომელი სადაა გადაღებული.
თავიდანვე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ მე მჯერა, რომ ჰარდუტი აზერბაიჯანელების ხელშია, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთის მიმართულების (ადრე ვიდეოც დაიდო, თუ როგორ მუშაობენ იქიდან სნაიპერები) მაღლობებიდან ჯერაც მიდის სროლა ქალაქის მიმართულებით სომხების მიერ და უსაფთხო არაა გადაადგილება ქალაქის მეორე ნაწილში. თუმცა ბრძოლა ქალაქისთვის ვფიქრობ წაგებული აქვთ სომხებს.
1.
წითელი კანტით შემოსაზღვრულია ერთსართულიანი მაღალი შენობა შედარებით პატარა ზომის მიშენებით, გუგლ მეპზე ჩრდილების დაცემიდან გამომდიანრე ცალსახაა, რომ რუკაზე შემოსაზღვრული შენობა იდენტურია, თანაც ფოტოზე ასახული შენობის სახურავის ფერიც კი გასარჩევია და აშკარაა, რომ ის მწვანეა.
თეთრად შემოხაზულია მიმდებარე ადგილას არსებული შედარებით პატარა შენობა, რომლის დაშორება ემთხვევა ფოტოზე ასახული შენობის დაშორებას.
ყვითლად შემოსაზღვრულია მიწისზედა მილები, რუკაზე აშკარად იკვეთებოდა მათი ჩრდილი, დაინტერესების შემთხვევაში შეამოწმებთ.

2.
ვიდეო გადაღებულია სამხედრო მემორიალის მიმდებარედ, ცალსახაა დამთხევვა სიმეტრიებში და არქიტექტურულ კომპოზიციაში.
რაც შეეხება მეორე ფოტოს ვიდეო რგოლიდან, აქ ჩვენ ვხედავთ იდენტურ მოაჯირებს, როგორც ყვითლად შემოხაზულს, ასევე ყავისფრად, გზად იდენტურია მისი ნაკვეთურებით.

3.
ეს უყვე საინტერესო ფოტოა, აქ ვხედავთ კედელს, შემდგომში ფუჩქებში ჩაფლულ შენობას (ყვითელი) , რომელიც გვერდში გამოდის ღია მწვანე ფერად შემოსაზღვრულ შენობასთან, რუკაზეც ადგიელბი ემთხვევა.
ცისფრად შემოსაზღვრულია კიბეები, რომლის მიმდებარედ აშკარად რაიმე სახლეიმწიფო უწყების 1 სართულიანი შენობაა.
2-ე და 3-ე ფოტოებზე ჩანს იდენტური ტრაილერი, შესაბამისად ვიდეო ახლოსაა გადაღებული, მეორე ფოტოში არსებული შენობის სპეციფიური არქიტექტურიდან გმაომდიანრე ადვილი იყო ამ ადგილის პოვნა, აქაც აშკარაა დამთხვევა რუკისა და ფოტოს.
პირველი ფოტო ვიდეო რგოლიდან გადაღებულია უშუალოდ მესამე კადრთან, რამეთუ ფონზე არსებული შენობების არქიტექტურა იდენტურია.

4.
მეოთხე კადრი ჩემი ვარაუდით ზუმის საშუალებით გადაღებულია იმავე ადგილას, რაც წინა კადრები. ვხედავთ მწვანე სახურავის მქონე მრავალ სართულიანი შენობას, უკანა ფონზე კი დანგრეული ნაგებობაა.
ყვითლად დატანილია სავარაუდო გადაღების ადგილი.

5.
ეს ფოტო აშკარად შემაღლებაზეა გადაღებული, წითლად დახაზული გზა ემთხვევა ამ ადგილას გამავალ გზას გეოლოკაციის მიხედვით.

6.
აქ ვხედავთ მრავალ სართულიან შენობას, აშკარაა, რომ გადაღება მოხდა წინამორბედი კადრის გადაღების ადგილიდან, თუმცა ამჯერად გადაღების მიმართულებაა შეცვლილი. მარჯვნივ არსებული მიშენება ემთხვევა რუკაზე არსებულს. კედელიც იდენტურია მესამე ფოტოს 1 კადრზე არსებულს.

7.
ვიდეოდან ამოღებული ფოტოების გადაღების ადგილები.

1 ფოტო - ყვითელი
2 ფოტო - ლურჯი
3 ფოტო - თეთრი და მწვანე
4 ფოტო - გადაღებულია მწვანე რგოლის ადგილიდან
5 ფოტო - წითელი
6 ფოტო - გადაღებულია მწვანე რგოლის ადგილიდან
თავად ვიდეო -
This post has been edited by SwaT-2011 on 17 Oct 2020, 06:59
ფორუმზე არ ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება არანაირი დემოკრატია. - ფორუმის წესები 1.3 პუნქტი ©