ეს წასაკითხია, საყურადღებო რაღაცებს ამბობს:
ლევან ბოძაშვილი - კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ჩვენთვის ახლა აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა
https://www.interpressnews.ge/ka/article/62...uri-stabiluroba...დღეის მონაცემებით რა ვითარებაა ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის დაპირისპირების ფრონტის ხაზზე?- დღევანდელი მონაცემებით ქალაქი ფიზულიც დაიკავა აზერბაიჯანულმა მხარემ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაქო გაჩერდება და არ გააგრძელებს სამხედრო სვლას მთიანი ყარაბახის სრულად დასაკავებლად. ეს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის ინტერესებშიცაა და ეს ინტერესები ნათლად იკვეთება პრეზიდენტ ალიევის განცხადებაში, რომ ომის შემდგომ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება იქნება.
ამ განცხადებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენიმე სტრატეგიული და დიპლომატიური მინიშნება გააკეთა. პირველი მინიშნება მოიცავს იმას, რომ რეგიონში გაძლიერდება თურქეთის გავლენა და რუსეთის პოზიციები შესუსტდება. ეს ორმაგი დატვირთვის განცხადებაა, ერთის მხრივ რუსეთის გაფრთხილება, რომ აზერბაიჯანი მყარად დგას თავის პოზიციაზე და მეორე მხრივ, რომ თურქული სტრატეგიული მიზანი - შეკრას დიდი თურქული რკალი კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალობას უახლოვდება.
მეორე მინიშნება გულისხმობს, რომ რეგიონის ლიდერისა და სამხერთკავკასიული სატრანზიტო ცენტრის ფუნქცია სწორედ აზერბაიჯანის მიზანი და განაცხადია. ორივე ზემოაღნიშნულის განხორციელება საქართველოსთვის სახელმწიფოებრივად ფუნქციონალური დასუსტების ხარჯზე მოხდება, ვგულიხმობ იმ გეოპოლიტიკურ როლს რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნდა ასრულებდეს და მისი სტრატეგიული ფუნქციის მთავარი ღერძია.
კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ხოლო სომხეთის მომავალი სრულად რუსეთის ხელში ექცევა, თან ისეთნაირად, რომ ვერც ერთი მომავალი სომხური ხელისუფლება რაიმე მცდელობასაც კი ვეღარ განახორციელებს დასავლეთთან დაახლოებისთვის და სრულად რუსეთის გავლენაში აღმოჩნდება.
შესაბამისად, ამ გადაჯგუფებას არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ ევრაზიული მასშტაბის გავლენა ექნება. კერძოდ, მიმდინარე თურქეთ-ამერიკის, რბილად რომ ვთქვათ, კინკლაობითი ურთიერთობები, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის სრულად დამოუკიდებელი თამაშის პირობებში, თავისუფლად შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს, მით უმეტეს თუ ამერიკა გადაწყვეტს რუსული საჰაერო სისტემების გამოყენების გამო რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს, ნატო-ს გავლენის პოტენციური მექანიზმი ჩვენს რეგიონში რადიკალურად დასუსტდება.
სწორედ ამიტომ, არის რომ ბევრის გასაკვირად რუსეთი მეტწილად აზერბაიჯანის მხარეს იჭერს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ფაშინიანის დასჯა სურს. თურქეთიც და რუსეთიც ამ კონფლიქტში სტრატეგიულად მოგებული რჩება, მცირედი სხვაობით, ხოლო დასავლეთი და საქართველო წაგებული.
- სამხედრო დაპირისპირებაში რომ აზერბაიჯანს აშკარა უპირატესობა აქვს გასაკვირი ნადვილად არაა, ვინაიდან აზერბაიჯანს სომხეთთან შედარებით ბევრად მეტი რესურსები აქვს როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე ადამიანური რესურსების თვლსაზრისით.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამ მორიგ დაპირისპირებაში ალბათ ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ ამჯერად მოსკოვის პოზიცია უფრო ბაქოს სასარგებლოდაა, ვიდრე ერევნის.
მეტიც, რუსეთს იმაზეც არ ჰქონია ხისტი რეაქცია, როცა აზერბაიჯანულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორია დაბომბა. არადა, მანამდე მოსკოვი ამბობდა, რომ მას არ ჰქონდა საბაბი თუნდაც ოდბკ-ს ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების გამო სამხედრო ძლებით ჩარეულიყო და დაეცვა სომხეთი.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა რაც ხდება, რუსეთსაც აწყობს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ომის შედეგებით, იგულისხმება სომხეთის დამარცხება, მოიშორებს დასავლეთზე ორიენტირებულ ფაშინიანს, არამედ თავისივე მომავალი გეგმებისთვის ევრაზიულ სივრცეზე ბაქოს გულს მოიგებს.
როგორ შეაფასებდით აზერბაიჯან-სომხეთს შორის მორიგ დაპირისპირებაში რუსეთის მოქმედებას? შეიძლება ითქვას, უმოქმედობასაც კი, რაც რეალურად აზერბაიჯანის სასარგებლოდ პოზიციის დაჭერასაც გულისხმობს?- რუსეთმა ფსონი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გააკეთა, როდესაც თურქეთისგან ნატოში „ტროას ცხენის“ გამოძერწას შეუდგა. თურქეთ-ევროპული უთანხმოება, უთანხმოება აშშ-სთან გულენის საკითხზე, სირიის თემაზე, ასევე თურქეთის მიზანზე - ის ყოფილიყო ფართო შავი ზღვის აუზის მთავარი „მენეჯერი“ და რომ მის გარეშე აქ დასავლეთმა არაფერი უნდა ქნას, ბუნებრივია, დასავლეთის თვალში მინიმუმ კოლექტიურობას ეწინააღმდეგებოდა.
ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბოსფორზე ამერიკული გემების გატარებაზე თურქეთი სპეციალურ რევერანსებს ითხოვდა ამერიკისგან. ამიტომაც, უკვე წლებია, რომ რუსეთი ამ თურქული „ინდივიდუალიზმის“ პოლიტიკურ კაპიტალიზებას ცდილობს და მათი ლოკალური რეგიონალური ინტერსებიც მეტნაკლებად დაემთხვა.
რა თქმა უნდა, თურქეთიცა და რუსეთიც ცდილობს საკუთარი დიდი მიზნები განახორციელოს და აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი ამ ჯაჭვში ერთი გადახლართული კვანძია, თუმცა ეს დიდი მიზნები რუსეთისთვის სცილდება სამხრეთ კავკასიას. ის მინიმუმ გულისხმობს საქართველოს საკითხის ერთი ხელის დასმით გადაჭრას, კერძოდ იმას, რომ სომხეთივით ჩვენც ჩრდილოეთზე სწორების გარდა სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩეს თურქული პოზიციების ძალიან გაზრდის გამო.
მეორე მხრივ, სტრატეგიული, თუნდაც დროებითი, შეთანხმება თურქეთთან კავკასიაზე, საკმაოდ ამცირებს დასავლეთის გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას კავკასიაში. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს ომის გახლავთ თურქეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიერ კარგად გათამაშებული სტრატეგიული პარტია, რომელიდანაც სამივე მოგებული რჩება.
დიდი ალბათობით, როგორც არ უნდა დასრულდეს კონფლიქტი ტერიტორიული თვალსაზრისით, ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნა ვეღარ გაგრძელდება, რაც ავტომატურად პრორუსული ძალების კვლავ აღზევებას გულისხმობს სომხეთში.
...აზერბაიჯანს მიეცემა თუ არა საშუალება აიღოს ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანოკერტი? და კიდევ, თუ რაა, სავარაუდოდ, ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად როგორი კომპრომისული ვარიანტი შეიძლება იქნას მოძებნილი?- ფაშინიანი ტაქტიკურად შეცდა. იგი პირიქით უნდა მოქცეულიყო და მას თავიდანვე აქცენტი კომპრომისზე გაეკეთებინა, ამით მოიგებდა დროს და აზერბაიჯანს სამხედრო წინსვლის საფუძველს გამოაცლიდა მინიმუმ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ახლა ვფიქრობ გვიან არის და არ მგონია, რომ ფარულმა ფრანგულმა „შატლის“ დიპლომატიამ პირადად მას უშველოს.
შესაბამისად, ახლა პრეზიდენტ ფაშინიანის მოწოდებები კომპრომისზე მხოლოდ ჰაერში გასროლილი სიტყვებია უკვე ამ ეტაპზე და თუ არა კონფლიქტის სამხედრო ინტერნაციონალიზაცია, სხვა გამოსავალი სომხურ მხარეს უბრალოდ აღარ აქვს, რათა შეაჩეროს აზერბაიჯანული წინსვლა.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ აზრებაიჯანული მხარე არ გაჩერდება და სტეპანაკერტსაც მიადგება. მთავარი კითხვა აქ არის ის, თუ რა ეტაპზე გამოვა რუსეთი ასპარეზზე და შეაჩერებს ამ სამხედრო სვლას. ჯერჯერობით, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს.
...რა დასკვნების შესაძლებლობას იძლევა ის, რაც ჩვენგან ახლოს ხდება და სავარაუდოდ როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე? აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომის დასრულების შემდეგ საქართველოს რა მიზეზებით შეიძლება დაუვიწროვდეს არჩევანი?- ბუნებრივია მშვიდობა რეგიონში და ჩვენს მეზობლებსა და პარტნიორობს შორის საქართველოს უკიდურეს ინტერესშია. თუმცა, ახლა სიტუაცია იმდენად შეიცვალა, რომ ჩვენი ამოცანა ერთის მხრივ დანაკარგების გარეშე ამ სიტუაციიდან გამოსვლა, ხოლო მეორე მხრივ იმ ფანჯარის გამოყენებაა, რომელიც გაჩნდა.
დეტალურად ეს ყველაფერი შემდეგნაირადაა:
ა) ჩვენთვის ახლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა. კერძოდ არჩევნების მშვიდად ჩატარება და ქმედუნარიანი პარლამენტის შექმნა.
ჩვენ ზედმეტად ვართ გადართული შიდა პოლიტიკანურ საკითხებზე და გვეპარება დიდი გლობალური ძვრები რომელიც მიმდინარეობს და რომელთაც ისტორიული გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე.
კერძოდ, ის რაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენი არჩევანი კიდევ უფრო დავიწროვდება ამ კონფლიქტის შედეგად, გაიზრდება რუსეთის სრული გავლენის ქვეშ საქართველოს მოხვედრის რისკი, ხოლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა შემცირდება.
ჩვენ კიდევ უფრო დამოკიდებული აღმოვჩნდებით თურქეთ-ევროპულ და თურქეთ-ამერიკულ ურთიერთბებზე, ეს კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობას შეიტანს ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში.
ბ) გაგიკვირდებათ და გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც დამაბალანსებელი ფაქტორის მნიშვნელობა და საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ხელისუფლების ცვლილება, მით უმეტეს კოალიციური მთავრობით, საკმაოდ რისკიანია.
ფაშინიანის მაგალითი არ არის შემთხვევითი, სასწორზე მარტივად დგას საკითხი შემდეგნაირად - ან ყველაფერი ან არაფერი - ან ხელისუფლება, ან არაფერი.
შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით ეს საკმაოდ დიდი რისკის შემცველი ფაქტორია, რისგანაც ქვეყანამ თავი უნდა დაიზღვიოს სწორედ სწორი გეოპოლიტიკური პოზიციონირებით. გავითვალისწინოთ, რომ 3 ნოემბერს ამერიკაში არჩევნებია და ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ზუსტად ვერავინ გათვლის ამერიკის პოლიტიკას კავკასიის მიმართ.
ევროპის მიმართ ბუნებრვია ტრამპის დამოკიდებულების პოლიტიკა გადაიხედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის, კერძოდ გერმანიის პოლიტიკა გადაიხედება რუსეთისა და ავტონომიური ევროპული თამაშის მიმართ. გავითვალისწინოთ, რომ აღარც ბრიტანეთია ევროკავშირში და ევროპის ნატოსეული პოლიტიკა ცვლილებების პროცესშია. შესაბამისად მარტო დარჩენის რისკი დიდია.
გ) ამავედ დროს, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში ეროვნულ ამოცანას წარმოადგენს ხელისუფლების დაბალასება. დიახ, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის აუცილებლობა.
შეუძლებელია ახორციელებდე სწორ და დინამიურ საგარეო პოლიტიკას და ხელისუფლებაში მთლიანად შენ იყო, ყოველგვარი შიდაპოლიტიკური „გადამისამართების“ მექანიზმების გარეშე. ძლიერი ოპოზიციის არსებობას აქ განსაკუთრებული როლი ეკისრება.
ამიტომაც, პარლამენტის სიჭრელე ამ სიტუაციაში პლიუსიც კი იქნება. ჩვენ უნდა გავცდეთ იმ მცდარ სტერეოტიპს, რომ ხელისუფლების ერთი ხელის დაკვრით სრულად შეცვლით ყველაფერი შეიცვლება, ეს მცდარია, ყველაფერი შეიცვლება დაბალანსებული ხელისუფლებით მხოლოდ, რომელიც საერთო ეროვნული თანამშრომლობის ფორმატს აჩენს.
ეს ფორმატი ჩვენ გარდაუვალი საგარეო პოლიტიკური ტურბულენტობიდან თავის დასაცავად უახლოეს მომავალში დაგვჭირდება.
დ) ახლა კი იმ შანსის შესახებ, რომელსაც ეს კონფლიქტი აჩენს. ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრე, ჩვენთვის 2 არჩევანი რჩება და ეს არჩევანი კონკრეტდება მხოლოდ 2 რამეზე - ამერიკული ბაზა ან ევრაზიული კოლექტიური უსაფრთხოება. ეს უკანასკნელი რა უსაფრთხოებაცაა ეს ჩვენს ტერიტორიებზე და ოკუპაციაზე ვიწვნიეთ.
ამიტომ, სურვილისმიერი არჩევანი ამერიკის გარდა უბრალოდ არ გვაქვს. სხვა საქმეა, რამდენად თავად ამერიკის ინტერესებში შედის ეს. ამის გარეშე ევროკავშირში ჩვენი წევრობა ვერ მოხდება.
შესაბამისად, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლაც სურს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს, მანამდე, ეს 4 წელი სწორედ ამერიკული ბაზის გახსნაზე უნდა იმუშავოს.
რაც შეეხება ამერიკულ ინტერესს, თურქულ-რუსული მზარდი რეგიონალური ტანდემისთვის კავკასიის დატოვება, ნიშნავს ფართო რეგიონალური, ირანული, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის პოლიტიკაზე გავლენის შესუსტებას და რეგიონში სტრატეგიულ მარცხს ამერიკისთვის.
ნებისმიერი შემდგომი ამერიკის ადმინისტრაცია ამ მოცემულობას კარგად დაინახავს და ხედავს.
სწორედ აქ იხსნება ჩვენთვის ის ფანჯარა რომელზეც მოგახსენებთ. ეს არის შანსი, რომელიც მხოლოდ საერთო ეროვნული თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება.
სხვა ალტერნატივა მყიფე ნეიტრალიტეტია, რომელიც მოგეხსენებათ კიდევ უფრო ვერ განხორციელდება, მით უმეტეს ახლა, აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის შემდეგ.
...
- აზერბაიჯანისთვის ნატო არარელევანტურია, მას უბრალოდ მისი საჭიროება არ აქვს, მისთვის სრულიად საკმარისია თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.
ამავე დროს, არც თვითშეზღუდვის ინტერესი აქვს პრეზიდენტ ალიევს, რადგან ნატო მხოლოდ სამხედრო წევრობა არაა, არამედ მთელ რიგ ინსტიტუციონალურ ცვლილებებს მოითხოვს, მათ შორის დემოკრატიის კუთხით.
ამას გარდა, რუსეთთან დაპირისპირების საბაბი ამ ეტაზე აზერბაიჯანს არ აქვს. პრეზიდენტ ალიევის მიმართვა რუსი ხალხისადმი ამის ნათელი დადასტურებაა.
რუსეთი უნდა დაინგრეს.